x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ბრედ პიტს ვეღარ იცნობთ, ის მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი

image
ლოს-ანჟელესის ქუჩებში ოთხშაბათს საშინლად გამხდარი და შეცვლილი ბრედ პიტი დააფიქსირეს. 53 წლის მსახიობი ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ რამდენიმე თვეა გამოიკეტა ხელოვნების სტუდიაში. ექვსი შვილის მამა ძველი ბრედის აჩრდილიღაა დარჩენილი. როგორც ჩანს მასზე განქორწინებამ იმოქმედა. ამავე თვეში, ცოტა ადრე Dailly mail.com აღნიშნავდა, რომ ის მთელ თავის დროს, 15 საათს, დილიდან საღამომდე სტუდიაში ატარებდა, მუშაობდა და სევდიან მუსიკას უსმენდა. ის არც ოსკარის დაჯილდოვებას დასწრებია იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი პროდიუსერი იყო "საუკეთესო ფილმ"-ზე წარდგენილი მთვარის შუქისა. მთელი დღე სტუდიაში გაატარა და ცერემონიას ტელევიზორში უყურა.


ახლახანს ანჯელინა დაბრუნდა ლოს-ანჟელესში ლონდონიდან თავისი ექვსივე შვილით, სადაც ის მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა აქციებში ძალადობის წინააღმდეგ. იყო ჩასული ჟენევაშიც გაეროს მიერ გამართულ ცერემონიაზე. ენჯის ბავშვები კამბოჯაშიც ახლდა თან ახალი ფილმის პრემიერაზე.image

ამ დროს ბრედი ან სახლში იჯდა, ან თავისი მოტოციკლით მიდიოდა მეგობრის სტუდიაში, სადაც ატარებდა მთელ დროს. ის აქ გასართობად რაღაც სკულპტურის შექმნას ცდილობს და ამბობენ, რომ კარგი მოსწავლეა. ხშირად ხედავენ ფანჯრიდან მოწყენილს და ბოლში გახვეულს. ყველამ იცის, რომ მისი უხასიათობა პირად ამბებს უკავშირდება და ცდილობენ ამ თემაზე არ ელაპარაკონ. ის საერთოდაც ძალიან წყნარი და მორიდებულია.

ბრედს ახლა ბევრი თავისუფალი დრო აქვს. დევიდ მიკოდის ფილმის "ომის მანქანა"-ის გადაღება დასრულებულია. ხშირად ხედავენ ადგილობრივ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებშიდა აქაც დაბნეულად გამოიყურება.

როგორც ვიცით, განქორწინების საქმე ჯერ კიდევ არაა დასრულებული.imageimageimageimageimageimageimage





აღდგება თუ არა პიტის და ჯოლის ოჯახი? რა ხერხებით ცდილობს ენჯი ქმრის დაბრუნებას



"იყიდება ბეჭედი, რომელსაც სატანა ატარებდა"



როგორ მივიღოთ "შერლოკის" მსგავსი სუპერ ჭკვიანი მეხსიერება 40 დღეში



ასეთი ბექჰემი არ გინახავთ



საუკეთესო რჩევა მილიონერისგან-სცადეთ, არ ინანებთ

0
1217
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0