x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ზვიად გამსახურდია -რას ედავებიან დღემდე ოპონენტები?
image


დღეს 31 მარტს საქართველო ორ დღეს აღნიშნავს.საქართელოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და მეორე:1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.


დღემდე ზვიად გამსახურდიას გარშემო გავრცელებულია ორი, რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო შეფასება მისი წვლილისა უახლოეს საქართველოს ისტორიაში.


დღეს გთავაზობთ იმ პოზიციას, რის გამოც აწ გარდაცვლილ პრეზიდენტს ოპონენტები ედავებიან:



1) 1989 წლის 9 აპრილის ღამე-რა თქმა უნდა მარტო ზვიად გამსახურდიას დადანაშაულება არასამართლიანი იქნება, 9 აპრილის ღამე მთლიანად ეროვნული მოძრაობის ლიდერების კისერზეა.რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწოდების იგნორირება, რასაც საბოლოოდ მსხვერპლი მოყვა, ხოლო მეორე დილით თბილისში მაინც ჩადგა რუსული ჯარი და კომენდატის საათი გამოცხადდა.კიდევ ის ფაქტიც, ეროვნული მოძრაობის არც ერთი ლიდერი არ დაშავებულა იმ ინციდენტში.



2)არასწორი და არაპროფესიონალი კადრების შერჩევა(როგორც მაშინ ხალხი მათ"გიჟებს" უწოდებდა), მათ შორის არ დაგავიწყდეთ დაწინაურებული ასლან აბაშიძე და ვლადისლავ არძინბაც, რომლებმაც ცოტა ხანში დიდი პრობლემები შექმნეს.


3)ნაციონალისტური ლოზუნგები საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე, რომელიც შემდგომ სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყო ხელი("გადამთიელები", "ოსი ხალხი არის ნაგავი, რომელიც უნდა გაიხვეტოს როკის გვირაბით რუსეთში".სტუმარი "აფსუები" რომელებიც უნდა გახდნენ ნამდვილი აფხაზები და ა.შ)



4) ეკონომიკური ბლოკადა-საქართველოს ფაქტობრივ იზოლაციაში მოქცევა, რამაც სრულ კოლაფასამდე მიიყანა ისედაც თავდაღმა მიმავალი ეკონომიკა.



5)ეროვნული გვარდიის დაშლა- აგვისტოს თვეში მოსკოვში სამთავრობო გადატრიალების ხელმძღვანელ "საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის" მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული გვარდიის დაშლის ბრძანების გაცემა.



6)შემოქმედებით ინტელიგენციის წინააღმდეგ გავრცელებული იდეური დევნა, რამაც თითქმის მთელი ინტელიგენციიის მის წინააღმდეგ ამხედრება გამოიწვია.



7) მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელისმოწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.



8) 1991 წლის აგვისტოს პუტჩის მცდელობის შემდეგ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ამავე განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა, ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ.



9) 1993 წელს ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების შედეგად ხელისუფლებისთვის ბრძოლის განახლების უაღრესად ნეგატიური გავლენა აფხაზეთის კონფლიქტის მიმდინარეობაზე: მისი მოწოდებით დაირღვა საქართველოს ძველ და ახალ ხელისუფლებათა მომხრე სამხედრო შენაერთებს შორის არსებული კავშირი, რამაც საბოლოოდ 1993 წლის ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი.



10)1978 წელს დისიდენტური საქმიანობის საჯაროდ მონანიების ფაქტი.






8
561
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
561
  
2017, 1 აპრილი, 11:37
ახლა წავიკითხე კომენტარები ჩემი აზრი ასეთია: გამსახურდია უაგანათლებულესი პიროვნება,იყო დაუღალავი მებრძოლი ქვეყნის თავისუფლებისათვის და დიდი პატრიოტი,თუმცა პოლიტიკოსობას და ქვეყნის მშენებლობის სტრატეგიას სხვა განზომილება სჭირდებოდა,ამისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი..მოკლედ ვიტყვი.მან სულ მოკლე დროში იმდენი პოლიტიკურად(შიდა თუ საგაერო) და ეკონომიურად მცდარი ნაბიჯი გადადგა,რაც მგონი ერთად აღებულს სხვა დანარჩენ პრეზიდენტს არ გაუკეთებია
2017, 1 აპრილი, 9:46
სამივე პრეზიდენტს თავისი მისია ჰქონდა, უბრალოდ დროზე ვერ ხდებოდნენ წასვლას. არც ერთი არ ყოფილა მოღალატე. გამსახურდიამ დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა მისი მისიაც იქ დამთავრდა. ახალი ქვეყნის აშენება იყო საჭირო, მისი კადრებით და გამოცდილებით ეს შეუძლებელი იყო, ეს უთხრა კიდეც ჭაბუა ამირეჯიბმა. შევარდნაძეც პირველი ვადის ამოწურვის მერე უნდა წასულიყო, სააკაშვილი 2007 ში.
ერთადერთი ვინც ახალ საქართველოში თავის სიმაღლეზე იდგა და დგას, ჩვენი პატრიარქია.
2017, 1 აპრილი, 1:23
ეტყობა ობიექტის დაცვაზე არა ხართ ინფორმირებული, პრეზიდენტს ჯარით, რომ ევლო ეგრევე ავიაციით დაბომბავდნენ ისევე, როგორც მოღალატე შევარდნაძის თხოვნით ბომბავდნენ სამეგრელოს ბალტინის ჯარები.
და ბაბუშერას აეროპორტიდან შევარდნაძის უსაფრთხო გაქცევა ვინ უზრუნველჰყო?
თუ არ იცით გეტყვით-"გრუ"-ს სპეცრაზმმა "ალფამ".
რაც შეეხება ბათიაშვილს გამოჩნდა მისი დისიდენტობა, კაცი უშიშროების მინისტრის სკამზე დაჯდა.
ესეც არაფერი გამოვიდა სხდომაზე და იმხელა სისულელე დააბრეხვა ბრიყვი კიტოვან იც კი ახარხარდა: სამაჩაბლოელ სეპარატისტებს ბირთვული იარაღის მულაჟი აქვთ და თბილისზე გასროლას აპირებენო.
უშიშროების მინისტრს წარმოდგენა არ ჰქონდა რას ნიშნავს მულაჟი.
ბირთვული ქობინის მულაჟს რითი გაისროდნენ ეს დღესაც მაინტერესებს! :)
ასეთმა დილეტანტებმა დაღუპა გამსახურდია, დაგვაკარგვინა აფხაზეთი თუნდაც დროებით და ათწლეულებით უკან დაწია ქვეყნის განვითარება.
2017, 31 მარტი, 18:14
ალბათ ყველას გახსოვთ ჟიული შარტავასა და გამსახურდიას ჯარის პოლკოვნიკს შორის სატელეფონო საუბარი, როცა ის დაპირებულ დახმარებაზე უარს ამბობს. რა ერთგული ჯარიც ყავდა გამსახურდიას ეს მაშინ გამოჩნდა , როცა ყველამ მიატოვა. ვინც მასთან ბოლომდე დარჩა მოღალატეებად გამოაცხადეს–რატომ თქვენც თავი არ მიკალითო. რუსეთმა უზრუნველყო გროზნოდან ზუგდიდში მისი ჩამოსვლაც. რუსებმა კარგად გამოიყენეს ქართველების ძმათამკვლელი ომი.ბათიაშვილს რაც შეეხება თქვენი "ხუმრობა" უადგილოა. აბაშიძის რეჟიმი რუსულ ჯარს ეყრდნობოდა. რუსეთმა გაუშვა ის პენსიაზეც. როცა სააკაშვილის მოყვანაზე რუსეთიც , ამერიკაც შეთანხმებული იყვნენ.
2017, 31 მარტი, 17:50
ბათიაშვილს ხან "მორგში" პოულობენ, ხან რუსთაველის თეატრის სახურავზე. :)
2017, 31 მარტი, 17:49
ტყუილია თითქოს გამსახურდიამ აუკრძალა მისი ერთგული გვარდიის დანაყოფებს აფხაზეთისათვის ბრძოლა, იბრძოდა ჯემალ ქობალიას ბატალიონი, იბრძოდა სოსო ჯომიდავას ბატალიონი.
გურამ ლაკიას მეთაურობით შეიყვანეს გალის რაიონში შენაერთები ოჩამჩირეს მიმართულებით და ეგრევე ზუგდიდის რაიონში შემოსვლა დაიწყო მხედრიონის და გვარდიის მოროდიორებმა, რის გამოც ლაკია უკანვე იქნა გამოხმობილი ტექნიკითურთ.
მე მაქვს ვიდეო კადრები , სადაც აფხაზეთიდან განმუხურის გავლით ყულევი–ფოთისაკენ მიმავალი გვარდიის ქვეითთა საბრძოლო მანქანას აკავებენ გამსახურდიას მომხრე გვარდიელები, ტექნიკაში 2 გვარდიელია, ხოლო სადესანტო ნაკვთური გატენილია ნაძარცვი ხალიჩებით...
ასლან აბაშიძეს შეიძლება ყველაფერი დაა ბრალო კაცმა, მაგრამ მშიშარა იყოო ვერავინ დაასაბუთებს.
2017, 31 მარტი, 17:14
მერაბ კოსტავა და ირაკლი ბათიაშვილი დარბევის დაწყებისას ხალხში გადახტნენ. ირაკლი ბათიაშვილი შემდეგ მორგში იპოვნეს, გარდაცვლილი ეგონათ. ბოლომდე მხოლოდ პატრიარქი იდგა. აბაშიძემ აჭარა თავის საკუთრებად გამოაცხადა, საბაჟო პორტი , თავისი ჯარი, თურქები იმიტომ არ შემოუშვა რომ რუსების ეშინოდა. ამას არ დასჯერდა და თავის შემდეგ მისი ნარკომანი შვილის ხელისუფლებაში მოყვანა უნდოდა. რაც შეეხება გამსახურდიას მონანიებას, ეს იყო სამარცხვინო ფაქტი მისი მხრიდან, მერაბ კოსტავამ არ მოინანია და 10 წელი ციხეები ხეხა. მისი ჩამოგდება რათქმაუნდა არაკანონიერი იყო, მაგრამ პუტჩისტებიც ხელისუფლებაში მან მოიყვანა. არც სიგუას და არც კიტოვანს ქართველი ხალხი არ იცნობდა. მისი გადაგდების შემდეგ მისი ბრძოლა იყო სკამისთვის ბრძოლა და არა საქართველოსთვის. აფხაზეთში ჩამოსვლის დროს თავისიანებს აუკრძალა ომში მონაწილეობა და წამოვიდა თბილისის ასაღებად.
2017, 31 მარტი, 16:18
ეროვნული მოძრაობის ლიდერები არ დაშავებულან რადგან ხალხმა ისინი დაპირისპირების ასპარეზიდან გაიყვანა.
ეროვნული გვარდიის გადარჩენის მიზნით მათი შსს–ს შინაგან ჯარებად დაფიქსირება აუცილებელიც კი იყო.
ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში არცერთი ობიექტი, არცერთი გიჯი მიწა თურქებზე არ გაყიდულა და არც არენდით არ გაცემულა.
მონანიება იმ მომენტისათვის აუცილებელი იყო, რაც დისიდენტური მოძრაობის გრანდებმა სხვადასხვა ქვეყნიდან გაამართლეს, მათ შორის გინზბურგმა, იაკუნინმა, შამაევმა და ბევრმა სხვამაც.
ზვიად გამსახურდიამ ოჩამჩირის შტაბში განაცხადა: მე აქ ჩამოვედი არა როგორც პრეზიდენტი გამსახურდია, არამედ საქართველოს შვილი, რომელსაც სურს შეწყდეს დაპირისპირება კანონიერ და უკანონო ხუნტის მომხრეებს შორის, ჯარი დაექვემდებაროს საერთო ხელმძღვანელობას რათა შევძლოთ სოხუმის დაცვა და ამით აფხაზეთის შენარჩუნება.
კიტოვან–იოსელიანის ტანდემის კისერზეა შევარდნაძის მეთაურობით ამ გეგმის ჩაშლა...
ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელსაც გამსახურდიამ "წითელი ინტელიგენცია" უწოდა ღიად თანამშრომლობდა რუსეთის უშიშროებასთან.
ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელიაა ამისი მკაფიო მაგალითი, "დიადი რუსეთის" მეხოტბე და სტალინის დიდი მოტრფიალე.
0 1 8