x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სიამის ტყუპებმა ერთმანეთი პირველად 13 თვის ასაკში დაინახეს (+ვიდეო)
image


ჯეიდენ და ანიას მაკდონალდები — ტყუპი-კრანიოპაგები არიან. მათ, ერთმანეთისგან დასაშორებელი, 27-საათიანი ოპერაცია გადაიტანეს, რომელიც 2, 5 მილ. დოლარი დაჯდა.
სიამის ტყუპების დაბადება, ისედაც დიდი იშვიათობა არის. ხოლო, კრანიოპაგები ანუ თავებით გადაბმულები, 3 მილიონ ახალშობილზე, მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. სწორედ ეს ბედი ერგოთ ნიკოლ და კრისტიან მაკდონალდების ტყუპებს, რომლებსაც იმ მომენტისთვის უკვე ჰყავდათ ვაჟიშვილი აზუ.

იმის შესახებ, რომ ტყუპები ეყოლებოდა, ნიკოლმა, რომელიც ბავშვთა ფიზიოლოგიის ცენტრში მუშაობდა, ფეხმძიმობის III თვეზე გაიგო. ანალიზების გაკეთების შემდეგ, ის უკვე სახლში იყო მისული, როდესაც დაურეკეს და უთხრეს, რომ სასწრაფოდ უკან დაბრუნებულიყო. სწორედ მაშინ შეატყობინეს ის, რამაც მთლიანად შეცვალა მისი ოჯახის ცხოვრება. ტყუპების მომავალმა მშობლებმა უარი თქვეს ფეხმძიმობის შეწყვეტაზე, იმის მიუხედავად, რომ ექიმები და ახლობლები აბორტის გაკეთებას ურჩევდნენ. ნიკოლმა ათობით კლინიკაში დარეკა და ერთ-ერთში, ჯეიმს გუდრიჩთან (Jamesimage Goodrich) ურჩიეს კონსულტაციის გავლა, რომელიც სიამის ტყუპების დაშორების საუკეთესო სპეციალისტი იყო. მშობიარობის მოახლოების დროს, მაკდონალდები ილინოისის შტატიდან ბრონქსში გადავიდნენ, მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრთან (Montefiore Medical Center) ახლოს.

ტყუპები ვადამდე, საკეისრო კვეთით, თითქმის ერთი თვით ადრე დაიბადნენ. მათ ჯეიდონი (Jadon) და ანიასი (Anias) დაარქვეს, რაც თარგმანში «ღმერთმა შეისმინა» და «ღვთის პასუხი» არის. კრისტიანმა და ნიკოლმა სამუშაო მიატოვეს და ტყუპებზე დაიწყეს ზრუნვა.
ტყუპი-კრანიოპაგები იშვიათად ცოცხლობენ 2 წლამდე და მათი ოპერაციის დაგეგმვა, ექიმებმა, ფაქტიურად, დაბადებისთანავე დაიწყეს. ბავშვებს 4 ექსპანდერი ჩაუდგეს, რომ კანი იმდენად დაჭიმულიყო, რომ ორივე ბავშვის თავისთვის ყოფილიყო საკმარისი. მაგრამ, მთავარი ოპერაცია ჯერ კიდევ წინ იყო. ექიმებს უნდა გაეყოთ 4 სმ. დიამეტრის თავის ტვინის საერთო ქსოვილი. მსგავსი ოპერაცია ექიმ გუდრიჩს უკვე ჰქონდა ჩატარებული 2004 წელს და ის წარმატებით დასრულდა, ხოლო მისი ასისტენტები ზეპირად სწავლობდნენ ბავშვების თავების 3D-მოდელს.



ყველაზე მთავარი ოპერაციის შემდეგ ის იყო, რომ ბავშვებს შეენარჩუნებინათ გონებრივი შესაძლებლობები. 13 თვის ასაკში მათ არ იცოდნენ გადაბრუნება, ხოხვა, დაჯდომა და ადრეული ჩვილობის პერიოდი, ოპერაციის შემდეგ უნდა გაევლოთ. ყველაზე მთავარი კი, ოპერაციის შემდეგ, კრიტიკული პერიოდის — პირველი 72 საათის გადალახვა იქნებოდა და ამის შემდეგ, რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი დაიწყებოდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
ბიჭების მშობლები, ოპერაციის შემდეგ, უფრო მეტად ანიასზე ნერვიულობდნენ, რადგან მას გართულება ჰქონდა სუნთქვასთან, მხედველობასთან და გულის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. მაგრან, კრისტიანი და ნიკოლი ყველაფრისთვის მზად იყვნენ, როგორც მორალურად, ისე ემოციურად.


image

image


image


საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ანიასმა ნელა, მაგრამ გამოჯანმრთელება დაიწყო და დღეს მშობლების სიხარულს საზღვარი არა აქვს.

image


image

0
491
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0