x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ გავუღვიძოთ მადა უჭმელ ბავშვებს? ეს ხრიკები ნამდვილად გამოგადგებათ
image

უმადობა ბავშვებში დღეს, სამწუხარო პრობლემაა. გამოცდილი მშობლები დამეთანხმებიან, რომ ამაზე დიდი საშინელება არაფერია, როდესაც ბავშვი მთელი დღის მანძილზე თითქმის უჭმელია და ვერანაირი ფაქტორი აიძულებთ პირში ლუკმის ჩადებას. ამ საკითხში ჩართული გამოცდილი პედიატრები გვინმარტავენ, რომ მადის დაქვეითების სამი ძირითადი მიზეზი არსებობს: პირველი, როდესაც მშობლები ჭარბად ჭამის შემთხვევაში გასუქების შიშით უკრძალავენ ბავშვებს ჭამას და მისი საპირისპირო, როდესაც ჰგონიათ ცოტა მიირთვეს და აიძულებენ მეტი ჭამონ. მეორე ფაქტორი კი ნერვული წარმოშობის უმადობას უკავშირდება, როდესაც მშობლები ბავშვებს ჭამას მუსიკის, მულტფილმის, ზღაპრების ან გართობის ფონზე აიძულებენ. როგორც წესი, მადის გაღვიძებასთან ერთად ბავშვის კუჭში გამოიყოფა წვენი, რომელიც საკვების გადამუშავებისთვის და მონელებისთვის ირთვება კვების პროცესში; როდესაც კვება ხდება ძალდატანებით, რასაც თან ბავშვის წინაღობა და ტირილი ახლავს, წვენი არ გამომუშავდება, ღიზიანდება კუჭი და მივდივართ ღებინებამდე. გახსოვდეთ, რომ როდესაც მადა მოუვა, ის აუცილებლად მოგთხოვთ კვებას, ამიტომ საჭირო არაა ძალით "ჩასხმა". მესამე მიზეზი მადის დაქვეითების კი ხშირი ავადმყოფობა და სხვადასხვა ვირუსული ინფექციები ხდება. ასეთ შემთხვევაში კი უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მოხდეს სწორი ჩარევა და მადის ტრადიციული მეთოდებით აღდგენა.


image


როგორ გავუღვიძოთ მადა უჭმელ ბავშვებს?



● შესანიშნავი ინსტრუმენტი მადის გაუმჯობესებისთვის არის გემრიელი და სასარგებლო ხილი, ბოსტნეული და კენკრა- ალუბალი, ჟოლო, სტაფილო და ვაშლი. უბრალოდ მიეცით ისინი მათ კვებებს შორის.



● მადის მოსამატებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მოიაზრება პიტნის ჩაი. ნახევარი ჩაის კოვზი გამხმარი პიტნა ჩაყარეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში, დააყოვნეთ 10 წუთით, გადაწურეთ და ბავშვებს 1 წლის ზევით მიეცით ერთი ჩაის კოვზი ჭამამდე. იგივე კომბინაციით დაყენების შემთხვევაში კი ბავშვებს 2 წლის ზევით მიეცით ჭიქის მეოთხედი დღეში რამოდენიმეჯერ.



● ცუდი მადის საერთო მიზეზი ბავშვებში ხშირად დაბალი ფიზიკური აქტივობაა. ხშირად გაასეირნეთ ჰაერზე სკვერებში, ჩართეთ აქტიურ ფიზიკურ და გონებრივ თამაშებში, რაც აუცილებლად დაუბრუნებს მათ მადას.



● კიდევ ერთი გზა თქვენს ბავშვებში მადის მოსამატებლად არის თაფლი (თუ რა თქმა უნდა ბავშვს ალერგია არ აქვს ამ პროდუქტზე).



● არანაირი სასუსნავი, აკრძალეთ ორცხობილა და შოკოლადები, თუ გინდათ, რომ მადა არ დაკარგოს ბავშვმა. შეგიძლიათ ისინი ხილით, კენკრით და რძის პროდუქტებით ჩაანაცვლოთ.



P.S. და ბოლოს გახსოვდეთ, რომ საკვები უნდა იყოს დაგეგმილი მენიუს მიხედვით და არ დაირღვეს ბალანსი; საკვები უნდა იპყრობდეს ბავშვის ყურადღებას და კარგი ძილი და გასეირნება ჰაერზე, აუცილებლად შეუწყობს მის ზრდას ხელს. წარმატებებს გისურვებთ!

3
1374
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1374
  
2017, 6 აპრილი, 13:56
არ შეიძლება ბავშვისთვის ჭამის დაძალება. რადგან არ ჭამს ე.ი. მისი ორგანიზმი არ ითხოვს და ასეა საჭირო... როცა მოსივდება თავადვე მოითხოვს. დაძალებით შიძლება სხვადასხვა კვებითი დარღვევები განუვითარდეს...
2017, 30 მარტი, 21:48
რომ ვწერდი, გეფიცები ლიკუშ მაშინვე ელე გამახსენდა :(( საყვარელი ეგ
2017, 30 მარტი, 18:33
ნეტამც ეშველებოდეს ჩემს უჭმელს და :)))))
0 1 3