x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩინელის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთს პეკინი თავისი მოქალაქეების დაცვას სთხოვს

ჩინეთმა საფრანგეთს მისი მოქალაქეების უფლებების დაცვა მოსთხოვა. ორი დღე გავიდა პოლიციის მიერ მოკლული ჩინელის გარდაცვალებიდან პარიზის მეცხრამეტე რაიონში მიმდინარე დაპირისპირებების შემდეგ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუა ჩანგინმა განაცხადა, რომ პეკინმა ფაქტი ოფიციალურად გააპროტესტა და საფრანგეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს მოსთხოვა რომ პარიზს “ყველაფერი ამ საქმის შესახებ სააშკარაოზე გამოეტანა. “

კვირა საღამოს, ერთ-ერთი “ოჯახური კონფლიქტის“ დროს მეცხრამეტე რაიონის ერთ-ერთ ბინაში, კარის გაღებისთანავე მამაკაცი მივარდა პოლიციის წარმომადგენელს, და მსუბუქად დაჭრა კიდეც . მისმა კოლეგამ კი მისი დაცვა სცადა და აგრესორი შემხვევით სასიკვდილოდ დაჭრა.

გარდაცვლილის ოჯახი ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, განაცხადა მისი ოჯახის ადვოკატმა კალვინ ჯობმა. მისი თქმით, ოჯახის მამა არც პოლიციელს მივარდნია აგრესიულად და არც იარაღი გამოუყენებია. პოლიციელმა კი სროლა გაუფრთხილებლად ატეხა. image

0
139
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0