x
image
- ლანა -
საიდუმლო რჩევები ქუსლებზე ელეგანტურად სიარულისთვის
HEELGIGI


მერლინ მონროს უთქვამს: ''მიეცით ქალს სწორი ფეხსაცმელი და ის მსოფლიოს დაიპყრობს''. ცხადია, მან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იგულისხმა. მომხიბვლელი ქუსლი სიმაღლეს მატებს, სილუეტს ასწორებს და ალამაზებს. საჭიროა თავდაჯერებულმა მარტივად და გრაციოზულად იარო (სწორ ხაზზე). სიარულის მანერის დასახვეწად რჩევებს გთავაზობთ:


პირველი ხერხი:

ფეხის თითი (წვერი) არ უნდა იყოს მიმართული ქუსლისკენ. თუ დაბლები გაცვია, მთელი ტერფი ქვემოთ, თანაბრად უნდა მოათავსო. მაღალქუსლიანის შემთხვევაში, ჯერ ფეხსაცმელი დაუშვი ძირს და შემდეგ მიაყოლე ფეხის თითი. სიარულის მანერა უფრო ბუნებრივი იქნება.



მეორე ხერხი:

მოკლე ნაბიჯები გადადგი. (ქუსლები თავისთავად გვიმცირებს ნაბიჯის სიგრძეს) მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით იგივე მანძილი უფრო მეტი და მცირე ნაბიჯით უნდა გაიარო. არ იგულისხმება ბავშვის ნაბიჯები, მაგრამ არ სცადო ყოველდღიური რიტმით (სწრაფი და გრძელი) სიარული.


მესამე ხერხი:

არ აჩქარდე. ქუსლებზე სწრაფი სიარულის მცდელობა ხშირად უხერხულად მთავრდება. მოკლე ნაბიჯებსა და კომპრომეტირებულ ბალანსს შორის, ეს საუკეთესო ხერხია. უფრო ჰაეროვანი, თავდაჯერებული ჩნდები.


არიანა


მეოთხე ხერხი:

ოდნავ უკან დაეყრდენი ქუსლს. ასე უფრო სწრაფად მოგინდება სიარული და დასრულდება კისრის წაგრძელება. უცნაურია, მაგრამ მცირედ უკან დაწოლა ქუსლებზე სიარულისას, შეაჩერებს წინ მიმართულ, გადახრილ სხეულს.


მეხუთე ხერხი:

კარგად წარმოჩნდი, სწორ ხაზზე იარე. სწორი ხაზის დასახატად, უკეთესია თვალი ადევნო ბოლო წერტილს, ვიდრე მოძრაობისას ეძებო ფანქარი. ქუსლებზე სიარულისას, უფრო ელეგანტური იქნები, მზერა სამიზნე წერტილს რომ მიაპყრო (პოდიუმის ბოლოს). წინ იყურე, მოსიარულე ფეხებს არ უყურო.


მეექვსე ხერხი:

ოდნავ აკეკლუცე ტერფი. როცა ნაბიჯებს ზომავ ან ფეხი გისრიალებს, ტერფი ოდნავ ათამაშე ფეხსაცმლის შიგნით ზეწოლისას. ეს დააახლოებს ტერფსა და მაღალქუსლიანს, უფრო მანევრირებულს გახდის.


მეშვიდე ხერხი:

დარწმუნდი, რომ ფეხსაცმელი შეგეფერება. არ უნდა იქცეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სასტიკ იარაღად, რომლითაც ვერ ან რთულად გაივლი. დიდი ზომის ფეხსაცმლის შემთხვევაში, სათანადო ბალიშები გამოიყენე, პატარა ზომის - ადგილობრივ მეწაღეს მიუტანე ან თავად გაწელე.


გოგონაქუსლი კიდევ რა გეხმარება სიარულის მანერის დასახვეწად? გაგვიზიარე კომენტარებში..

0
341
2-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0