x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
7 პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც ორიოდე ბანანის მიღება დაგეხმარებათ - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image


ბანანის სასარგებლო თვისებები საყოველთაოდ არის ცნობილი. სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე, ქვემოთ ვისაუბრებთ 7 პრობლემაზე, რომელთა გადაჭრაშიც დაგეხმარებათ დღეში სულ რაღაც ორიოდე ბანანის მიღება.


1. დეპრესია


image

ბანანს მართლაც შეუძლია დაგეხმაროთ გაუმკლავდეთ დეპრესიას, დათრგუნულობას, ე.წ. "ზამთრის მელანქოლიას" - როცა დღის სიმოკლის გამო ადამიანებს გამუდმებით უფუჭდებათ გუნება. ამას გარდა, ბანანი შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ამინომჟავას - ტრიპტოფანს, რომელიც ასტიმულირებს კმაყოფილების ჰორმონის, სეროტონინის გამომუშავებას.

2. სისხლის წნევა


დიდი რაოდენიბით კალიუმის შემცველობის წყალობით ბანანი შესანიშნავად უმკლავდება წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ეფექტურად ამცირებს ინფაქრტისა და ინსულტის რისკებს. მათთვის, ვისაც გულის პრობლემები აქვს ბანანი შეუცვლელი ხილია.


3. სისხლნაკლებობა


image

ბანანი, ისევე, როგორც ვაშლი, მდიდარია რკინით. თუ ანემია გაწუხებთ ან პირიქით - მისგან თავდაცვა გსურთ, ბანანი სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ. იგი ხელს უწყობს ჰემოგლობინისა და ერითროციტების გამომუშავებას და აძლიერებს სისხლს ორგანიზმში.


4. ცუდი განწყობა


როცა მიხვდებით, რომ ცუდ ხასიათზე ხართ და არაფერი გახალისებთ, უბრალოდ მიირთვით ბანანი. იგი ნორმაში ჩააყენებს შაქრის დონეს, ვიტამინი В კი ნერვებს დაგიწყნარებთ. შედეგად, შეძლებთ მოდუნდეთ და დაძაბულობა სწრაფად გაგივლით.


5. კუჭის წყლული


image

მათთვის, ვისაც ეს დაავადება აწუხებს, კარგად არის ნაცნობი კვების პრობლემები - ბევრი საკვები კატეგორიულად არის აკრძალული. თუმცა ბანანი სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს. მას შეუძლია კუჭის კედლები განსაკუთრებული გარსით დაფაროს, რაც იცავს აღნიშნულ ორგანოს მჟავის საზიანო ზემოქმედებისგან.


6. გულძმარვა


როცა გულძმარვის მწვავე შეტევა შეგაწუხებთ, ბანანი მყისიერად დაგეხმარებათ და მისი მიღების შემდეგ სწრაფად იგრძნობთ შვებას.


7. ენერგია

image

ბანანი შედგება სწრაფი ნახშირწყლებისგან. ვარჯიშის წინ ორიოდე ბანანის მიღება უზრუნველგყოფთ სპორტდარბაზში ინტენსიური ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიით. იგივე პორციის მიღებას ვარჯიშის შემდეგ კი შეუძლია სწრაფად და ადვილად ჩაკეტოს ნახშირწყლოვანი ფანჯარა (ეს ტერმინი განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი მათთვის, ვინც ფიტნესით არის დაკავებული).


თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორი ბანანია სასარგებლო. ამის გასაგებად გადადით ბმულზე.

image


ასევე დაგაინტერესებთ:


1. კომში - ხილი, რომელსაც საოცარი თვისებები აქვს - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image


2. რა განსხვავებაა ამ ორ მარწყვს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა? - ეს ბევრმა არ იცის!

image


3. არასოდეს გადააგდოთ გაღვივებული ნიორი! - დაუჯერებელი თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის!

image


4. რა მოუვა ქალი ორგანიზმს დღეში 3 ფინჯან ყავას თუ დალევს - წარმოუდგენელი შედეგი!

image


5. ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანით იკვებებოდა - შედეგი წარმოუდგენელი იყო!

image


უფრო მეტი სასარგებლო სტატია იხილეთ ბმულზე.








0
5857
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5857
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0