x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
სამარხვო მარტივი ვაშლის ნამცხვარი
image1 ჭიქა მანანის ბურღულს დაასხით 1 ჭიქა ნელ-თბილი წყალი და გააჩერეთ დაახლოებოთ ნახევარი საათი, სანამ წყალი არ გაუჯდება. 1/2 ჭიქა ფქვილს და 1 ჭიქა

შაქარი დაამატეთ.

დაგჭირდებათ 2 ცალი შაქრიანი ვანილი და დახეხილი ლიმონის ცედრა.

1/2 ჭიქა ზეთს ამატებთ. 3/4 ჩაის კოვზ სოდას ლიმონის წვენით ან ძმრით ჩაასხამთ და კარგად მოურევთ.


image

(დაახლოებით ასეთი ზომის ჭიქა დაგჭირდებათ)


ჩააყრით 4 მოზრდილ კუბიკებად დაჭრილ ვაშლს (სასურველია ანტონოვკა).

ტაფაში ჩააფენთ ნამცხვრის ქაღალდს და შედგამთ გახურებულ ქურაში.

ცომი არაჟნის კონსისტენციის უნდა იყოს. აცხობთ ერთი საათი და გამოღების შემდეგ შაქრის პუდრას აყრით.


გემრიელად მიირთვით!

0
423
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0