x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩემთვის გაუგებარია რა უნდა თურქულ სეინერებს ანაკლიის აკვატორიაში, სადაც უმოწყალოდ ნადგურდება ზღვის ფლორა

image მინდა მოგიყვეთ ერთ უმსგავსობაზე, რომლის თვითმხილველიც თავად გავხდი ანაკლიაში. თურქული სეინერები ლამის ანაკლიის სანაპიროსთან მტრალავი ბადით თევზაობდნენ. მტრალავი ბადე წესით აკრძალული უნდა იყოს, რადგან ამ სახის ბადე ზღვის ფსკერამდე ეშვება და რასაც ჰქვია ფსკერიდან მოყოლებული "ხვეტავს" ყველა სახის თევზს, ზუთხი რომელიც ასე უხვად იყო ანაკლიის აკვატორიაში დღეს იშვიათობაა თურქული სეინერების წყალობით.
ქაფშიაზე "მონადირე" თურქული სეინერების მტრალავ ბადეში ხვდება უამრავი სხვა ჯიშის თევზი, რომლებსაც ბუნებრივია თურქები ზღვაში არ აბრუნებენ და ქაფშიასთან ერთად უხვად გააქვთ ზუთხი, კოლხური ზუთხი, სვია, კამბალა და ა.შ.
და ეს მაშინ, როცა ადგილობრივებს პრაქტიკულად თევზაობა ეკრძალებათ.
უფრო სამწუხარო ისაა, რომ თურქული სეინერების დიდი ნაწილი, როგორც მეთევზეებმა განმიმარტეს ქართველების მიერ აღებული ლიცენზიებით თევზაობენ. ქართველების ნაწილმა ვისაც სათევზაოდ ლიცენზიები აიღო, უკვე საკმაოდ მოძველებული სეინერები ჯართად გაყიდეს, მათ მიერ აღებული ლიცენზიებით კი თურქები სარგებლობენ და ლიცენზიის მფლობელ ქართველებს მუდმივად უხდიან წილს ლიცენზიით სარგებლობაში.
იმ დღეებში როცა თურქული სეინერები იმყოფებოდა ანაკლიის აკვატორიაში ზღვამ გამორიყა მოკლული დელფინი, რომელიც სავარაუდოდ ბადეში მოჰყვა და ბარჯით მოკლეს და ზღვაში გადააგდეს.
imageimageimageimageimageimage





3
110
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
110
  
2017, 28 მარტი, 14:31
უბრალოდ სირცხვილია, თავზე გვაზიან და ხმას არ ვიღებთ...
2017, 28 მარტი, 14:26
ქართველების ლიცენზიებით სარგებლობენ, წარმოიდგინე რა სიღრმეში შემოდიან, ვითომ ქაფშიას იჭერენ, არა და მტრალავი ბადეებით მუშაობენ და ძვირფასი თევზებიც გააქვთ. :(
2017, 28 მარტი, 14:06
ეს თურქები ძალიან ათამაშებენ ერთ ადგილს. ჩვენი უუნარო და უმაქნისი მთავრობაც არაფერს ამბობს... ესე როდემდე უნდა გაგრძელდეს?!
0 1 3