x
image
ნათია ჩხობაძე
რჩევები დიასახლისებისთვის

ხშირად სახლში და განსაკუთრებით დიასახლისის "მუდმივ სამყოფელში"(:D) ქალბატონებს გვექმნება პატარა პრობლემები, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია . გთავაზობთ მარტივ ხერხებს, რომლებიც შესაძლოა ზოგიერთმა იცოდეთ კიდეც, მაგრამ მათ ვისაც ჯერ არ გაუგია მათ შესახებ ალბათ დავეხმარები.
1. რძე მალე რომ არ აგიმჟავდეთ, დაამატეთ მასში გახსნისთანავე მწიკვი მარილი..image

2 .შენახულ კონტეინერს მძაფრი და უსიამოვნო სუნი, რომ არ გაუჩნდეს, მასში ასევე მარილი უნდა ჩაყაროთ.image

3.თუ გიყვართ ხრაშუნა შემწვარი კარტოფილი, ის ჯერ სალფეთქით გააშრეთ ზედმეტი წყლისაგან, ხოლო შემდეგ ჩაყარეტ გაცხელებულ ზეთში.image

4.თუ გსურთ, რომ შემწვარ თევზსს განსაკუთრებული გემო ქონდეს, ჯერ ის 10-15 წუთით რძეში მოათავსეთ, ხოლო შემდეგ ფქვილში ამოსვარეთ და მერე მოათავსეთ ტაფაზე.

5.ხორცს გალღობისას დაასხით ცოტაოდენი ძმარი, ასე ხორცი გამოდის რბილი და ადვილადაც ლღვება.

6.სანამ წიწაკას დაჭრიდეთ, ხელზე დაიტანეთ სუფრის ზეთი. ასე კანში ის ნაკლებად შეიწოვება.

7.განსაკუთრებით გემრიელი პიურე გამოდის ოქროსფერი კარტოფილისაგან.
8.ღვინის ნარჩენები უნდა გაყინოთ, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ არომატისთვის დაუმატოთ ნებისმიერ წვნიანს.image

9. შემჩნეულია, რომ თუ კვერცხსს მაცივარში ვიწრო თავით დავდებთ, უფრო დიდხანს გაძლებს.
10.გემრიელი ბატიბუტი რომ გამოგივიდეთ, ჩაყარეთ წყალში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააშრეთ და ჩვეულებრივ მოამზადეთ .image

11. ლიმონის არომატი უფრო მეტად საგრძნობი რომ იყოს, გადაავლეთ მას მდუღარე წყალი.
12. ბანანი არუნდა შეინახოთ სხვა ხილთან ერთად და ასევე ისინი უნდა იყოს ერთმანეთისგან დანაწევრებული.
13.თუ გსურთ ხახვის დაჭრისას არ აგეტიროთ დაგეჭეთ საღეჭი რეზინი. image

2
74
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
74
  
გაიხარე, გადასარევი რჩევებია!!!!!!
0 1 2