x
მეტი
  • 25.05.2017
  • სტატია:66531
  • ვიდეო:319178
  • სურათი:418251
ცხოვრება ფულის გარეშე

ადამიანთა შორის ეკონომიკური ურთიერთობებს უზარმაზარი ისტორია აქვს, მათ შორის ყოველთვის მიმდინარეობდა საქონლის გაცვლა-გამოცვლის პროცესი ანუ საქონელბრუნვა. შესაბამისად, ფული ყოველთვის საჭირო არ იყო და ისინი მის გარეშეც ახერხებდნენ ყიდვა -გაყიდვას, თუმცა არ არსებობდა ზუსტი საზომი და დროსთან ერთად ძალიან გაჭირდა იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სარფიანი ან თანაბარმომგებიანი იყო გარიგება. ამან წარმოშვა ისეთი მექანიზმის საჭიროება, რომელიც ამ პროცესს მეტნაკლებად დაარგულირებდა. მართალია, ფულმა ეს ურთიერთობები გაამარტივა, მაგრამ სხვა პრობლემები წარმოშვა, მაგალითად, ინფლაციაა.

ახლა იმის შესახებ თუ როგორი იყო ფულამდე ადამიანთა ურთიერთობები ანუ თანამედროვე ადამიანის ენაზე ბარტერული მეთოდებით ვაჭრობა.


image

რა არის ბარტერი? -მოკლედ რომ ვთქვათ, ბარტერი არის გარკვეული რაოდენობის საქონლის გაცვლა შესაბამისი რაოდენობის და ღირებულების საქონელზე, რაღა თქმა უნდა, ფულის გამოყენების გარეშე . აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბარტეული შეთანხმება არ გულისხმობს მხოლოდ საქონლის გაცვლას საქონელში. ჩვენ შეიძლება გავცვალოთ მომსახურება საქონელში და, -პირიქით. მთავარ სირთულესაც სწორედ აქ ვაწყდებით : წარმოუდგენლად რთულია განვსაზღვროთ და ზუსტად ვიანგარიშოთ, თუ რამდენი პური ღირს ერთი მათემატიკის გაკვეთილი. ცდომილობის ალბათობა ძალიან დიდია, თუმცა დადებითი მხარე ისაა, რომ ფულის არქონა არ ნიშნავს ავტომატურად დარჩე მშიერი თუკი იცი ბარტერის შესახებ და მისი გამოყენება შეგიძლია.

ერთ-ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც ბარტერულ ურთიერთობებს უკავშირდება, ეს გახლავთ გერმანელი ფსიქოთერაპევტი ქალის ამბავი, რომელმაც ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარ თავზე გადაწყვიტა. . მარია ამბობს, რომ მან კვლევის ჩატარება წიგნის გამოცემის მიზნით გადაწყვიტა. მას სურდა ერთი წლის მანძილზე ეწარმოებინა დაკვირვება საკუთარ თავზე შეეძლოთ თუ არა ადამიანებს ფულის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ეს პროცესი მისთვის წლები გაგარძელდა, რა თქმა უნდა, საკუთარი ნებით. ის ამბობს, რომ ადამიანები ძალიან ცდებიან, როდესაც ფულს საკუთარი თავის და ცხოვრების მართვის საშუალებას აძლევენ. მან გააჩუქა მთელი ფული, გააუქმა ბარათები და საბანკო ანგარიშები, დაიტოვა მხოლოდ ერთჯერადი მოხმარების ნივთები და ორიოდე ხელი ტანსაცმელი. მას შემდეგ ასე ცვლის საკუთარ მომსახურებას ყველაფერზე, რაც მას ჭირდება და შედეგით კმაყოფილია. რაც მთავარია, მან შეძლო ამაზე დაეწერა წიგნი.


რაც არ უნდა ილუზორულად ჟღერდეს , ჩვენს დროშიც არსებობენ ადამიანები, მართალია ერთეულები, მაგრამ მაინც, რომელბიც ფულის გარეშე ახერხებენ მიიღონ ყველაფერი ის, რაშიც უმეტესობა უმარავ ფულს ხარჯავს . image

0
133
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
133
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0