x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გულძმარვის საწინააღმდეგო ხალხური რეცეპტები, ეს უნდა იცოდეთ!
image


ხალხური რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ სახლის პირობებში გათავისუფლდეთ გულძმარვისაგან წამლების გარეშე.


წიწიბურა- ეს არის, გულძმარვის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხალ-

ხური საშუალება.წიწიბურას ფქვილი დაყარეთ გაცხელებულ ტაფაზე და ზეთის გარეშე მოხალეთ სანამ მუქნაცრისფერ ფერს არ მიიღებს, შემდეგ დანაყეთ და გაცერით. მიიღეთ 3 ჯერ დღეში დანის წვერით.



შვრია და ქერი - ხალხურ მედიცინაში ოდითგანვე ცნობილია შვრია და ქერი, როგორც გულძმარვისგან თავის დაღწევის სწრაფი საშუალება. უბრალოდ ჩაღეჭეთ რამდენიმე წუთით შვრიის ან ქერის მარცვალი და ყლაპეთ ამ დროს ნერწყვი. როგორც წესი, გულ-

ძმარვა რამდენიმე წუთში გაგივლით.


კომბოსტო - ყოველდღე 5-10 წუთით ადრე დაძინებამდე, ნელა შეჭამეთ კომბოსტოს ფოთოლი. გარდა იმისა, რომ გულძმარვას მოიშორებთ, გამოსწორდება ძილი და ასევე მოგიხსნით მუცლის შებერილობას.


ნიახური - კარგი საშუალებაა გულძმარვის მკურნალობის დროს, მისი მიღება რეკომენ-დებულია 1-2 ჩაის კოვზი 3ჯერ დღეში კვებამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში. ნიახურის ხმელი ფესვები, შეიძლება მივიღოთ ნაყენის სახით: დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი წვრილად დაჭრილ ნიახურს, გააჩერეთ 20-30 წუთით და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 2-3 ჯერ დღეში.


გვირილა-გულძმარვისგან გათავისუფლებაში ასევე დაგეხმარებათ გვირილის ნაყენი, ის ამცირებს კუჭის მჟავიანობას. გვირილის ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: 2-3 სუფრის კოვზ გვირილას დაასხათ ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩეროთ 10-20 წუთით. მიიღეთ დღეში 3 ჭიქა მცირე ყლუპებით.


სელის მარცვალი-ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა, ავიღოთ 1 ჩაის კოვზი სელის მარ-

ცვალი, საღამოს ჩავყაროთ ის ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალში, დილით ვაზავებთ რძეში და შემდეგ ვსვავთ. ნაყენი უნდა მივიღოთ ორი კვირის განმავლობაში.

0
1479
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
1479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0