x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ყოფით ქარიშხლებთან ვიბრძვი მე-მარტოდმარტო მეომარი.ყოველდღე ვიმეორებ: "უფალო, შემიწყალე" - თეა ხასაია
გრძელდება რუბრიკა „ აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად“, ჩვენი შემდეგი რესპოდენტი გახლავთ კიდევ ერთი ემიგრანტი ქალბატონი - თეა
ხასაია, არაერთი ლექსის ავტორი. მის ლექსებს სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს. საინტერესოა თეას ცხოვრება, მისი პირველი ნაბიჯები პოეზიაში. როგორ ცხოვრობს სამშობლოსგან მოშორებით და რა ენატრება ყველაზე ძალიან.

image
"მინდა ვიყვირო ხმამაღლა, ნუ მოკლავთ პოეტებს
გულგრილობით.დააფასეთ ჭეშმარიტი პოეტები სიცოცხლეში." - თეა ხასაია



თეას შემოქმედება ძალიან ნაზი, ქალური და მგრძნობიარეა.

შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელიც ჩავწერეთ.




-როგორია თქვენი შემოქმედების პირველი ნაბიჯები? როდის დაწერეთ პირველი ლექსი.

- სკოლის პერიოდში ვწერდი ლექსებს..ორი ლექსი სხვადასხვა ადგილობრივ გაზეთშიც
დაიბეჭდა..დღემდე აქვს დედას ეს გაცრეცილი გაზეთები შემონახული.


- გარდა იმისა, რომ ლექსებს წერთ.. კიდევ რითი ხართ დაკავებული?

- ამჟამად ვმუშაობ თურქეთში. პოეზიისთვის დრო საერთოდ არ მრჩება, სამწუხაროდ..სხვა დანარჩენზე ოცნებაც ზედმეტია, რადფან ყოფით ქარიშხლებთან ვიბრძვი მე- მარტოდმარტო მეომარი.


- სოციალურ ქსელში თქვენი აქტივობა და ხალხის სიყვარული. თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს?


- სოციალურ ქსელში, კერძოდ ფეისბუქში ორი წელია აქტიურად ვარ. ვთვლი,
რომ იმხელა სიყვარული დამატყდა თავს, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებდი.. რეალურად სიყვარულის ნაკლებობამ ფეისბუქზე ხალხის სიყვარულმა ჩაანაცვლა. ვფიქრობ, ეს ერთგვარი კომპენსაციაა ამოდენა უსიყვარულო არსებობის წილ. თუმცა რამ განაპირობა, ვერ გეტყვით..ალბათ უფრო ჩემმა სიალალემ და გულწრფელობამ...
ეს ნათლად ჩანს ლექსებში.



-თქვენი ლექსების ხასიათი როგორია? ისეთივე, როგორიც თქვენ ხართ?


- ლექსების ხასიათი ზუსტად ისეთივეა, როგორიც მე ვარ..რატომღაც საუბარზე
უკეთ წერა გამომივიდა..დაწერილით შემიყვარეს იმათმაც კი, ვინც ცხოვრებაში ერთი სიტყვაც ვერ გამიგო .თუმცა ვაღიარებ, ლექსი მუდამ ამაღლებული განწყობით იწერება, მადლის გადმოსვლის წამია, მუზასთან შერწყმის ...ყოველთვის ვერ იქნები ადამიანი ასე მადლიანი და ზეაღმატებული ხასიათით..



image

ჩემი ლექსები ჩემზე უკეთესები არიან...მინდა ჩემს ლექსებს ვგავდე...მუდამ
ვიყო მადლცხებული და ამაღლებულ განწყობაზე, რაც შეუძლებელია..ადამიანი გრძნობათა მთელი სპექტრისგან შედგება..მაგრამ როცა ვწერ, ვარ აბსოლუტურად გულწრფელი და გახსნილი..ჩემი ლექსები სარკეა ჩემი სულის .უბრალოდ, როცა ცუდად გამოვიყურები, ნაკლებად ვცდილობ სარკეს თვალი გავუსწორო, როგორც ყველა. ასეთ დროს დუმილით ვიმოსები და მერე იბადება ლექსი, მარტოობის და დუმილის იდილიაში.

-თანამედროვე პოეზიაზე რას გვეტყვით.?

- ვფიქრობ გვყავს ძლიერი პოეტები.ჩამოთვლისგან თავს
შევიკავებ, მაგრამ ნამდვილად არ განიცდის ნიჭიერების კრიზისს თანამედროვე პოეზია.


- თქვენი აზრით ქართველი პოეტები ჩვენ ქვეყანაში რამდენად დაფასებულები არიან?


-პოეტებს სამწუხაროდ სიცოცხლეში არ
აფასებენ..ეს ისედაც ყველამ იცის, მითუმეტეს დღევანდელ საქართველოში.მინდა ვიყვირო
ხმამაღლა, ნუ მოკლავთ პოეტებს გულგრილობით.დააფასეთ ჭეშმარიტი პოეტები სიცოცხლეში.


-მთავარი გულშემატკივარი ვინ არის
თქვენი?

-ჩემი მთავარი გულშემატკივარი არის უცნობი მკითხველი..გეფიცებით, არავინ არ აღმიქვამს ჩემი გარემოდან პოეტად და მათ შორის მე საკუთარ თავს არ და ვერ აღვიქვამ..ერთი ვიცი დანამდვილებით, ულექსო დღეები იგივეა ჩემთვის, რაც უმზეო, მოწყენილი დღეები


- კრიტიკას რამდენად ითვალისწინებთ და თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა უსამართლო ყოფილა ეს კრიტიკა

-კრიტიკა არ მიყვარს და მიჭირს მიღება..თუმცა
გააჩნია ვინ გაკრიტიკებს იმასაც...დაუმსახურებელი მეჩვენება უფრო მეტად კრიტიკა
.დამსახურებული მიმიღია და გამითვალისწინებია, იყო ასეთი შემთხვევაც

image




-ვიცით რომ ემიგრანტი ხართ, რამდენი ხანია რაც ასე სამშობლოსგან მოშორებით იმყოფებით..რას ეტყოდით მონატრებულ ქართველებს?

- სამი წელია ვერ ვბრუნდები გაფუჭებული საბუთების
გამო.საატიკად დავითრგუნე უცხოობაში, იყო მომენტი, თოთო ბავშვივით უმწეო
გავხდი..მაშინ მომაკითხეს მუზებმა ხელმეორედ 20 -წლიანი პაუზის შემდგომ...მიყვარს
ჩემი საქართველო და ქართველები...მიყვარხართ !!! უთქვენოდ არაფერი მიხარია..



-ჩემი მეგობრები ჩემთვის არიან-

-ემიგრაციაში ჩემი მეგობრები გახდნენ ლექსები.მათთან ვსაუბრობ გულწრფელად და ვარ ბოლომდე გახსნილი.შესაბამისად ჩემი სიცოცხლის ერთადერთი სტიმული აქ პოეზიაა..


- რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი-


- საქართველის გარდა არსად ვარ ბედნიერი.შესაბამისად, კიდევ რომ დავიბადო, ისევ სამშობლოში ვისურვებდი ...


- ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გინდათ?

- ყველაზე მეტად ვოცნებობ ოჯახზე, შვილთან,
შვილიშვილთან ( რომელიც ახლახან დაიბადა) ახლოს ყოფნასა და მათზე ზრუნვაზე.


- ის რაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენ თავში არის-

- ჩემს თავში მომწონს გულწრფელობა და კეთილი გული


- ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ

- არ მომწონს იგივე, რაც წეღან ავღნიშნე, რომ მომწონს..ყოველთვის გული მტკივა ამ თვისებების გამო




image




-ფრაზა, რასაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ.

- ყოველდღე ვიმეორებ “ უფალო, შემიწყალე“ და “ მენატრები დე“

- ყველაზე ხშირად გავიწყდებათ-

- მავიწყდება საკუთარი თავი საყვარელ ხალხზე ზრუნვაში ..ეს ასეა

- მინდა დამინახსოვრონ, როგორც -

- მინდა
ადამიანებს ვახსოვდე კეთილ და თბილ ადამიანად...ადამიანად, რომლისთვისაც
ადამიანური ღირსებებია მატერიალურზე ფასეული


-ნიჭი-რომელიც გინდათ გქონდეთ

- სულ მინდოდა ხატვა მცოდნოდა..რატომღაც ვერ ვხატავ
კარგად..კიდევ მინდა მქონდეს ღიმილის ნიჭი მაშინ, როცა მტკივა..ცოტა
მიჭირს და გადავეჩვიე გულწრფელ ღიმილს ბოლო დროს უცხო მიწაზე


-ის რისი თქმაც მინდოდა სულ და დღეს ამბობთ-

-სულ მინდოდა და მინდა ვთქვა:- გვიყვარდეს
ადამიანებო ერთმანეთი

image



***

ვისხამ ქუჩაში

ქართველობას
ბეჭებზე ნაბდად,
ისე მოვდივარ,
ჩემს “ გურჯობას“
ხვდება “polis“-იც,
ანაზდად, ვიგრძენ
სიდიადე მამულის,
ნაღდად, -
მეცოტავება ამოდენა
მეგაპოლისიც...


რატომღაც ორნი
მომაშტერდნენ უცებ
გულღიად,
ორიდან ერთერთს
უცნაურად სახე
უცინის,
უკვე ეს მზერა წვეტიანი

თითქოს
ბურღია,
ჩემსკენ გადმოდგამს
სახიფათო ნაბიჯს
მუსლიმი..


წვრილ ჭრილებიდან
უნდოდ მიმზერს
ახლა აზია,

ისე შევხედე,
წყვილი თვალი
სავალს უჭრიან,
ზურგსუკან მესმის:-
როგორ ფიქრობ,
ალბათ, ლაზია
ანდა ასეთი უკარება
ქალი
“ გურჯია“..





სტამბული..


2017.13
მარტი


რეალური
ამბავი

0
145
შეფასება არ არის
ავტორი:აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0