x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თვალის ირგვლივ კანის მოვლა. თვალებიდან დაღლილობის და მუქი რგოლების მოხსნის საშუალებები.

image

გარე სამყაროსგან ინფორმაციის დაახლოებით 80%-ს ჩვენ ვიღებთ მხედველობის საშუალებით და თვალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ თვალებზე, რადგან მათზეა დამოკიდებული ჩვენი შრომისუნარიანობა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.
თვალები სხეულის ყველაზე მეტყველი ნაწილია. თუკი თვალები ბედნიერებისგან ბრწყინავს და ასხივებს ენერგიას, ნებისმიერი ადამიანი ხდება უფრო მეტად მიმზიდველი. მაგრამ თვალების ირგვლივ კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა. იმის გამო, რომ ქუთუთოების კანქვეშ თითქმის არ არის კუნთები და ცხიმი, მასზე უფრო ადრე წარმოიქმნება პირველი ნაოჭები და გამოუძინებლობის შემთხვევაში ჩნდება დაღლილობის კვალი. აი, რატომ ჭირდება თვალების ირგვლივ კანს განსაკუთრებული მოვლა. რაც უფრო ადრე დაიწყებთ კანის მოვლას თვალების ირგვლივ, მით უფრო ხანგრძლივად იქნება ის ახალგაზრდული და ენერგიული.
დღევანდელ დროში კომპიუტერთან მუშაობა ადამიანს უფრო მეტ დროს ართმევს და ორგანიზმი უკვე ვეღარ უძლებს დატვირთვას. ხანგრძლივად კომპიუტერთან ყოფნა იწვევს თვალების გადაღლას, სიწითლეს, ჩნდება თვალების ირგვლივ მუქი რგოლები.
გაგაცნობთ თვალების მოვლის რამდენიმე სწრაფ საშუალებას, ისე რომ არ დაგეხარჯებათ განსაკუთრებული ძალა და არ დაგეკარგებათ ბევრი დრო.
1. კარტოფილის კომპრესი დაღლილობის მოსახსნელად

image

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება თქვენი თვალების განტვირთვისათვის და კვებისთვის - გააკეთეთ კარტოფილისგან მკვებავი კომპრესი. ამისათვის საჭიროა გახეხოთ ერთი უმი კარტოფილი წვრილ სახეხზე, დაამატეთ დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი რძე და ცოტაოდენი ფქვილი, აურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი არაჟნის სისქის მასის მიღებამდე. 15 წუთი დაიდევით დახუჭული თვალების ირგვლივ კანზე.
თვალების ირგვლივ შავი რგოლების მოსაშორებლად უბრალოდ გახეხეთ წვრილ სახეხზე უმი კარტოფილი, შეახვიეთ მარლაში ან თხელ ნაჭერში და დაიდეთ ქუთუთოებზე 5-7 წუთი.
2. კიტრის კომპრესი დაღლილობის მოსახსნელად ექსპრეს-საშუალებაა

image

თუკი ხელთ გაქვთ ნედლი კიტრი - ის გაგიწევთ კარგ სამსახურს თვალებიდან დაღლილობის მოსახსნელად და მათ გამოსაცოცხლებლად.
კიტრს მოაჭერით 2 თხელი მრგვალი ნაჭერი და დაიდეთ თვალებზე 15 წუთი. ისინი მოგიხსნიან დაღლილობას და მოგაშორებენ დაძაბულობის ნაკვალევს ქუთუთოებიდან.
ან გათალეთ კიტრი, გამოწურეთ წვენი და გააკეთეთ მისგან კომპრესები. ნედლი კიტრის წვენისგან ლოსიონები შველის თვალების გადაღლილობას და გაწითლებულ ქუთუთოებს.

image

ამ უბრალო პროცედურების შემდეგ თქვენ იგრძნობთ, რომ თვალების ირგვლივ კანი საგრძნობლად გამოკეთდება.
3. სტაფილოს კომპრესი დაღლილობის მოსახსნელად
სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე, აურიეთ კვერცხის გულთან და 2 ჩაის კოვზ კრახმალთან ერთად. ნიღაბი უნდა დაიდოთ თვალების ირგვლივ და დაწოლილ მდგომარეობაში უნდა გაიჩეროთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ნებისმიერი სახის დამატენიანებელი კრემი.
4. ჩაის კომპრესი დაღლილობის მოსახსნელად

image

ველაზე უბრალო საშუალება დაძაბულობის მოსახსნელად, როდესაც ჩაის პაკეტების გარდა სხვა ხელმისაწვდომი არაფერი გაქვთ - აიღეთ ნებისმიერი შავი ჩაის პაკეტები, მოათავსეთ თბილ წყალში, გაწურეთ და დაიდეთ თვალებზე რამდენიმე წუთით. როდესაც პაკეტები შეშრება, შეიძლება ისევ ჩადოთ თბილ წყალში და ისევ დაიდოთ. გამოყენებული გაგრილებული ჩაის პაკეტები ძალიან შველის ქუთუთოებიდან გაღიზიანების მოხსნას, ახალისებს მზერას და თვალების ირგვლივ ატენიანებს კანს. ტანინი, რომელსაც შეიცავს ჩაი, შეამცირებს დასიებას და ჩაშავებას.
ასევე ჩაის მომზადებისას გამოყენებული ჩაის პაკეტები შეინახეთ მაცივარში თავდახურულ ჭურჭელში, რათა არ გამოშრეს. თვალებზე დაღლილობის მოსახსნელად, დაიდეთ ქუთუთოებზე გაყინული პაკეტები რამდენიმე წუთით. იძლევა კარგ შედეგს.
დაიდეთ ქუთუთოებზე ბამბის ტამპონები, რომლებიც დასველებულია მწვანე ჩაიში.
ხშირად კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის გამო, ან გამოუძინებლობის გამო, ქუთუთოები დილით არის დასიებული, ხოლო თვალები - დაწითლებული. ამასთან საბრძოლველად კარგია ჩაის ნაყენის კომპრესები. ახლად დაყენებულ ჩაის ფერში დაასველეთ ორი ბამბის მრგვალი ტამპონი, რამდენიმე წუთით დაიდეთ თვალებზე და მოდუნდით. ეს მეთოდი კარგად მოქმედებს, თუკი თქვენ გინდათ დაღლილობის კვალი მოიშოროთ შეხვედრის ან პაემნის წინ.
5. ხაჭოს ნიღაბი

image

ქუთუთოებისათვის ნიღაბი ცხიმიანი ხაჭოსგან ეფექტური საშუალებაა.
6. ყინულის კუბიკები

image

ძალიან კარგ შედეგს იძლევა თვალების ირგვლივ ყინულის კუბიკის წასმა. ეს პროცედურა კარგად ატენიანებს კანს თვალის ირგვლივ. ამაღლებს ელასტიურობას და დრეკადობას და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. ამასთან ყინულის წასმა კარგად შველის დილით სრულ გამოფხიზლებას და უფრო ენერგიულად იგრძნობთ თავს.
ყინულის კუბების მომზადებისას სპეციალურ ფორმაში ან პაკეტებში ჩაასხით წყალი. წყალი უნდა იყოს სუფთა, დასალევი. შეიძლება სხვადასხვა სასარგებლო მცენარეების ნაყენების - მაგალითად გვირილას, პიტნის ან ოხრახუშის გაყინვა. გვირილა დამამშვიდებლად მოქმედებს, ხსნის ანთებას და კანს ხდის უფრო ელასტიურს. ოხრახუში აძლიერებს სისხლის მიმოქცევას თვალის კანქვეშა მცირე ზომის სისხლძარღვებში და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.
თვალების ირგვლივ კანი მოიწმინდეთ გაყინული ბალახების ნაყენისაგან.
ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მისი მომზადებისთვის არის ოხრახუში. კუბიკების მოსამზადებლად ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ოხრახუშს დაასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ 15-20 წუთი, გაფილტრეთ და გაციებული ნაყენი ჩაასხით საყინულის ფორმაში.
7. კონტრასტული კომპრესები
გვირილას, სალბის ან კამის ნაყენებისგან თვალებზე გაიკეთეთ კომპრესები.
8. ლურჯი ღიღილოს ნაყენი დაღლილობის მოსახსნელად
1 სუფრის კოვზ გამხმარ ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათით თბილ ადგილას. როდესაც ყვავილებისგან მიიღებთ ნაყენს, გაფილტრეთ და ჩაასხით ის თავსახურიან ქილაში. როდესაც იგრძნობთ თვალების დაღლას, დაასველეთ მასში ბამბის მრგვალი ტამპონები და მოიწმინდეთ თვალები, ასევე შეიძლება დაიდოთ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები თვალებზე რამდენიმე წუთით.
9. ნატურალური ზეთები

image

ნატურალური ზეთები, მაგალითად ნუშის ან აბუსალათინის, ასევე ყურძნის თესლის, მშვენივრად ეხმარება კანის დატენიანებას, რადგან სწრაფად და მუსბუქად შეიწოვება, ასევე მდიდარია ვიტამინებით და სხვა კომპონენტებით, რომლებიც უხდება მობერებულ თვალის კანს. ასევე კარგია ნაღების კარაქი. ის შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც თვალების ირგვლივ ღამის კრემი - ნაზად შევიზილოთ ის კანში, თითებით მასთან შეხებით ის დნება. კანში კარაქის შეზელით, თქვენ ასტიმულირებთ სისხლის მიმოქცევას და არ ჭიმავთ კანს. მცენარეული ზეთიც სასარგებლოა წაისვათ ღამით.
10. თვალების ქვეშ ნაოჭების საწინააღმდეგო მკვებავი ნიღაბი

image

აურიეთ კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და რძის ფხვნილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული ფაფა დაიდევით თვალებზე და გააჩერეთ 15-20 წუთი. გაფრთხილდით მისი თვალში მოხვედრისაგან. რეცეპტი კარგად მოქმედებს თვალების ირგვლივ მგრძნობიარე კანზე.
11. ბანანის ნიღაბი თვალების ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგოდ

image

გასრისეთ ბანანი და აიღეთ ერთი სუფრის კოვზი მისი რბილობი. დანარჩენი შეგიძლიათ მიირთვათ. შეურიეთ ის 1 სუფრის კოვზ გამთბარ ნაღების კარაქს. მიღებული მასა დაიდევით თვალებზე და თვალების ირგვლივ. შეიზილეთ თითებით კანში. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
12. შვრიის ნიღაბი ნაოჭების გასასწორებლად

image

შვრიის ნიღაბი კარგი საშუალებაა თვალების ირგვლივ დამჭკნარი კანისთვის. აიღეთ ნახევარი სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, სასურველია პირველ რიგში ისინი დააქუცმაცოთ, დაასხით ცხელი რძე, ან უკეთესია ცხიმიანი ცხელი ნაღები. როდესაც შვრია გადიდდება, დაიდეთ ის სანამ თბილია ქუთუთოებზე და გააჩერეთ 20 წთ, შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. ასეთი ნიღაბი თვალების ირგვლივ ნაოჭებს შესამჩნევად ასწორებს.
კრემი თვალების ირგვლივ კანის მოვლისთვის
თვალების ირგვლივ კანის მოსავლელად კრემის არჩევას უნდა მივუდგეთ პასუხისმგებლობით. ჩვეულებრივი სახის კრემები არ გამოდგება. პირიქით, უმეტესი მათგანის ქუთუთოების ნაზ კანზე წასმა არ არის რეკომენდებული, რადგან ასეთი კრემები ძალიან „მძიმეა“ თვალების ირგვლივ მგრძნობიარე კანისთვის და შეუძლიათ ძლიერ დაჭიმონ ის, რაც მიგვიყვანს ახალი ნაოჭების გაჩენისაკენ.
თვალების ირგვლივ კანის მოვლისათვის კრემის არჩევისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს შემადგენლობას, შეფუთვას და თვითონ შეგრძნებას, რომელიც კრემის შემდეგ დაგრჩებათ. უკეთესია მსუბუქი საშუალებები, რომლებიც კარგად შეიწოვება და საკმაოდ ატენიანებს.
ცნობილია, რომ კრემი ტუბში უფრო დიდხანს ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს, ვდრე ქილაში, რადგან ნაკლებად ხვდება ზემოქმედებაში ჟანგბადთან. კარგია კრემები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის თაფლი, ვიტამინი C, რეტინოლი (ვიტამინი A) და სხვადასხვა მჟავები. ეს ნივთიერებები მოქმედებენ საკმაოდ ნელა, სამაგიეროდ ისინი აღწევენ ღრმად კანში და ასტიმულირებენ კოლაგენის წარმოქმნას, რის ხარჯზეც კანი ხდება უფრო ელასტიური და ახალგაზრდული. კრემები, რომლებიც შეიცავენ კოფეინს და სპირტს, პირიქით, იძლევა წამიერ შედეგს და უნარი აქვთ სწრაფად გახადონ კანი ელასტიური, მაგრამ მისი გაახალგაზრდავება დროებითია.

image

თვალების ირგვლივ კრემის წასმა საჭიროა დღეში ორჯერ: დილით და საღამოს, მაკიაჟის მოხსნის შემდეგ. კრემის წასმა უმჯობესია უსახელო თითის ბალიშებით, მსუბუქი დარტყმითი მოძრაობებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიზილოთ კრემი, ამან შეიძლება ძლიერ დაჭიმოს კანი. ქვედა ქუთუთოზე წაისვით კრემი თვალის გარე კუთხიდან შიდასკენ, ხოლო ზედა ქუთუთოზე - პირიქით, შიდა კუთხიდან გარესკენ. წასმის დროს არ ახამხამოთ თვალები, რადგან ის შეიძლება შეშუპდეს და გაწითლდეს.

image

კომპრესები თვალის ირგვლივ კანის მოვლისათვის
ძალიან სასარგებლოა კალენდულას ყვავილების კომპრესი. ეს მცენარე მდიდარია ეთერზეთებით, ორგანული მჟავებით და კაროტინით (A ვიტამინი). ასეთი კომპრესები გვიცავს ნაოჭების წარმოქმნისაგან. ნახარშის მომზადება არაა რთული. ამისათვის 1 სუფრის კოვზ კალენდულას ყვავილებს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი. გაფილტრეთ, თბილ ნახარშში დაასველეთ ბამბის ტამპონები და დახუჭულ ქუთუთოებზე დაიდეთ 10-15 წუთი.

image

თვალების ირგვლივ კანის მოვლისათვის და მცირე ზომის ნაოჭების გასაქრობად შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს ზეთოვანი კომპრესები. ბამბის ტამპონები დაასველეთ ზეითუნის ზეთში და გაიჩერეთ 15 წუთი. დაიდეთ ქვედა ქუთუთოს ქვემოთ, თვალისგან ცოტათი მოშორებით, რათა მასში არ მოხვდეს ზეთი. ამის შემდეგ აკურატულად მოიშორეთ ზეთი თბილი წყლით ან ნახარშით და წაისვით მკვებავი კრემი ქუთუთოებზე. ამ კომპრესის შემდეგ თვალების ირგვლივ კანი ხდება ელასტიური და დატენიანებული.
იყავით ყურადღებით თქვენი თვალების მიმართ. ტყუილად არ ამბობენ, რომ „თვალები - სულის სარკეა“ და თუკი თქვენ თქვენს სხეულს გულისყურით ეკიდებით, თქვენი თვალები ყოველთვის იბრწყინებს. მოუარეთ თქვენს თვალებს და ისინი "მადლობელი" იქნებიან თქვენი.

image












0
3046
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
3046
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0