x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
პირველი ქართული ღვინო... ეს საინტერესოა 9:
საქართველო... ეს პატარა მთაგორიანი ქვეყანა ბევრი რამითაა გამორჩეული და განსაკუთრებული...

ერთ–ერთი დიდი წვლილი, რაც ჩვენმა პატარა ქვეყანამ კაცობრიობას მოუტანა, ისაა რომ მრავალი ათასი წლის წინ ღვინის დამზადების წესი აღმოაჩინა და მეღვინეობას ჩაუყარა საფუძველი.


image


ჩვენმა წინაპარმა შენიშნა, რომ თუ ყურძენს დაწურავდა და წვენს თიხის ქოთანში ჩაასხამდა, ზემოდან კი დარჩენილ ჭაჭას მოაყრიდა, სითხე რამდენიმე საათში დუღილს დაიწყებდა და გარკვეული დროის შემდეგ განსაკუთრებულ სასმელს მიიღებდა, არომატულსა და მათრობელას. ამ ფაქტის ნამდვილობას შუა ქართლში აღმოჩენილი თიხის ქვევრი და შიგ ჩარჩენილი ყურძნის წიპწა ამტკიცებს, რომელიც ჩვენს ერამდე VI საუკენეს განეკუთვნება.



image


მართალია, ადამიანმა შემდეგ ეპოქებში ღვინის დამზადების ახალი წესი გამოიგონა უფრო დახვეწილი და მსუბუქი სასმელის მისაღებად, მაგრამ ქართველი მეღვინეები დღემდე მაინც წინაპრებისგან მიმკვიდრეობით მიღებული უძველესი მეთოდით აყენებენ ღვინოს. სწორედ ამიტომაა ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი შესული იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში.







1
83
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
83
  
2017, 27 მარტი, 2:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1