x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მაგალითი მსოფლიოს - ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს ნარკოტიკებზე
ყველას გვსმენია ნარკოტიკის, ალკოჰოლის და მოწევის გამანადგურებელი გავლენის შესახებ. სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც შეძლეს ნარკოტიკისგან თავის დაღწევა.

ისინი კარგ მაგალითად გამოდგებიან იმისთვის, თუ როგორ გავლენას ახდენს ჩვენზე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება.


4 წელი ჰეროინისა და ამფეტამინის გარეშე

image26 წლის დეჟა ჰოლი თავის ისტორიას Facebook-ზე აზიარებს: "დღეს 4 წელი გავიდა, რაც ჰეროინისა და ამფეტამინისგან გავთავისუფლდი. მარცხენა ფოტო იმ დღესაა გადაღებული, როცა დამიჭირეს. საბედნიეროდ, ეს ის დღე აღმოჩნდა, როცა საბოლოოდ გავხდი ღვთის მიმდევარი. ღმერთის დახმარებით, უკვე ჯანმრთელი ვარ და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ციხის მინისტრიც გავხდები. ღმერთს მადლობა, რომ აღარ ვარ ის, ვინც ერთ დროს ვიყავი"!



8 თვე ჰეროინის გარეშე

imageამ ახალგაზრდა გოგომ თავის Instagram-ზე დაწერა: "სიფხიზლის 8 საუცხოო თვე... ყველაზე დიდი ხანი, რაც ასე გავძელი... იძულების გარეშე... იმიტომ რომ ამჯერად ნამდვილად მინდოდა".


10 წელი მეტამფეტამინის გარეშე

imageქალი, რომელიც ამ ფოტოებზეა, მეტამფეტამინზე დამოკიდებულების პერიოდს თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდად აღწერს: "19 წლის ვფიქრობდი, რომ ყველაზე საოცარი ადამიანი ვიყავი. ვიწონიდი დაახლოებით 100 ფუნტს. ნამდვილი ნაბიჭ***ი ვიყავი, მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვპარავდი ფულს, ნარკოტიკები რომ მეყიდა. ვიტყუებოდი, ვღალატობდი და გულს ვტკენდი საყვარელ ადამიანებს".

საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქალის ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

"მე არ ვარ ყოფილი ნარკომანი, მე არ გავდივარ რეაბილიტაციას... მე გამოცდილება მომცა იმ ადამიანმა, ვინც 10 წლის წინ ვიყავი. ახლა მე ვარ სრულიად ძლიერი და კარგი პიროვნება და ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით".


2 წელი და 3 თვე ჰეროინის გარეშე

imageეს გოგო ჰეროინზე დამოკიდებული თავისმა ყოფილმა შეყვარებულმა გახადა, რომელმაც ოჯახთან პრობლემებისთვის თავის გასართმევად ეს გზა შესთავაზა. ის სარეაბილიტაციო ცენტრში იქნა გაგზავნილი. მოსამართლეზე, რომელმაც იქ გაგზავნა, ამბობს: "მან სასამართლოში მიპოვა ცუდ მდგომარეობაში და ციხეში ჩამსვა, სანამ სარეაბილიტაციო ცენტრში ჩემთვის საწოლს იპოვიდა. ციხიდან ქალაქში საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში გადამიყვანეს. გამოჯანრთელების პროცესი დიდი ბრძოლა იყო, მაგრამ ახლა მგონია, რომ ის ყველაფერი, უბრალოდ, ცუდი სიზმარი იყო", - აზიარებს ის.


6 წელი ამფეტამინის გარეშე

imageშანა ეკოლ-უაითი ტექსასიდან აღიარებს: "ამ სურათს ვინახავ, რომ შემახსენოს, სანამდე მიმიყვანა ნარკოტიკებმა. თავს დამარცხებულად ვგრძნობდი. ვუყურებ სხვა სურათებს და ვფიქრობ: "მე ეს შევძელი"! დღეს მე ვტკბები ჩემი ცხოვრებით. 6 წელია უკვე, რაც თავს სუფთად ვგრძნობ. თუ კიდევ ვინმე ცხოვრობთ ნარკოტიკების კოშმარში, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ თქვენც შეგიძლიათ მისი დამარცხება და ლამაზი სიცოცხლით ტკბობა. არასდროსაა გვიანი"!


6 წელი კოკაინისა და ჰეროინის გარეშე

imageფოტოგრაფი გრემ მაკინდო ამბობს: "როცა ნარკოტიკებზე ხარ დამოკიდებული, ვერ წარმოიდგენ, რომ შეძლებ, მათ გარეშე იცხოვრო და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდე. მარტივი არაა, მაგრამ შესაძლებელია. მე ნარკოტიკებს თავი დავაღწიე და ახლა სხვა პრიორიტეტები მაქვს. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ სხვებზე და კაცობრიობას სხვანაირად ვუყურებ. ახლა უფრო ვგრძნობ ცხოვრების გემოს".


3.5 თვე ნარკოტიკების გარეშე

imageამ გოგონას ვანესა ჰქვია. მან აღიარა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პერიოდში თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, რადგან ვერ ეგუებოდა მუდმივ ტკივილს. საბედნიეროდ, მან იპოვა ძალა საკუთარ თავში და დახმარება ითხოვა.

"ჩემი თავი ძლიერი ქალების გარემოცვაში მივიტყუე, ვიმუშავე სპონსორთან და მივიღე გადაწყვეტილება! ამის შემდეგ მივიღე ბერვი საოცარი საჩუქარი, რისი შეთავაზებაც მხოლოდ სიფხიზლეს შეუძლია. სანამ ცოცხალი ვარ, იმ ცხოვრებას აღარ დავუბრუნდები".


6 წელი ნარკოტიკების გარეშე

imageრეაბილიტაცია ადვილი არ ყოფილა ამ ბიჭისთვის. "ამასთან გამკლავება ჯოჯოხეთი იყო. პირველი კვირა ციხეში გავატარე, დანარჩენი პერიოდი - დედაჩემის სახლში. მთელი დღეები ემბრიონის პოზაში ვიწექი", - ამბობს ის. მიუხედავად ამისა, შედეგი ამად ღირდა. "მივმართავ მათ, ვინც წამალზე იყო დამოკიდებული, თუ თქვენ გამოჯანმრთელებისთვის იბრძვით, არ დათმოთ ეს ბრძოლა. დამიჯერეთ, ალბათ, არც გახსოვთ, რა კარგი გრძნობაა, როცა დილით იღვიძებთ და არ გიწევთ იმაზე ფიქრი, სად იშოვოთ ნარკოტიკები".


1 წელი ჰეროინის გარეშე

imageალისა გაუდინერმა ჰეროინის გამოყენება დაიწყო, როცა 14 წლის იყო. ახლა ის 20 წლის ახალგაზრდა ქალია და ბაღის მასწავლებლად მუშაობს. ის ნარკოტიკებზე ამბობს: "გეუბნებიან ყველანაირ საშინელებას ამის შესახებ, იმის გარდა, რომ მასზე დამოკიდებული გახდები".

რეაბილიტაცია დაეხმარა ალისას, დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას.

"ახლა, უბრალოდ, საკუთარ თავზე ვარ ორიენტირებული", - ამბობს ის.


5 თვე კოკაინის, ჰეროინის და ექსტაზის გარეშე

imageისევე, როგორც ბევრი სხვა ნარკომანი, ეს ბიჭიც ციხეში მოხვდა. "ჩადენილი მქონდა დანაშაულები, ბევრჯერ დავარღვიე კანონი", - ამბობს ის. ახლა რეაბილიტაციას გადის ბალტიმორში. "ციხიდან გამოსვლის შემდეგ აქ ვიმყოფები. სიცოცხლე მართლაც მშვენიერია. ვიცი, რომ გაწმენდის 5 თვე არც ისე ბევრია... მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჯერ კიდევ ბევრი რამაა, რაზეც უნდა ვიმუშავო. მაგრამ მე ამას შევძლებ"!


5 წელი ჰეროინის გარეშე

imageჯანეტ ფაიდლერი მანჩესტერიდან არაერთხელ მოხვდა ციხეში ფიტნეს ცენტრებიდან, საუნებიდან და დასვენების კლუბებიდან მოპარვის გამო. საბოლოოდ, მას აეკრძალა ბრიტანეთის ყველა კლუბში შესვლა. 174 ბრალდების მიუხედავად, ჯანეტმა მოახერხა ციხის თავიდან აცილება და რეაბილიტაციაზე დათანხმდა. უკვე 5 წელია, რაც ის ფხიზელია.


12 წელი ნარკოტიკების გარეშე

imageმისი სახელია ხალი რაფათი. წარსულში მან ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. ცხოვრობდა ქუჩაში, სიღარიბეში, ცდილობდა ნარკომანიასთან ბრძოლას. ახლა ის ფლობს ნატურალური წვენების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ცნობილ მუსიკოსებში და ჰოლივუდის მსახიობებშიც. მისი ამბავი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სწორ გადაწყვეტილებას შეუძლია, თქვენი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს.


–––––––-–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


20 სოციალური რეკლამა, რომელზეც უნდა დაფიქრდეთ

image



0
919
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
919
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0