x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მათ კოცნა არ უყვართ... ან არ იციან

image


ბოლო კვლევების შედეგების თანახმად, კოცნა – რეფლექსი არ არის: ბავშმა კოცნა არ იცის და ამიტომ, კოცნა უნდა ისწავლოს... ან არ ისწავლოს. მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომელშიც ადამიანებმა არ იციან კოცნა რა არის ან იციან, მაგრამ ამის გაკეთება არ უყვართ.
მაგ.: ბანგლადეშის აღმოსავლეთში, ჩიტაგონის მთიან რეგიონებში, მცხოვრებმა ხალხებმა არ იციან რა არის კოცნა და მათ ლექსიკონში ამ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვაც კი არ არსებობს.


image
კუკის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ახალ ზელანდიაში, როდესაც აბორიგენები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ცხვირებს უხახუნებდნენ.

კ. კაიო-სანტა-მარიაზე აბორიგენები შეხვედრისას ერთმანეთს ყნოსავენ და ცხვირებს უხახუნებენ.
პაპუასები, ტასმანიელები და კ. ფუგას (ფილიპინები) აბორიგენი მოსახლეობა, მისალმებისას, ცხვირთან ახლოს ან თავთან, ყოველთვის სასიამოვნო არომატის ნივთს იჭერენ, რომ ცხვირებით შეხებისას, ერთმანეთის არომატიბი შეიგრძნონ.

კუნძულ სოკოტრაზე, შეხვედრისას, მხარზე კოცნიან.


image


ტონგას კუნძულებზე მისალმებისას, ერთმანეთის ხელს იჭერენ და ცხვირ-პირზე ძლიერ იხახუნებენ.
სამეფო კუნძულებზე (ტაილანდი) მისალმება ცხვირებს მჭიდროდ მიდებაში და ხახუნში მდგომარეობს.
ბირმელების (მიანმარი) მისალმებას nomtschi ჰქვია, რაც თარგმანში – «სუნის შესუნთქვას» (nom – სუნი, tschi – შესუნთქვა) ნიშნავს.

ჩინელები, შეხვედრისას, ცხვირებით ეხებიან, ან მას ერთმანეთის ლოყაზე გადაატარებენ ხოლმე.


image


თანამედროვე იაპონიაში სხვისი თანდასწრებით კოცნა უხამსობად ითვლება. სწორედ ამის გამო, იაპონურ ფილმებში, თითქმის, ვერ შეხვდებით კოცნის სცენებს. ხოლო ის, რაც იაპონურ კოცნად არის ცნობილი, შემდეგნაირად სრულდება: ორი ადამიანე ერთმანეთისგან ერთი ნაბიჯის დაშორებით უნდა დადგეს, დაიხაროს, ტუჩები გამოწიოს და პარტნიორის ტუჩებს შეახოს. პირი, ამ დროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააღოს!

imageimageimageimageimageimageimage






1
294
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
294
  
2019, 15 აგვისტო, 1:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1