x
დრაკონები არსებობენ
imageრაოდენ უცნაურად და საშიშადაც არ უნდა ჟღერდეს დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ დრაკონები. მართალია მათ არც ფრთები აქვთ და შესაბამისად ვერც დაფრინავენ, საბედნიეროდ არც ცეცხლს აფქვევენ პირიდან. მარტივად რომ ვთქვათ უწყინარი დრაკონები არიან, რომლებიც ნაკლებად უქმნიან საფრთხეს ადამიანებს. საიდუმლო კი იმაშია რომ აღნიშნული დრაკონი, რომელსაც კომოდო დრაკონს უწოდებენ რეალურად ხვლიკია, რომელიც "Monitor lizard"-ის ოჯახს განეკუთვნება (ასე მოიხსენიებენ განსაკუთრებით დიდი ზომის ხვლიკებს).

imageimage


კომოდო დრაკონი მხოლო ინდონეზიაშია შემორჩენილი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოველიცაა. ეს არსება გადაშენების პირას არის რის გამოც ინდონეზიის ხელისუფლება მკაცრად იცავს და ისინი სპეციალურ კუნძულზე ცხოვრობენ რომელსაც "komodo island" ეწოდება. ეს კუნძული ტურისტებში ძალიან პოპულარია და ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. აღსანიშნავია რომ "komodo island"- ი ძალიან ახლოს არის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტ "ბალი"-სთან


imageimage
ზრდასრული მამრი კომოდო 79-91 კილოგრამს იწონის სიგრძე კი 2, 6 მეტრს აღწევს. მდედრი კომოდოს შემთხვევაში მისი წონა 68-73 კილოგრამია ზომა კი 2, 3 მეტრს აღწევს. მართალია კომოდო რეალურად ხვლიკია თუმცა იგი ხორცისმჭამელია. უარს არც მწერებზე ამბობს თუმცა სხვა ხვლიკებსაც გემრიელად შეექცევა.



0
270
შეფასება არ არის
ავტორი:ალ პაჩინო
ალ პაჩინო
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0