x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მაკიაჟის ფუნჯების ზუსტი დანიშნულება
image

1)დიდი ფუნჯი პუდრისთვის ან ბრონზერისთვისაა. ამასთან, გვეხმარება პუდრი მსუბუქ ფენად, “ნიღბის" ეფექტის გარეშე წავისვათ.

2)ფუნჯი პუდრისთვის ან რუჟისთვის.

3)ფუნჯი-დუოფიბრი გამოიყენება ტონალური კრემის წასასმელად. ეფექტურად ცვლის “სპონჟს".


4)ფუნჯი ტონალური კრემის ან კრემ-კორექტორის წასასმელად. ქმნის გაცილებით სქელ ფენას, ვიდრე დუოფიბრი.მოსახერხებელია სახის კორექციისთვის.

5)ფუნჯი რუჟისთვის, შეიძლე გამოვიყენოთ სახის კორექციისთვისაც.

6)ფუნჯი კორექტორის წასასმელად.იდეალურია პატარა ნაკლოვანებების შესანიღბად.

7)ფუნჯი თვალის ჩრდილებისთვის.

8)ფუნჯი-ფანქარი თვალის ჩრდილებისთვის.განკუთვნილია ჩრდილების ზუსტად გასანაწილებლად წამწამებს შორის, ნაკეცებში. იდეალურია ფანქრის ხაზის გასაშლელად და smokey eyes ეფექტის შესაქმნელად.

9)ეს ფუნჯიც თვალის ჩრდილებისთვისაა. იდეალურია ჩრდილების- ქუთუთოზე და წარბქვეშ წასასმელად.

10)ფუნჯი წარბებისთვის

11)ფუნჯი გელისებური ან თხევადი სტრუქტურის მქონე საშუალების წასასმელად. იდეალურია თვალის ისრების დასახატად.

12)ფუნჯი პომადისთვის. მისი დახმარებით, პომადა მსუბუქად და ადვილად ნაწილდება ტუჩებზე.


0
127
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0