x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ალაბამაში დედა-შვილი ნახევარი საათის ინტერვალით ავტოავარიაში დაიღუპა
image


როგორც კონორერმა განაცხადა, მრავლწლიანი მუშაობის მანძილზე პირველად გადააწყდა ასეთ გასაოცარ ტრაგედიას.


ეს სულისშემძვრელი ტრაგიკული ისტორია 21 მარტს მოხდა დე-კალბის ოლქში შტატი ალაბამა აშშ.ოლქის კონორერის, ტომ უილსონის განცხადებით 39 წლის ჯული ეიეტს პატერსონი(Julia Yates Patterson) და მისი 8 წლის ქალიშვილი ელიზაბეტ პატერსონი (Elizabeth "Libby" Patterson)ავტოავარიაში დაიღუპნენ ერთმანეთისგან 11 კილომეტრის დაშორებით 30 წუთიანი ინტერვალით.


"დედა სხვა ავტომობილს შეეჯახა-აცხადებს Huffington Post-თან ინტერვიუში ტომ უილსონი-ხოლო დაახლოებით 30 წუთის შემდეგ მისი 8 წლის ქალიშვილი გზაზე გადასვლის დროს მანქანამ გაიტანა."



ორივე ტრაგედია 117 გზატკეცილზე მოხდა, დაბა ველი ჰედის სიახლოვეს, სადაც ცხოვრობდა დედა-შვილი. ელიზაბეტ "ლიბიმ" სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნა მერვე დაბადების დღე.იგი სკოლის ავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიემართებოდა.


რაც შეეხება ჯულის, პოლიცია ჯერ კიდევ იკვლევს ავარიის მიზეზებს, ავტოავარიის დროს დაზარალდა კიდევ ორი ადამიანი, მეორე მანქანის მძღოლი და მგზავრი.

image

ველი ჰედი-პატარა დასახლებაა, უფრო სწორად სოფელი, სადაც ყველა ყველას იცნობს, ამბავი მომენტალურად გავრცელდა მთელს დასახლებაში.ოჯახის უფროსმა, ელიზაბეტის მამამ და ჯულის ქმარმა კევინ პატერსონმა თავს დამტყდარი უბედურება მხოლოდ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ შეიტყო.


image

0
171
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0