x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
იმოგზაურე ევროპაში იაფად! 5 ყველაზე იაფი ქალაქი ტურისტებისთვის
საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევა. მათთვის, ვინც ევროპაში მოგზაურობას გეგმავს, გთავაზობთ 10 ყველაზე იაფ ქალაქს ტურისტებისთვის, სადაც დაგხვდებათ ულამაზესი გარემო და რაც მთავარია ხელმისაწვდომი ფასები.


1. სოფია, ბულგარეთი.
image
სოფია კვლავაც დიდ კონკურენციას უწევს ევროპულ დედაქალაქებს ქალაქის ძალიან სასიამოვნო და ლამაზი ცენტრით, რომელიც უცხოელ ტურისტებს დიდი სიხარულითა და კეთილგანწყობით ხვდება. ქალაქში ფასები ძალიან დაბალია, გარდა თვითმფრინავით მგზავრობისა. სასტუმროსთვის (ყველაზე იაფი სასტუმრო - Hostel Mostel), ადგილობრივი ტრასნპორტისთვის, საჭმლისთვის, სასმლისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვის, 1 დღის განმავლობაში დაგჭირდებათ სულ რაღაც 24.04 აშშ დოლარი.


2. კრაკოვი, პოლონეთი.

image მეორე ყველაზე იაფი ქალაქი ტურისტებისთვის, პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქი კრაკოვია. ქალაქში უამრავი იაფფასიანი და ამავდროულად კომფორტული სასტუმრო, ბარი და რესტორანია. სასტუმროსთვის (საუკეთესო იაფი სასტუმრო - One World Hostel), ადგილობრივი ტრასნპორტისთვის, საჭმლისთვის, სასმლისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვის, 1 დღის განმავლობაში დაგჭირდებათ სულ რაღაც 24.82 აშშ დოლარი.



3. ბუქარესტი, რუმინეთი.

image შეიძლება ბუქარესტი რუმინეთის ყველაზე ლამაზი ქალაქი არ იყოს, თუმცა გამორჩეული არქიტექტურული სტილი, ძველი და თანამედროვე კულტურათა ნაზავი, ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია. რაც ყველაზე მთავარია, ფასები აქაც შოკისმომგვრელად დაბალია. 1 დღის განმავლობაში, სასტუმროსთვის (საუკეთესო იაფი სასტუმრო - X Hostel Bucharest ), ადგილობრივი ტრასნპორტისთვის, საჭმლისთვის, სასმლისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვის, დაგჭირდებათ სულ რაღაც 25.70 აშშ დოლარი.


4. ბელგრადი, სერბეთი.

image სერბეთის დედაქალაქი მთლიანობაში ცენტრალური ევროპის ქალაქებს ჰგავს. ქალაქი მრავალფეროვანი არქიტექტურით გამოირჩევა, თუმცა თვალისმომჭრელი ღირსშესანიშნაობების ნაცვლად აქ, ალბათ, საინტერესო და მყუდრო ქალაქური ცხოვრება უფრო მიგიზიდავთ. 1 დღის განმავლობაში, სასტუმროსთვის (საუკეთესო იაფი სასტუმრო - Downtown Hostel Belgrade ), ადგილობრივი ტრასნპორტისთვის, საჭმლისთვის, სასმლისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვის, დაგჭირდებათ სულ რაღაც 26.17 აშშ დოლარი.


5. ბუდაპეშტი, უნგრეთი.


imageმდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარე ქალაქში, ტურისტები უამრავ ლამაზ და სასიამოვნო ადგილს ნახავენ. ბუდას ციხე-ქალაქი, ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა, ლანცჰიდი, პარლამენტის შენობა, ვაროშლიგეტი - ეს ღირსშესანიშნაობათა მცირე ჩამონათვალია. რაც მთავარია, ამ ყველაფრის ნახვა, ძალიან იაფადაა შესაძლებელი.

1 დღის განმავლობაში, სასტუმროსთვის (საუკეთესო იაფი სასტუმრო - Treestyle Hostel ), ადგილობრივი ტრასნპორტისთვის, საჭმლისთვის, სასმლისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვის, დაგჭირდებათ სულ რაღაც 26.75 აშშ დოლარი.

2
280
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ზაკალაშვილი
ნინო ზაკალაშვილი
280
  
2017, 9 აპრილი, 11:28
და კიდევ ძალიან იაფა
2017, 9 აპრილი, 11:28
მინდა გითხრათ რომ სოფია უბრალოდ დაგამშვიდებთ , ტურისტული თვალსაზრისით რა მოგახსენოთ, მრავალფეროვნება აკლია, უბრალოდ მშვიდი ჰარმონიული ქალაქია
0 1 2