x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე მომხიბლავი არსება დედამიწაზე
image


ეძო მომონგი, ანუ იაპონური მფრინავი (ლათ. Pteromys momonga) — არის ციყვი, რომლეიც ჩვენი პლანეტის მხოლოდ ერთ რეგიონში — სამხ-აღმ. აზიაში, ჰოკაიდოს და კიუსიუს კუნძულების (იაპონია) მთის მარადმწვანი ტყის ზონებში ბინადრობს.

მომონგი — პატარა ზომის ფუმფულა ცხოველია და მისი სხეულის სიგრძე, სულ რაღაც 15-20 სმ. შეიძლება იყოს, ხოლო კუდის სიგრძე – 10-14 სმ-ს არ აღემატება. გარეგნულად, მართლაც ციყვს მოგვაგონებს, მაგრამ მას წინა და უკანა თათებს შორის, კანის აპკები აქვს, რომლის მეშვეობით, ტოტიდან ტოტზე ადვილად ფრინდება. ცხოვრებით კი, ფიჭვის და სხვა წიწვოვანი ხეები ფუღუროებში ცხოვროს.
მომონგი საკმაოდ ნაყოფიერი ცხოველია: ერთ მდედრს, წელიწადში 2-ჯერ, 1-დან – 5 -მდე შვილის გაჩენა შეუძლია. მაკობის პერიოდი მხოლოდ 4 კვირა გრძელდება და დაბადებიდან 1, 5 თვის შემდეგ, პატარებს დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლიათ.
ცხოვრების დიდ ნაწილს მომონაგები ხეზე ატარებენ. იკვებებიან ხის ქერქით, თესლით და მწერებით. სხეულის მცირე წონა (დაახლოებით, 200 გრ.) და თათებს შორის აპკები, 60-მეტრიანი ფიჭვის კენწეროდან, ძირს დაშვების საშუალებას აძლევთ.
მომონგას უახლოესი ნათესავები ტაგუანები (ლათ. Petaurista) არიან, რომელთა სიმაღლე შეიძლება 50 სმ-ც იყოს, ხოლო წონა – 1 კგ-ს აღემატებოდეს. ეს ცხოველები ჰოკაიდოზე, სიკოკუზე და კიუსიუზე ბინადრობენ.
მომონგების სიცოცხლის ხანგრძლივობა, ველურ ბუნებაში, 5 წელია, ხოლო ზოოპარკში, კარგი მოვლის პირობებში, 15 წელიც შეიძლება იცოცხლოს.

მომონაგები ძალიან ცნობისმოყვარე ცხოველები არიან. მათ ყველეფერი აინტერესებთ, რაც ირგვლივ ხდება და ადამიანების არ ეშინიათ.


image

image

image


image
image
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

* იდუმალებით მოცული 12 ცხოველი

* ენით აუწერელი სილამაზის ეგზოტიკური ფრინველები

* ქამელეონის ნამდვილი ფერი

* 100 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ

1
411
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
411
  
2017, 26 მარტი, 12:37
მართლა რა კარგია
0 1 1