x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფასდაუდებელი რჩევები ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგისგან

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, პედაგოგი და მწერალი დეილ კარნეგი ურთიერთობის თეორიის შექმნის საწყისებთან იდგა და იმ დროინდელი სამეცნიერო მიგნებები, უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობის შესახებ, საკუთარი კონცეფციის შემუშავების შემდეგ, პრაქტიკულ სფეროში გადაჰქონდა. მან ფსიქოლოგიური კურსი შექმნა, რომელიც ადამიანს თვითსრულყოფაში, ეფექტური ურთიერთობის, საჯარო გამოსვლები და სხვა სახის სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. მისი წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს და დღემდე, არა ერთ ადამიანს დახმარებია. დეილ კარნეგი თვლიდა, რომ მსოფლიოში ცუდი ადამიანები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ უსიამოვნო გარემოება, რომელთანაც ბრძოლა შეიძლება და რომ საერთოდ, არ არის საჭირო ცხოვრების გაფუჭება და ირგვლივმყოფებისთვის ნერვების მოშლა. «ბოლოს და ბოლოს, ჩავწვდი ჯ. სანტაიანას (George Santayana ესპანური წარმომავლობის ამერიკელი ფილოსოფოსი და მწერალი. რედ.) სიტყვების სიბრძნეს: «ადამიანი იმისთვის კი არ არის შექმნილი, რომ ცხოვრების არსი გაიგოს, არამედ იმისთვის, რომ უბრალოდ იცხოვროს», — აღნიშნა კარნეგმა თავის ერთ-ერთ ნაშრომში.


image


მსოფლიოში უამრავი ნიჭიერი ადამიანია. და თითოეული მათგანი გენიოსია რომელიმე ერთ სფეროში – ვინ მეცნიერებაში, ვინ სპორტში, ვინ ბიზნესში და ა. შ. მაგრამ, არის ერთი სფერო, რომლის გარეშე, ადამიანი წარმატებული ვერ გახდება — ეს ფსიქოლოგიაა. სწორედ ის გვეხმარება ჩვენ რთულ სიტუაციაში, გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას და როგორ ვიცხოვროთ გარე სამყაროსთან ჰარმონიაში.

აქ ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის რამდენიმე ციტატას და რჩევას გთავაზობთ, რომელიც, შესაძლებელია, რთულ სიტუაციაში, გამოსავის პოვნაში დაგეხმაროთ:



თქვენ შეგიძლიათ 2 თვეში უფრო მეტი მეგობარი შეიძინოთ, სხვა ადამიანებისადმი ინტერესის გამოჩენით, ვიდრე 2 წლის მანძილზე, სხვა ადამიანების საკუთარი პიროვნების დაინტერესებით.


ქალის სახის გამომეტყველება, მის სამოსზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

თქვით საკუთარ თავზე ყველაფერი, რის თქმასაც თქვენი ბრალმდებელი აპირებს და თქვენ მის «იალქნებს» «ზურგის ქარის» გარეშე დატოვებთ.


პირფერობა — ადამიანისთვის იმის თქმას ნიშნავს, რის მოსმენასაც ის ისურვებდა.

რაღაცის შესწავლის ძლიერი სურვილი — უკვე წარმატების 50% -ია.

გამოხატეთ თქვენი მოწონება გულწრფელად.

ნუ გააკრიტიკებთ, ნუ განიკითხავთ, ნუ იწუწუნებთ.

თითოეული ერი საკუთარ თავს სხვებზე მაღლა აყენებს. ეს პატრიოტიზმს აჩენს და... ომებს.

მე საკუთარი პრობლემებიც მყოფნის და არა მაქვს დრო იმაზე სანერვიულოდ, რომ ღმერთმა გონიერებით ყველა ერთნაირად არ დააჯილდოვა.

ლოგიკა — უმცირესობის ხვედრია. უმრავლესობაზე კი გავლენას ახდენს ცრურწმენა, საზოგადოებრივი აზრი, ჭორები... და ადამიანების უმრავლესობას არ სურს საკუთარი შეხედულებების შეცვლა: იქნება ეს რელიგიასთან, თუ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, სამოსის, თუ ვარცხნილობის სტილი...

წარმოიდგინეთ ყველაზე უარესი შედეგი, რაც შეიძლება თქვენს ქმედებას მოჰყვეს, შემდეგ შეეგუეთ მას და მოქმედებაზე გადადით!

რიგითი ადამიანი, რომელიც ბედნიერია ქორწინებაში, მარტოხელა გენიოსზე უფრო ბედნიერია.

ადამიანებს სიამაყე და ეგოიზმი მართავთ, ხოლო ამაოება და ცრურწმენა ამოძრავებთ.

გახსოვდეთ, რომ თქვენი თანამოსაუბრე შეიძლება მართალი არ იყოს. მაგრამ, ის ასე არ ფიქრობს. ნუ განიკითხავთ მას. ასე ნებისმიერ სულელს შეუძლია მოიქცეს. შეეცადეთ მას გაუგოთ. ამის გაკეთებას მხოლოდ ჭკვიანი, მომთმენი და განსაკუთრებული ადამიანები ცდილობენ.

ჩვენ დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე ათეული წელი ვცხოვრობთ და უამრავ დროს ვხარჯავთ წყენაზე ფიქრში, რომელიც ერთ წელში საერთოდ დაგვავიწყდება და მის შესახებ, სხვებიც დაივიწყებენ.

ნებისმიერ სულელს შეუძლია აკრიტიკოს, განიკითხოს და უკმაყოფილება გამოთქვას და სულელების უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა.

თუ თქვენი სული ისეთივე დაბალია, როგორც ველური ვაშლის მჟავე ნაყოფი, მაშინ უიღბლობისთვის ხართ განწირული, რომელსაც ნამდვილად რომ იმსახურებთ.

შეშფოთებული და გატანჯული ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია შეგუება სასტიკ რეალურ სამყაროსთან, გარემოსთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს და საკუთარ გამოგონილ სამყაროში იწყებს ცხოვრებას. ასე ცდილობს ის საკუთარი თავის შფოთისა და მღელვარებისგან დაცვას.

პირადად მე, მარწყვი მიყვარს ნაღებით, მაგრამ თევზები, რატომღაც, უპირატესობას ჭიაყელებს ანიჭებენ. ამიტომ, როდესაც სათევზაოდ მივდივარ, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რაც თევზებს უყვართ და არა იმაზე, რაც მე მიყვარს.

თუ ადამიანი თქვენს გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის ცდილობს, ამოშალეთ ის თქვენი ნაცნობების წრიდან.

თუ ბედისწერამ ლიმონი გამოგიგზავნთ, მისგან ლიმონათი გააკეთეთ.

ყველაზე საიმედო გზა ადამიანის გულისკენ — ეს საუბარია იმაზე, რასაც ის ყველაზე მეტად აფასებს.

და მაინც, რა უნდათ ადამიანებს? არც ისე ბევრი რამ, მაგრამ იმ მცირედისკენ, რაც სინამდვილეში სურთ, დაჟინებით მიისწრაფიან.


სხვა ადამიანის ადგილზე დადგომის და იმის გაგების უნარი, რაც მას უნდა, — ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც ყოველთვის დაფასებული იქნება.

კრიტიკა — ძალიან სახიფათო ნაპერწკალია, რომელსაც სიამაყის «დენთის სარდაფის» აფეთქება შეუძლია.

imageimageimageimageimageimageimage






0
879
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
879
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0