x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
უიღბლონი. ნუ გაიმეორებთ მათ შეცდომებს

image


1. 1993 წელს კოკა-კოლას თასის ფინალი ჩატარდა ფეხბურთში, რომელშიც «არსენალის» მოთამაშემ სტივ მოროუმ გოლი გაიტანა და გამარჯვება მოუტანა საკუთარ გუნდს. ტრადიციის თანახმად, თანაგუნდელებს მატჩის გმირი მოედნიდან მხრებზე შემჯდარი გაჰყავდათ, თუმცა, ყურადღება გაეფანტათ და ის გაზონზე დაუვარდათ. მოროუს, მოტეხილი ლავიწის ძვლის გამო, ვადამდე ადრე მოუხდა სეზობის დასრულება.


2. კრისტოს ბერტსოსმა სახლში, საკუთარ ხელით კონდენციონერი გააკეთა, რომლის მთავარი დეტალი თვითმფრინავის გიგანტური პროპელერი იყო. როდესაც კრისტოსმა გაგრილება გადაწყვიტა და თავისი ქმნილება ჩართა, მის სახლს სახურავი მოსძვრა და გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა.


3. პენსიონერმა შეფილდიდან (დიდი ბრიტანეთი) 20 წელი სიბნელეში გაატარა, რადგან არ უნდოდა ხმაურის ატეხვა, სახლში ჩაჭრილი დენის გამო.


4. 1994 წელს დე ვიტა ფინლის ავტომობილი ჩრდ. ამერიკის მთიან მხარეში, თოვლში ჩაეფლო. იმის ნაცვლად, რომ შველა ეთხოვა, მანქანაში დარჩა იმ იმედით, რომ მას ვინმე იპოვიდა. ექიმების დასკვნის მიხედვით, მან რამდენიმე თვე იცოცხლა, ვიდრე შიმშილით არ მოკვდა. აღსანიშნავია, რომ ფინლი მანქანიდან რომ გადმოსულიყო, სულ რამდენიმე მეტრი ფეხით გავლის შემდეგ, გზას დაინახავდა და მთიდანაც ადვილად ჩავიდოდა.


5. 1981 წელს ვანდა ენისმა ბენზინგასამართი სადგური გაქურდა. მეორე დღეს პანიკაში ჩავარდა, რადგან ახალ ამბებში სიუჟეტი აჩვენეს მის მიერ გაქურდული სადგურის შესახებ. მან გადაწყვიტა, რომ დანაშაულის ადგილზე დააფიქსირეს და სულ მალე პოლიცია მივიდოდა მის ასაყვანად. ვანდამ თავისი ნივთები მოაგროვა და პოლიციაში გამოცხადდა დანაშაულის საღიარებლად, სასჯელის შემსუბუქების იმედით.


6. ივან მაქგვაირმა გადაწყვიტა პარაშუტით თავისი ერთ-ერთი გადახტომა ვიდეოკამერით გადაეღო. მან ჩაფხუტს კამერა მიამაგრა და ვერტფრენიდან გადახტა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის იმდენად გაერთო დამატებითი აღჭურვილობით, რომ ყველაზე მთავარი — პარაშუტი დაავიწყდა. უიღბლო პარაშუტისტი დაიმტვრა, ხოლო კამერა მთელი დარჩა.


7. თავისი შოუს დასასრულს, არგენტინელმა ილუზიონისტი მარვომ თავის ასისტენტს სთხოვა, მისთვის თოფით თავში ესროლა. გაისმა გასროლის ხმა და მან, ტრიუმფატორის იერით, პირიდან ტყვია გამოიღო. წარმოდგენას მარკო ასპრელა ესწრებოდა, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ამ ტრიუკით აღფრთოვანებულმა, ემოცია ვერ შეიკავა, ამოიღო იარაღი და ილუზიონისტს თავში ესროლა, თან დაიძახა: «აბა, ეს დაიჭირე!». მაგს დიდხანს არ უწვალია, მაშინვე გარდაიცვალა.

სასამართლოზე ასპრელა დათრგუნულად გამოიყურებოდა და ვერაფრით მიხვდა, რატომ ვერ დაიჭირა ილუზიონისტმა მისი ტყვია. ის გაამართლეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.


8. ორმა ნიუ-იორკელმა იურისტმა გადაწყვიტა ერთმანეთს სირბილში, ადმინისტრაციული შენობის დერეფანში, შეჯიბრებოდნენ. საუბედუროდ, ერთ მათგანი მეტისმეტად ძლიერ გაქანდა, თავი ვეღარ შეიკავა და 39-ე სართულის ფანჯრიდან ინერციით გადავარდა.


9. მიუნხენში სარკინიგზო ავარიის დროს, ორმა მამაკაცმა ხელი დაკარგა. ექიმებმა ოპერაციები ჩაატარეს და მათ ხელები მიაკერეს. მაგრამ, მალევე მიხვდნენ, რომ სისწრაფის გამო, ხელები აერიათ. ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ პაციენტებს ერთი სისხლის ჯგუფი ჰქონდათ. ოპერაციები წარმატებით დასრულდა და ხანგრძლივი საუბრის და დარწმუნების შემდეგ, დაზარალებულები ახალ ხელებთან შეგუებას დათანხმდნენ.


10. ლაურენ როდამ მეგობრებთან ნიძლავი დადო, რომ მას ულტრაბგერითი მხედველობა ჰქონდა და ამის დასამტკიცებლად, ოტავის ცენტრში, ახვეული თვალებით, მანქანით გავლა გადაწყვიტა. შედეგად, როდამ ერთ ფეხით მოსიარულეს ფეხზე გადაუარა და ერთდროულად სამმ მანქანას დაეჯახა, მათგან ერთი, პოლიციის იყო.

0
177
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0