x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
10 ყველაზე პოპულარული ქართული მხატვრული ფილმი YouTube-ზე ნახვის მიხედვით
კინომატოგრაფია როგორც ქართული კულტურის ნაწილი სათავეებს იღებს XX საუკუნის დასაწყისიდან და არსებობის 100 წელზე მეტს მოიცავს. ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როცა ვასილ ამაშუკელმა ბაქოში ფილმების გადაღება დაიწყო. დღემდე შემორჩენილი პირველი ფილმია ამაშუკელისვე „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912), ხოლო პირველი მხატვრული ფილმია — გერმანე გოგიტიძის „ქრისტინე“ (1919).მას შემდეგ ქართულმა კინომატოგრაფიამ 400-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი შექმნა, მათგან რამდენიმემ საერთაშორისო აღიარება და პრიზები მოიპოვა „წითელი ეშმაკუნები“ (1923 წ.), მაგდანას ლურჯა"(1955), "სხვისი შვილები"(1958)"ჯარისკაცის მამა“ (1964), "ნატვრის ხე"(1978), "მონანიება(1984), "მანდარინები"(2013) და სხვა.


ახლა კი შემოგთავაზებთ 10 ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ ფილმს ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე ნახვის მიხედვით(შენიშვნა: რეიტინგში არ შევიდა სრულიად ობიექტური მიზეზებით ქართულ ტელესერიალების მიხედვით შექმნილი ფილმი-გაგრძელებები:"ერთხელ შუა ქალაქში", "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" და სხვა)


10)გასეირნება ყარაბახში-3(ბოლო გასეირნება)-(2012) (320 000 ნახვა)- მწერალ აკა მორჩილაძის რომანის „მოგზაურობა ყარაბაღში“ 2005 წლის ეკრანიზაცია. ფილმის მესამე ნაწილში ციხიდან გამოსვლის შემდეგ გოგლიკო მისი დაღუპული მეგობრის შვილის სანახავად წავიდა და აღმოაჩინა, რომ მას უყვარს იმ ადამიანის შვილი ვის გამოც ძმაკაცი დაკარგა და ცხოვრების მესამედი ციხეში გაატარა.რეჟისორი: ზაზა ურუშაძე. როლებში: მიშა მესხი, კახა აბუაშვილი, ზურა ბეგალიშვილი, ნინი ბადურაშვილი, ტინა ფეი, ლევან დობორჯგინიძე, სეგუნ მაედა და სხვები.

image




9)ჯაყოს ხიზნები(2009)-(347 000 ნახვა)ფილმი გადაღებული მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, სადაც XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი.. ნაწარმოებში მოქმედება ძირითადად გასაბჭოების ხანაში ხდება.რეჟისორი: დავით ჯანელიძე, მთავარ როლებში:ზაზა ბურჭულაძე, ნატო მურვანიძე, გიორგი ნაკაშიძე და სხვები.

image


8)ბაში-აჩუკი(1956)-(408 000 ნახვა) ისტორიულ სათავგადასავლო ფილმი, აკაკი წერეთელის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. მოქმედება ვითარდება XVII საუკუნის საქართველოში. უცხოელი დამპყრობლები დაუზოგავად არბევენ და აოხრებენ ქვეყანას; აწამებენ მოსახლეობას, მონებად მიჰყავთ ახალგაზრდობა. ყიზილბაშების წინააღმდეგ კახეთში იფეთქებს აჯანყება, რომელსაც ბიძინა ჩოლოყაშვილი მეთაურობს. ჩოლოყაშვილი ქსნის ერისთავებთან აგზავნის ბაში-აჩუკს და დახმარებას სთხოვს მათ. რეჟისორი: ლეო ესაკია.როლებში:ოთარ კობერიძე, ლია ელიავა, დოდო აბაშიძე, მედეა ჩახავა და სხვები.

image


7)თეთრი ბაირაღები(1990)-(410 000 ნახვა)-გადაღებული ნოდარ დუმბაძის რომანების "თეთრი ბაირაღების" და "მზიანი ღამის მიხედვით.სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს ჩხუბში მოანაწილეობისთვის უსამართლოდ ციხეში ჩასვამენ, სადაც სხვადასხვა რჯულის თუ მრწამსის დამნაშავეები არიან შეყრილები.რეჟისორი: გიგა ლორთქიფანიძე. როლებში:გიორგი ხობუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გია ბურჯანაძე, გივი ბერიკაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ქეთევან კიკნაძე და სხვები.

image


6)ახალ წელს დაკარგულები(2015)-(416 000 ნახვა)-ქართველი მომღერლები კონცერტის ჩასატარებლად მიდიან სამცხე-ჯავახეთში თუმცა ისინი ტყეში დაიკარგებიან.რეჟისორი:დავით კიკალიშვილი როლებში: შორენა ბეგაშვილი, ანრი ჯოხაძე, შონზო, ნინი ბადურაშვილი, მიშა მესხი და სხვა.


image


5)სიყვარული ყველას უნდა(1980)-(446 000 ნახვა)-სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურბუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს.რეჟისორი:გიორგი შენგელაია.როლებში:დარეჯან ხაჩიძე, ვახტანგ ფანჩულიძე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და სხვები.

image


4)სვანი-(2007)-(550 000 ნახვა)-სვანეთში მულახის თემში საგვარეულო კოშკში თეთნულდიდან ანგელოზი გადმოდიოდა.თეთრი ანგელოზი საგვარეულოს მფარველობდა.ერთ დღეს ამ კოშკიდან სხვა გვარის კაცი მოკლეს.მას მერე თეთრი ანგელოზი აღარ გამოჩენილა.რეჟისორები: სოსო და ბადრი ჯაჭვლიანი. როლებში:სოსო და ბადრი ჯაჭვლიანი, დარეჯან ხარშილაძე, ელენა ვოლიკანოვა, ელგუჯა ბურდული, ნუგზარ ყურაშვილი და სხვები.


image


3)მანდარინები-(2013)-(584 000 ნახვა)-ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. სოფელში ორი მოსახლეღა შემორჩა. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ ერთ-ერთი ესტონელი, ივო სახლში შეიფარებს სიკვდილის პირას მყოფ მტრებს: დაჭრილი ქართველი მოხალისე მეომარსა და დაქირავებულ ჩეჩენ ბოევიკს. აღმოჩნდება, რომ ესტონელი ივოს შვილი ომის დაწყებისას ქართველების ხელით დაიღუპა.რეჟისორი: ზაზა ურუშაძე როლებში:ლემბიტ უფლსაკი, გიორგი ნაკაშიძე, მიხეილ მესხი, ელმო ნიუგანენი და სხვები.

image


2)ხარება და გოგია(1987)-(665 000 ნახვა)-1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შემორჩა რამდენიმე სახალხო რაზმი, რომელიც აგრძელებდა ბრძოლას. ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში ახლაც შემორჩენილია მებრძოლთა სახელები და საქმიანობა. ხალხს ახსოვს ხარება ჯიბუტი და მისი მეგობარი გოგია კენკიშვილი. სწორედ მათ ბრძოლასა და საქმიანობას ეხება ეს ისტორიულ-სათავგადასავლო ფილმი.რეჟისორი:გიორგი შენგელაია როლებში: ომარ ფხაკაძე, ლევან თედიაშვილი, მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე და სხვები.

image


1) მხიარული რომანი(1972) -(707 000 ნახვა)-დათოს, რომელიც სასოფლოში სწავლობს კონსერვატორიის სტუდენტი ეკა შეუყვარდება, რომლის მამაც იპოლიტე ინკასატორია, გაუგებარი შემთხვევის გამო იპოლიტეს დათო ბანდიტი ჰგონია.რეჟისორი:ლევან ხოტივარი.როლებში: იპოლიტე ხვიჩია, ხათუნა კოტრიკაძე, რამაზ გიორგობიანი, მეგი წულუკიძე, ელენე ჩხეიძე და სხვები.

image

0
1275
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0