x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133852
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
რუსეთში იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობა აიკრძალა

image

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეაჩერა რელიგიური ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობა ექსტემისტული საქმიანობის გამო.უფრო ადრე უწყებაში შევიდა სარჩელი იეჰოვის მოწმეთა საქმიანობის სრულად აკრძალვის შესახებ.საქმის განხილვა 5 აპრილს არის დანიშნული.


ეს ორგანიზაცია უკვე არაერთხელ მოხვდა მაკონტროლებელი ორგანოების თვალსაწიერში.რიგ რეგიონებში ისინი უკანონოდ საქმიანობდნენ და არაერთხელ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ექსტრემისტული მასალების გავრცელების გამო.


დღესდღეობით რუსეთში მთლიანად 175 000 იეჰოვას მიმდევარია.მთლიანად მსოფლიოში 8, 2 მილიონი იეჰოვას აქტიური მოწმე ცხოვრობს.



იეჰოვას მოწმეების ისტორია სათავეს იღებს მოძრაობა „ბიბლიის მკვლევარებიდან“, რომელიც XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ჩარლზ ტეიზ რასელმა აშშ-ში ჩამოყალიბდა. მალევე როგორც იურიდიულმა სუბიექტმა ბიბლიის მკვლევართათვის ლიტერატურით უზრუნველყოფისთვის პენსილვანიაში დააარსა გამომცემლობა „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება”. რასელი იყო „სკს“-ს პირველი პრეზიდენტი.

სხვა ქრისტიანული კონფესიებისაგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები უარყოფენ როგორც სამების, ისე ადამიანის უკვდავი სულის არსებობას, უარს ამბობენ ჯარში წასვლაზე, არ სწამთ დღესასწაულების აღნიშვნა და სხვა.


იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორისაა: ჩრ.კორეა, უზბეკეთი, საფრანგეთი, ტაჯიკეთი, საუდის არაბეთი, ირანი, ერაყი, აშშ-ს ჯორჯიის შტატი, ჩინეთი და სხვა.

20
203
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
203
  
2017, 27 მარტი, 9:47
დანიელის 12:9,10 მუხლებში ასეთი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი: "მან მითხრა:"წადი დანიელ,რადგან საიდუმლოა ეს სიტყვები და ბეჭედდასმულია უკანასკნელ დრომდე. მრავალი განიწმინდება და გამოიბრძმედება. ბოროტები ბოროტად მოიქცევიან. ვერც ერთი ბოროტი ვერ გაიგებს ამ სიტყვებს.წვდომის უნარის მქონენი გაიგებენ." ... მე კამათს არ ვაპირებ იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა ხალხისთვსი სათქმელი რბილად ეთქვათ და არა დაცინვით და უხეშობით:) უახლოეს მომავალში მომხდარი მოვლენები ყველა თქვენს კითხვას გასცემს პასუხს;)
2017, 27 მარტი, 0:36
გეუბნებით და არ გესმით-პირდაპირ გადმოგაქვთ ყველაფერი სახარებიდან, არაა სახარება უბრალო მოკვდავის შესასწავლი, რადგან მასში ოკეანისეული სიღრმეებია, რომელსაც თვითნასწავლი ავატიურისტი რასელი კი არა ბევრი სწავლული თეოლოგი ვერ ჩაწვდა ბოლომდე.
პ.ს
მე მოვრჩი, რადგან არანაირი სურვილი არა მაქვს თქვენთვის სასურველ რელსებზე ვიარო და აქ თქვენეული "ხედვების" გადმოლაგების საშუალება მოგცეთ.
ერთი რამ იცოდეთ, ხე რომელიც სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს მოიჭრება და ცეცხლში დაინთქმება...
2017, 27 მარტი, 0:33
ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სამყარო კი არა თქვენი სექტაა, რომელის მავნებლური სრულიად არამეცნიერული, ა რა ბიბლისეული პოსტულატებით გონებას უწამლავს მოზარდ თაობას.
იძახეთ არ იყო იეჰოველებიო მოიძიეთ საძიებოში და ნახავთ მათი "გაფრენის" მომენტში დაკავების და მერე მათი დაკითხვის ვიდეოს.
რასელი იყო თაღლითი რომელიც თაღლითობით შოულობდა ფულს, ისევე როგორც თქვენი უხუცესები. არ გიკვირთ სამმა სრულიად გაუნათლებელმა და ამავე დროს უწიგნურმა "უხუცესმა" რა ფულით აიშენეს ორ-ორი სახლი? :)
დადიან "პიონერები" და ყრიან ფულს შესაწირავ ყუთში, მე თქვენ გეტყვით და ეკლესია გაქვთ ასაშენებელი და შესაკეთებელი, "უხუცესი" ზის ქურდივით და მისდის მუქთად ფული.
კი ბევრჯერ დაასახელეთ არმაგედონის მოსვლის თარიში, მაგრამ მუდამ "კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ".
ბიბლიის აზრზე არა ხართ, პირდაპირ იგებთ ყველაფერს. საქართველომ რომელ საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა იმედია ეს მაინც იცით სწორად, რაღაც მეცხრამეტე საუკუნემდე თქვენი ხსენება არსად არაა და რატომ? :)
ქრისტეს სიტყვებს წმინდა წერილიდან ბოლო ჟამს გამოჩენილ ცრუ წინასწარმეტყველებზე თქვენ ამართლებთ.
ხო კიდევ მიცვალებულებს, როდის ააყენებთ საფლავებიდან არ გამომაპაროთ. :)
ხო აბა რა, თქვენ, რომ გკითხოთ კაცმა იესო ჯვარს კი არ აცვეს არამედ ბოძზე მიაჭედეს.
გეყოთ რა ეს უაზრო და სასაცილოდ აბსურდული თეზისების ფრქვევა.
რომელი სწავლული ეოლოგი ჩარლზ რასელი იყო ბიბლია, რომ ეკვლია?
ავანტიურაზე აგებული სიტყვის ფასი გროშია, შესაბამისად თქვენი სწავლება ცრუა და არაფრისმომცემი.
2017, 27 მარტი, 0:00
1 კორინთელების 1:27 ასეთი სიტყვები წერია: ღმერთმა ქვეყნიერების უგუნურები ამოირჩია ბრძენთა შესარცხვენად და ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად
2017, 26 მარტი, 23:53
ხო? ისე რომ დაგეზუსტებინა ვინები იყვნენ ისინი უფრო კარგი იქნებიდა იეჰოვას მოწმეები არ ყოფილან ვინც არ იცის იმათ გასაგონად ფრენა რომ შეეძლოთ აქ არ იქნებოდნენ არადა ამ საკითხზე სასაცილოა საუბარი ადამიანს ფრენა შეუძლია თუ არა:) არმაგედონი? ძალიან მალე იქნება ბოლო წინასწარმეტყველება სრულდება როგორც ბიბლია ამბობს " ბოლო დღეებში" ვცხოვრობთ მაგრამ სამწუხაროა ბევრი არ იქნება მზად,თუმცა ბევრი ინანებს მაგრამ გვიანი იქნება...რატომ არ იცავთ იესოს მითითებას " წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან.......და მაშინ მოვა აღსასრული" რატომ არავინ ქადაგებს იეჰოვას მოწმის გარდა? ერთ ადგილზე ყოფნა არ ნიშნავს ქადაგებას იესომ თქვა: "წადით" იესომ თავის მოწაფეებად მებადურებიც აირჩია და მათ არ ქონიათ უმაღლესი განათლება..სამწუხაროა განათლებული ადამიანები ღარიბი ხალხის ფულით მდიდრდებიან და სინდისიც არ აწუხებთ
2017, 26 მარტი, 23:37
ეს "წანწალი" როგორც შენ ამბობ იესო ქრისტეს დავალებით უნდა გაგრძელდეს აღსასრულამდე ეს მოსწონს ხალხს თუ არა..რაც შეეხება ჯვარს ბერძნულად (სტავროს) და ლათინურად( კრუქს) ნიშნავს ვერტიკალურ ბოძს ან ძელს და არ ნიშნავს ურთიერთგადამკვეთ ორ ძელს..არავითარი მტკიცება არ არსებობს,რომ ქრისტეს სიკვდილიდან პირველი 300 წლის განმავლობაში თაყვანისცემის დროს ჯვარს იყენებდნე ქრისტიანები..მიხარია რომ იეჰოვას მოწმეებისგან მოითხოვენ სწორად მოქცევას ამის ფონზე ჩემს გარშემო სხვა რელიგიის წარმომადგენლები უღირსად იქცევიან რაც მათთვის ნებადართულია..
რაც შეეხება რასელს იყო შეძლებული პიროვნება რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა თავის თანამოაზრეებთან ერთად ბიბლიის გამოკვლევას და უამრავ ენაზე თარგმნას იმ დროს, როდესაც ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სამყარო დევნიდა ადამიანებს ბიბლიის გამო,ამის გამო არაერთი დაწვეს კოცონზე.
2017, 26 მარტი, 23:19
არა რეალურად ჰქონდათ "გაფრენის" მცდელობა გორში–გორის ციხიდან. ვიდეო მასალაც არსებობს, დაკითხვის მომენტშიც აფიქსირებ ენ თუ ვინ არიან. :)
უფალი ბრძანებს, ბოლო ჟამს გამოჩნდებიან ცრუ წინასწარმეტყველნი რომლებიც ტკბილი ენით გეტყვიან, რომ მალე დადგება დრო როცა დიდი და პატარა ბედნიერად იცხოვრებ ს, იცოდეთ უფლის წარგზავნილი ხალხი არაა და ერიდეთო.
არმაგედონს ქადაგებდით და რომ არ შედგა ახალ ეტაპზე გადახვედით. :)
ან ვინა ხართ უფლის სახელით, რომ ქადაგებთ ვისგან გაქვთ ეს უფლება მონიჭებული!?
მე 3 უხუცესს ვიცნობ და სამივე უვიცია განათლების მხრივ, დაზეპირებული აქვთ სახარებიდან ციტატები და იმეორებენ მუდმივად.
კაცს, რომელსაც საშუალო სკოლა თავის დროზე სამებზე აქვს დამთავრებული როგორ უნდა მოვუსმინო!? :)
2017, 26 მარტი, 23:07
ისე საინტერესოა მფრინავი იეჰოვას მოწმე სად დაინახე..როცა ცდილობენ დაიცვან მათეს 28 თავის 19, 20 მუხლები და ხალხს უთხრან რა ბედნიერი მომავალი ელით ამიტომ ამბობ რომ დაფრინავენ?:)
2017, 26 მარტი, 23:05
დარწმუნებული ვარ მთელი 100%–ით, რადგან ძალზე ახლოს ვიცნობ.
დღესაც "უხუცესია" და მის სახლში ყოველდღე უამრავი ადამიანი იკრიბება.
ამაშია თქვენი უბედურება, არ ცნობთ სწავლული თეოლოგი მეცნიერების კვლევებს და ეყრდნობით თაღლითი რასელის ნაბჟუტურევს.
ბიბლიას, რომ ჩაწვდე წიგნიერთან ერთად გ ანსწავლული ცუნდა იყო, მე კი მაპატიეთ, მაგრამ ასეთებს ვერ ვხედავ "იეჰოვას მოწმეებში".
თან ეს კარდაკარ წანწალი რა უბედურებაა ან ბულვარში და ქუჩაში ადამიანის შეჩერება და წიგნის შეჩეჩება?
ჯვარგადაშლილ სახარებას, რომ დაატარებენ თქვენი "პიონერები" ამაზეც გექნებათ ორიოდე განმარტება. :)
ისე როდის მერე დაიწყო სამოთხის აზომვა ჰექტარებში!? :)
2017, 26 მარტი, 22:57
ამბობ რომ ბიბლია გადაზუთხული მაქვსო ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ზეპირად ვიცი მაგრამ ის რასაც ვაკეთებ მის თანახმად ვაკეთებ.ალბათ გაცნობილი ხარ იეჰოვას მოწმეების რელიგიას რახან ასე აკრიტიკებ მათ შეგიძლია მითხრა რატომ არ აღიარებდით ღმერთის სახელს იეჰოვას მოწმეებს დასცინოდნენ როცა ამბობდნენ ღმერთს იეჰოვა ქვიაო ახლა ამ ბოლო პერიოდში აღიარეთ ასევე მკვდრეთით აღდგომაც ( თუმცა ხალხში აზრი ორადაა გაყოფილი) დღეს ტრადიციებს უფრო იცავენ ვიდრე იმას თუ რას ითხოვს ღმერთი..ტრადიციით უფროსს პატივი უნდა სცენ იზრუნონ მშობლებზე და ასე შემდეგ მაგრამ რაც აწყობთ ისაა ტრადიცია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10