x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მთავარია, შენ რას ფიქრობ საკუთარ თავზე და რამდენად გულწრფელია ეს" - ირაკლი ჭიკაიძე
რუბრიკა " აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად" აგრძელებს ნიჭიერი ადამიანების საზოგადოებისთვის გაცნობას. ჩვენი შემდეგი რესპოდენტია თანამედროვე ავტორი ირაკლი ჭიკაიძე.



image

"ყველა იტოვებს უფლებას, რაც გაუხარდებათ ის უწოდონ სხვას, მაგრამ, მთავარია, შენ რას ფიქრობ საკუთარ თავზე და რამდენად გულწრფელია ეს"




ირაკლის შემოქმედება აზრის სიმწიფით გამოირჩევა. მის ლექსებში არის ვნება და ძლიერი ენერგია, რაც მკითხველისთვის საინტერესოა.

შეიძლება ითქვას რომ ხანდახან მისტიურიც კია მისი სტრიქონები.


შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელიც ირაკლისთან ჩავწერეთ.




-როგორია
თქვენი შემოქმედების პირველი ნაბიჯები? გავიხსენოთ დღე, როცა პირველად წარსდექით აუდიტორიის წინაშე..


-ზუსტად მახსოვს, 6 წლის წინ, ბოლო ზარზე. წინა ღამით დავწერე ლექსი და ძალიან ვნერვიულობდი. მას მერე, 2-3 წელი გავიდა ისე, რომ არაფერი დამეწერა.


-გარდა იმისა, რომ ლექსებს წერთ.. ვიცით რომ სხვა პროფესიაც გაქვთ.. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?


-დედაჩემს ძალიან მოსწონდა ზოგადად, არქიტექტორის ფენომენი. გონებაში ჩამიჯდა რჩევა, შემდეგ ვნახე, რომ მთლად ‘გამოუსადეგარი’ არ ვიყავი ამ მხრივ და დღეს მთავარ პროფესიად მაქვს არჩეული, რომელსაც აქტიურად მივყვები და ასე იქნება კიდეც.
ვერ იქნები ამ სფეროში, თუ არ მოგწონს და შენში თუ არ არის. წვალობ, მაგრამ, ტკბილად. რაც შეეხება წერას, არც პოეტი ვარ და არც მწერალი, ჩემი გადმოსახედიდან და ეს არაა მხოლოდ ლიტონი სიტყვები, ყველა იტოვებს უფლებას, რაც გაუხარდებათ ის უწოდონ სხვას, მაგრამ, მთავარია, შენ რას ფიქრობ საკუთარ თავზე და რამდენად გულწრფელია ეს.


-სოციალურ ქსელში თქვენი აქტივობა და ხალხის სიყვარული. თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს?

-ცხადია, ამაზე ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. სიმართლე გითხრათ, დიდად არც მიფიქრია, რადგან, მგონია, რომ ასეთ დროს, არც საბოლოო შედეგზე და არც რაიმე მდგომარეობისა თუ სტატუსის საბოლოო შედეგზე არ უნდა იფიქრო და უბრალოდ აკეთო ის, რაც გსიამოვნებს. როცა ვხედავ, რომ ამ ყველაფრის
დახმარებით,
ბევრი ისეთი ადამიანი აღმოვაჩინე, ვისთანაც ბევრი მაქვს საერთოდ, ცხადია, ‘წესად’ მექცა და ჩემ ნაწილად გადაიქცა, მადლობელი ვარ იმის, რაც მაქვს და იმის, ვინც მყავს. არ ვიცი, თუ რამეს პოულობენ ჩემში, მაგრამ, ცხადია, სითბოს თითოეული ბწკარი ძვირფასია ჩემთვის და ვცდილობ მინიმუმ იმავეთი დავუბრუნო. მოვექცე ისე, როგორც მე მომინდებოდა მომექცნენ. თუმცა, თავს ვერ დავდებ, რომ ეს კარგად გამომდის.


image



-თქვენი ლექსების ხასიათი როგორია? ისეთივე, როგორიც თქვენ ხართ?


-ცხადია, ლექსსაც და თითოეულ ნაწერსაც ისეთივე ხაზი მისდევს, როგორიც მისი დაწერის მომენტში. არ მიყვარს ‘დაგეგმილი ნაწერები’.

-თანამედროვე პოეზიაზე რას გვეტყვით.?


-ვიტყვი იმას, რომ გვყავს თანამედროვეობაში ავტორები,
რომლებიც აუცილებლად დატოვებენ კვალს პოეზიაში და სულაც არაა ისე საქმე, როგორც ამას სხვადასხვა სარკასტული ‘პოსტი’ თუ ‘სიახლე’ გვთავაზობს.მე მიხარია, რომ ბევრი მათგანი ჩემი ახლო მეგობარი და კარგი ნაცნობია.

-თქვენი აზრით ქართველი პოეტები ჩვენ ქვეყანაში რამდენად დაფასებულები არიან?


-ვიტყვი ერთ რამეს. ეს არ ეხება მხოლოდ პოეზიას, პროზას, ზოგადად ლიტერატურას და ა.შ. ყველგან ასეა, ვინც დასაფასებელია, ის არასოდეს ფასობს სათანადოდ.

- მთავარი გულშემატკივარი ვინ არის თქვენი?


-ჩემი ოჯახი. პირველ რიგში, დედაჩემი.


-კრიტიკას რამდენად ითვალისწინებთ და თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა უსამართლო ყოფილა ეს კრიტიკა


-ჯანსაღ კრიტიკას და რჩევას ნებისმიერ დროს მივიღებ, ოღონდ, ადამიანსგან, ვინც, ჩემი გადმოსახედიდან,
კომპეტენტურია
ამ ველზე. არა, დიდი უსამართლობა ამ მხრივ, როგორც ასეთი, არ მახსენდება.

-სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა პერსონალურ პოეზიის საღამოს ჩატარებას?


-ვაპირებ, შევეცდები მაისს არ გაცდეს. ეს არ იქნება ‘პოეზიის საღამო’, თუმცა, ახლა არ დავწვრილმანდები.

image

- ჩემი მეგობრები ჩემთვის არიან:

-კედლები, რომლებსაც შემიძლია მივეყრდნო.


-რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი-


-ბარსელონაში.


-ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გინდათ?


¬-საფუძვლიანად გააზრება იმის, რომ ტყუილად
არ ვიცხოვრე.


-ის რაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენ თავში არის-


-ვარცხნილობა.

-ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ


-იმპულსურობა. თუმცა, ვმუშაობ ამ საკითხზე.


- ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ.



-გააჩნია, საიდან იყურები.


-ყველაზე
ხშირად გავიწყდებათ-

-დრო. ყველგან ვაგვიანებ.

-მინდა
დამინახსოვრონ,
როგორც -

-ირაკლი
ჭიკაიძე


image

- ნიჭი-რომელიც გინდათ გქონდეთ

-ხატვის.


- ის რისი თქმაც მინდოდა სულ და დღეს ამბობთ-

¬-"Va'esse deireadh aep eigean, va'esse eigh..’’


‘’რაღაც მთავრდება, რაღაც იწყება.’’ გაიღიმე



––––






გულში
წვიმს, გარეთ ქარია,

ალყას
მარტყამენ,

ღონემიხდილს,
ძველი ფიქრები.
ჭიქა
არაყმაც ყველაფერი სულმთლად არია,

არ
ვიცი რა ვარ, რა ვიყავი


ან რა
ვიქნები..

რითმაც
არ მოდის,

დამსხვრეული,
გმირის ფარივით.

არც ვარსკვლავი
ჩანს, ცაზე მნათი, ცალკე, ეულად.

თითქოს,
სხეულში გამჩენია რაღაც ბზარივით,

თითქოს,
ქვეყანაც მოძრაობას გადაჩვეულა.

ქარებს
დაყავხარ აქეთ-იქით, ხელკავგაყრილებს,

და
არც არავის ანებებენ შენთვის შეხედვას.

შენ
გარიდებენ, ანგელოზო,

ფლიდებს,
გარყვნილებს,

მიწასთანაც
კი არ გიშვებენ ფეხით შეხებას.

ასე,
ლანდივით ჩამიქროლე,

ერთ
დროს, თვალებთან,

გონმა
დამტოვა, ჩუმი მზერა გამოგაყოლე.

უმალ
შენიშნეს და ჩამავლეს შენმა ქარებმა,

იმ
ერთ შეხედვას, ჩემო კარგო, გადამაყოლეს..


აი,
კვლავ ვდგავარ, დანგრეული, იმავ ადგილას,


სადაც
დაჰქროდი,


სადაც
თავი დამაკარგინე.

ქარის
ხმა მესმის, შენ მოჰყავხარ, ვფიცავ საფიცარს,

ქარწაღებული,
ერთი მოსვლით გადაარჩინე..

გულში
წვიმს, გარეთ, ალბათ, ისევ ქარია.

ვეღარც
ვატოკებ,

გადამტვრეულ
ჩემსავ ნაფოტებს.

მე
ხომ არ მითქვამს,

-ანგელოზო,
კოცნა მწადია..-

მათ
ხომ, უბრალოდ,

ერთ შეხედვას გადამაყოლეს.












4
94
1-ს მოსწონს
ავტორი:აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
94
  
0 1 4