x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ყველა ადამიანი სიყვარულის ხორცშესხსმაა" -ალექსანდრე ჯინჭარაძე
ვიწყებთ რუბიკას, სახელწოდებით „აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად“. ძალიან ბევრია ისეთი, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი ნიჭის რეალიზებას. სწორედ ამ რუბიკის მიზანიც იმაში მდგომარეობს, რომ სტიმული მივცეთ ნიჭიერებს და საზოგადოებამ უფრო უკეთ შეძლოს მათი გაცნობა.

პირველი რესპოდენტი გახლავთ თანამედროვე პოეზიის წარმომადგენელი ალექსანდრე ჯინჭარაძე.

image „ადამიანი კეთილია. რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა
მოგეჩვენოთ, ყველა ადამიანი
სიყვარულის ხორცშესხსმაა. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთმანეთის სიხარული გვიხარია“


ალექსანდრეს შემოქმედება სიყვარულით და სითბოთია

სავსე, ერთი შეხედვით მშვიდ ადამიანში ძალიან ღრმა და ბობოქარი სული ბინადრობს.
შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელიც მასთან ჩავწერეთ.




- როგორია თქვენი შემოქმედების პირველი ნაბიჯები?
როდის დაწერეთ პირველი ლექსი?


- არასოდეს განმისაზღვრავს თარიღი. დრო ჩემთვის პირობოთი ცნებაა, მაგრამ სადღაც მერვე-მეშვიდე კლასში იყო რაღაც მცდელობები. ლექსს მთლად ვერ დავარქმევდი, უფრო ჩანახატი, ჩანაწერი, გარითმვის მცდელობა..


- გარდა იმისა, რომ ლექსებს წერთ, კიდევ რითი
ხართ დაკავებული?


- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი
პროფესია -სოციოლოგიაა. ვმუშაობდი ერთ ხანს პროფესიით, მერე კი დროის კარგვად მივიჩნიე ოფისში გამოკეტვა.


ჩავაბარე მაგისტრატურაზეც, მაგრამ ვერ შევეგუე დედაქალაქის ფეხის
რიტმს.

ახლა სოფელში ვარ: მიწას ვამუშავებ, სუფთა წყალს ვსვამ, ვფიქრობ, ნაკლებს ვწერ და მაინც....


- სოციალურ ქსელში თქვენი აქტივობა და
ხალხის სიყვარული. თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს?


- ადამიანი კეთილია, რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა
მოგეჩვენოთ.ყველა ადამიანი სიყვარულის ხორცშესხსმაა. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთმანეთის სიხარული გვიხარია.
თუმცა ზოგჯერ ავცდებით ხოლმე ამ გზას. სოციალურ სივრცეში აქტივობაც საკუთარი თავის რეალიზებაა, როცა ამას რეალურ ცხოვრებაში ვერ ვახერხებთ და თუ აქ გავცემთ ამ სითბოს, ესეც ხომ კარგია?!



- თქვენი ლექსების ხასიათი როგორია? ისეთივე,
როგორიც თქვენ ხართ?


- პიროვნება და ლექსი ყოველთვის განიყოფა, როგორც
ქანდაკი და მოქანდაკე. მუდამ ასეა. მქმნელი მუდამ სჩანს ქმნილში, მაგრამ ქმნილება
ვერ შემოსაზღვრავს შემოქმედს. გარკვეულწილად ის ვარ, რასაც ვწერ. ჩემი გრძნობაა,
ჩემი აღქმაა და ტკივილი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ხელოვნურად“
ვქმნი რამეს. იყო ხელოვანი, იდეაში, ნიშნავს ჭვრეტდე შესაძლო მდგომარეობას
საგნისას და ტრაექტორიის შემთხვევისას.
საბოლოოდ პიროვნება მაინც უფრო მეტია, ვიდრე მისი
ქმნილება. ხასიათს რაც შეეხება, განწყობას გააჩნია, სულის მდგომარეობას. ზოგჯერ
წამიერი აღმაფრენა სხვას გაწერინებს, ხოლო სევდა-სხვას.

ორივე შემთხვევა ექსტაზია. შემოქმედის და ქმნილების ჭიდილი დიდებული სანახავია, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.


5) თანამედროვე პოეზიაზე რას გვეტყვით.?


მშვენიერია, რასაც ვკითხულობ. გულით. ზოგიერთი ავტორი, ვერ აღწევს გულამდე და მიღმა რჩება. მუდამ ასე იყო ეს. ახლა მაინც „პოსტმოდერნული“ ხანაა, ღირებულებათა გადაფასების. ბევრი ისეთი რამ იქმნება და საჯაროდ
იკითხება, რაც სამარცხვინოა პოეზიის დანიშნულებისა და იდეის წინაშე. მშვენიერების
აღქმას კარგავს სამყარო. რთულია გამოარჩიო კარგი ლექსი, ჩვეულებრივისგან, გენიოსი
განყო უბრალო ავტორისგან.


6) თქვენი აზრით ქართველი პოეტები ჩვენ ქვეყანაში
რამდენად დაფასებულები არიან?


არიან, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაშივ განადიდებენ, ვიღაცებს კი სიკვდილის მერე. ესეც არ არის ახალი. მე მაინც მგონია საქართველოში პოეტებს უფრო
აფასებენ, სცნობენ, უყვართ, ვიდრე ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლებს. როცა
ერის კულტურულ ღირებულებაზე გვეფიქრება, იმ წუთასვე თავში რუსთველის საოცარი
ქმნილება გვიტრიალებს. ეს უდავოა. „ვეფხისტყაოსანმა“ ქართველი ერის ცნობიერება
შეცვალა, საზრისი განუახლა. უსასრულოდ შეიძლება ამაზე საუბარი.


7) მთავარი გულშემატკივარი ვინ არის თქვენი?


წესით და რიგით, მკითხველი უნდა იყოს. ასევე,
ჯანსაღი კრიტიკოსი. ოჯახის წევრები, მეგობრები, მაინც სუბიექტურნი არიან და
ავტორში, ახლობელს დაინახავენ ჯერ. ამიტომ ჩემს ნაწერებსაც ხშირად, ჯერ სოციალურ
სივრცეში, ან ვირტუალლურ სივრცეში ეცნობიან და მერე მეგობრები.


image



- კრიტიკას რამდენად ითვალისწინებთ და თუ ყოფილა
ისეთი შემთხვევები, როცა უსამართლო ყოფილა ეს კრიტიკა


-უსამართლო, სამართლიანი, არ მესმის ამათი
მნიშვნელობა.
ჯანსაღში, ალბათ გულისხმობთ, რომ პოეზიას აქვს თავის
ნორმები და იმას კი უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ავტორი. ალბათ ასეც არის. აი
არისტოტელეს „პოეტიკა“ ავიღოთ, წერია იქ, რომ პოეზია უნდ აიყოს მშვენიერის,
ამაღლებულის, სიკეთის იდეის მატარებელი.

თუ ავტორი ამას არ ემსახურება არაა პოეტი. უნდა მღეროდეს, უნდ აუგალობდეს სიცოცხლეს. ზოგი დრამატურგია შინაგანად, მაგრამ იმედის ნაპერწკალი მაინც კიაფობს მის გულში და საერთოდ, უშვერი სიტყვები
ლექსში დაუშვებლად მიმაჩნია.

მე არ ვიცი, რამდენად ვაკმაყოფილებ საკუთარ ნაზრევს, ამაზე პასუხს დრო გასცემს და საზოგადოება.


-საყვარელი პოეტი- ქართველი:


რუსთაველი





- ჩემი მეგობრები ჩემთვის არიან-


- მზეები






- რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში


დავიბადებოდი- არსად, რადგან მაშინ მე არ ვიქნებოდი მე და ვიქნებოდი სხვა, ამიტომ
ეს სხვისთვის უნდა გეკითხათ.




- ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გინდათ?


-შემეძლოს მოყვასის სიყვარული. ეს ყველაზე რთულია,
ლამის შეუძლებელი!


image



-ის რაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენ თავში
არის-


-რომ მე უკვდავი ვარ, ისევე როგორც სხვა, მაგრამ
ამისი თვითცნობიერება სიგიჟეა. ყოფნა ძღვენია და მე მიხარია, რომ მე მხვდა ეს
წილად.


- ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ


-ზარმაცი ვარ





-ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ.


-მზე ჩვენ გვაჯერებს, რომ იგი არის, მიუწვდომელი
უხილავი


- ყველაზე ხშირად გავიწყდებათ-


- რომ წინ სიკვდილია


- მინდა დამიმახსოვრონ, როგორც -


- ადამიანი


-ნიჭი-რომელიც გინდათ გქონდეთ


- ყოველთვის მინდოდა დაკვრა მცოდნოდა


- ის რისი თქმაც გინდოდათ სულ და დღეს ამბობთ-


-მადლობთ, ყურადღებისთვის!









image




ამაოება


დილის ყვავილები ნამად მოვიარე

მაინც სიზმარია ბედის ეს თარეში.

როცა ცას მოვწყდებით, როგორც მგლოვიარე,

ანგელოზები ფრთების გარეშე!

სთქვი, რა ამაო ახლა ეს სოფელი,

როცა მარადიულ ტანჯვას ელოდები.

მორჩა, აღარ მოვა ვისაც შენ მოელი,

მხოლოდ დუმილია ხავსთა და ლოდების!

მღერაც ამაოა, ხედავ მდინარეში

როგორ ირევიან ფრთანი პოეტების,

როცა შეღამდება ცათა სიმაღლეში

ლექსთა მირონცხება ნამად მოედების!








ინტერვიუ დამზადებულია "აღმოვაჩინოთ ნიჭიერების მიერ"











1
86
2-ს მოსწონს
ავტორი:აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
86
  
წარმატებებს გისურვებთ ალექსანდრე !
0 1 1