x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადამიანის გამძლეობის 10 შთამბეჭდავი მაგალითი
1. 73 დღე წყალქვეშ.
image


აშშ–ს ფლორიდის შტატში კი–ლარგოს ნაპირებთან მდებარე წყალქვეშა სასტუმრო მსოფლიოში ერთადერთია. აქ საინტერესო რეკორდი დამყარდა.


image



2014 წლის მიწურულს ბიოლოგებმა ბრიუს კანტრელმა და ჯესიკა ფაინმა წყალქვეშა სასტუმროს სამოთახიან ნომერში 10 კვირა გაატარეს. ამით მათ დაამხვეს 22 წლიანი, აქვე დამყარებული ძველი რეკორდი, რომელიც ასტრონავტ რიჩარდ პრესლის ეკუთვნოდა.


2. 438 დღე კოსმოსში.


image


1994–1995 წლებში რუსმა კოსმონავტმა ვალერი პოლიაკოვმა 438 დღე გაატარა კოსმოსურ სადგურ მირზე. დაუჯერებელია, მაგრამ მისიის დასრულების შემდეგ პოლიაკოვის ფიზიკურმა და გონებრივმა შემოწმებამ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.


3. 264 საათი უძილოდ



image
1965 წელს ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ რენდი გარდნერმა დამყარა რეკორდი, რომელიც დღესაც მოუხსნელია. მას არ ეძინა 11 დღეზე ოდნავ მეტი,


3 დღის შემდეგ უჭირდა ლაპარაკი და დაკარგა მოძრაობის კოორდინაცია. მეხუთე დღეს დაეწყო ჰალუცინაციები. მეთერთმეტე დღეს მისი მდგომარეობა ექიმებმა ასე აღწერეს: "უმეტყველო სახე, ლაპარაკია გაუგებარია, ინტონაციის გარეშე. შეკითხვებს ვერ გებულობს გამეორების გარეშე. ძალიან დაეცა გონებრივი შესაძლებლობები"


4. 86 საათი შეუწყვეტელი სირბილი.


image


2012 წელს ახალზელანდიელი კიმ ალანი შეეცადა ამერიკელი პენ რიდის რეკორდის (486 კილომეტრი შეუწყვეტელი სირბილი)ს მოხსნას. მიხედავად 85 საათის სირბილისა მან ვერ შეძლო რეკორდის მოხსნა, რადგან დაკარგა ყველა ფრჩხილი ფეხებზე და დაეწყო ჰალუცინაციები.


მომდევნო წელს მან მაინც შეძლო რეკორდის დამხობა. გაირბინა 499 კილომეტრი 86 საათში.


5. 22 წუთი წყალქვეშ სუნთქვის გარეშე.


image
დანიელი მედიცინის დოქტორი და ბიოლოგიის მაგისტრი სტიგ სევერინსენი დაივინგითაა გატაცებული. 2012 წელს დაამყარა რეკორდი, რომელიც კარგახანს მოუხსნელი დარჩება. 22 წუთი გაძლო წყალქვეშ სუნთქვის გარეშე.


6. 48 საათი ვირტუალურ რეალობაში.


image
გერმანიში 2016 წლის იანვარში ტორსტენ ვიდემანმა დაიხურა VR-ჩაფხუტი HTC Vive
და ვირტუალურ სამყაროში 2 დღე გაატარა. ვირტუალური დრო საკმაოდ დატვირთული ჰქონდა: ჩოგბურთი ეთამაშა საკუთარ თავს, ხტებოდა უზარმაზარი ტრამპლინებიდან, დაკავებული იყო მიზანში სროლით, ათვალიერებდა ვირტუალური პლანეტის პეიზაჟებს. ეძინა მხოლოდ ორსაათნახევარი დილაობით, ისიც ვირტუალურ გამოქვაბულში.


7. 41 წუთი თვალის დაუხამხამებლად.


image


2011 წელს ავსტრალიის ჩრდილოეთში უჩვეულო კონკურსი ჩატარდა, პატარა ბიჭისთვის ინვალიდის ეტლი რომ შეეძინათ. კონკურსის გამარჯვებული ის იქნებოდა ვინც ყველაზე მეტხანს გაძლებდა თვალდაუხამხამებელი. ფინალში სტივენ სტაგი და ფერმან ფლემინგი გავიდნენ. ორივემ დაამხო გინესის 17 წუთიანი რეკორდი. 41 წუთზე და 59 წამზე სტაგმა თვალები დაახამხამა. გაიმარჯვა ფლემინგმა.


8. 11 საათი თამაში უიმბლდონზე.


image


2010 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე ჯონ იზნერმა ნიკოლა მაიუ დაამარცხა. მატჩი 11 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. თამაში სამი დღე იმართებოდა, ორჯერ შეწყდა დაღამების გამო. საბოლოოდ ჯონ იზნერმა გაიმარჯვა.


9. 76 საათი შეუწყვეტელი ფრენა.


image
თვითმფრინავი Solar Impulse 2 ნამდვილი ტექნოლოგიური სასწაულია, ის მხოლოდ მზის ბატარეებზე მუშაობს. მას პრაქტიკულად უწყვეტად შეუძლია ფრენა. ერთადერთი რამაც შეიძლება დაშვება გამოიწვიოს, ბუნებრივი პირობების გარდა, არის პილოტების გადაღლილობა. 2016 წელს მფრინავმა ანდრე ბორშბეგმა ჰაერში 76 საათი გაატარა. ის Solar Impulse 2 ით იაპონიიდან ჰავაიში გაფრინდა.


10. 15 დღე წყლისა და საჭმლის გარეშე.


imageპრახლად ჯანი–მოხუცი ინდოელი იოგი, ამტკიცებდა რომ, 8 წლის ასაკიდან არ სჭირდებოდა წყალი და საჭმელი. 2010 წელს 82 წლის ჯანი გამოსაკვლევად ახმადაბადის საავადმყოფოში მოათავსეს. 15 დღის განმავლობაში მას არ მიუღია წყალი და საჭმელი. ექიმები გაოგნებული დარჩნენ, რადგან ითვლებოდა, რომ წყლის გარეშე ადამიანი მხოლოდ 7–8 დღე ძლებს. დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ ჯანის შარდის ბუშტი რეგულარულად ივსებოდა, მაგრამ შემდეგ სითხე უკან შეიწოვებოდა.

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0