x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ვინმესთვის რამის ახევა მდომოდა, ისე გავაკეთებდი, ვერავინ ვერც გაიგებდა- ნიკა გვარამია
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ქიბარ ხალვაში გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ტელეკომპანია რუსთავი2–ის მფლობელი იყო, თუმცა გასული ხელისუფლების პოლიტიკის დროს ეს ქონება მას ჩამოერთვა და დღეს უკვე სამართლებრივი ბრძოლა აქვს დაწყებული მის დასაბრუნებლად. ტელეკომპანია რუსთავი2–ის მიმდინარე, გენერალური დირექტორი კი ნიკა გვარამიაა– ესეც ცნობილი ფაქტია. ტელეკომპანიის სადავო საკითხი ევროსასამართლოზე იქნა განხილული და შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და რუსთავი 2-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც რუსთავი 2-ის წილის 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია “პანორამას” გადასცა. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 2017 წლის 2 მარტს შეაჩერა, რომელიც არის დროებითი.


image


მას შემდეგ, ტელეკომპანია რუსთავი2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხშირად წერს საჯაროდ პოსტებს facebook–ის საკუთარ გვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლახანს მან მორიგი, ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ.


"ერთადერთ და უკანასკნელ განცხადებას გავაკეთებ ამ თემაზე:
რ2ისთვის დავდე ყველაფერი, რაც შემეძლო და არ შემეძლო. მეც და გუნდმაც.
ვინმესთვის რამის ახევა მდომოდა, ისე გავაკეთებდი, ვერავინ ვერც გაიგებდა და ვერც შემეწინააღმდეგებოდა.
ივანიშვილთან თანამშრომლობა მდომოდა, ისე ავიღებდი ჯერ 5 და მერე გაზრდილ 10 მილიონიან "სტავკას" და უბრალოდ გავიწეოდი გვერდზე, საყვედურსაც ვერავინ მეტყოდა - უბრალოდ "დავიღლებოდი" და წავიდოდი ოჯახთან საზღვარგარეთ.
ახლა ვერ ვისაუბრებ დეტალებზე და სრულ კონტექსტზე (ოდესმე ითქმება, ალბათ), მთავარს ვიტყვი მხოლოდ - სიტუაცია იმგვარია, რომ დამოუკიდებელი რ2 მხოლოდ შემოთავაზებული ფორმით შეიძლება იყოს - კოლექტივის ხელში. თან იმგვარი კონსტრუქციით, რომ ვერც ბიძინას (პირველ რიგში) მიეყიდოს და ვერც სხვას, თუ ყველა ამაზე არ შევთანხმდით (რისი ალბათობაც ნულვანია).
რაც შეეხება აშკარად მესიჯბოქსურ "ქარხნები მუშებს" - ჩვენ უსასყიდლო გადმოცემაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ, ამ დეტალების განცხადებაში გამოტანა არ ჩავთვალეთ საჭიროდ.
გმადლობთ, რომ გვიყურებთ"– წერს გვარამია.



image

1
134
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
134
  
2017, 24 მარტი, 14:17
პარტიული ტელევიზია რომაა რუსთავი 2 ამიტომაც ყვირის ბატონი გვარამია, თორემ ოფიციალურად ეს ერთი დაქირავებული მენეჯერია და მეტი არაფერი. თუ ყარამანაშვილებისაა ტელევიზია ეს რას იქაჩება რაჟა სარჩიმელიასავით, მიხედოს ტელევიზიის მენეჯმენტს და იურიდიულ მხარეს მოაგვარებ ენ ტლევიზიის იურისტები და მისი მფლობელები–დაინტერესებული მხარეა გვარამია და ესაა პრობლემა...
0 1 1