x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" გაგისინჯავს" "მთვრალი ალუბალი" ?
ყველაფერი ერთ პატარა კაფეში ხდება ... მიმტანები, მზარეულები, თვით მფლობელიც კი... ყველა ერთმანეთზეა

გადაჯაჭვული. ზოგს ერთმანეთი მოსწონს, ზოგი უბრალოდ მეგობრობს, ზოგი ქორწინდება, ზოგი ცხოვრების

სიყვარულს პოულობს.


image



თეატრში ალბათ სიცოცხლე უნდა არსებობდეს, რომ მაყურებელი მიიზიდოს. ლევან წულაძეს ეს ფაქტორი ვფიქრობ ყოველთვის კარგად გამოსდის და მის სპექტაკლებს ყოველთვის ბევრი მაყურებელი სტუმრობს...


image


მანანა კაზაკოვა აქ ძალიან სასაცილო, მგრძნობიარე პერსონაჟია. იგი ყოველთვის ყველას გულშემატკივრობს, ძალიან კეთილი და საყვარელია. გრძნობით ქმნის ისეთ სახეს, გაჯერებს თითქოს ნამდვილად ასეთია...


image


ონისე ონიანი მიმტანის როლშია. თურმე ერთი პერიოდი მას მიმტანად უნდოდა მუშაობის დაწყება, მაგრამ არ იღებდნენ. ადრეული გაჭაღარავების გამო იწუნებდნენ. აქ კი... ეს სურვილი რეალობად ექცა, მიმტანის როლს ასრულებს. მას ხალხთან მაქსიმალური სიახლოვე არ უჭირს, რადგან ყველაფერს ბოლომდე გულით აკეთებს. სჯერა იმის რასაც აკეთებს და არ იტყუება...


image


ნინო გაჩეჩილაძის პერსონაჟი ცოტა ქარაფშუტაა, როგორც ნაცნობ სერიალში, მაგრამ კეთილი და საყვარელია. აქ სტაჟიორი მიმტანის როლს ასრულებს. უმცროს ოფიციანტთან რომანი აქვს, რომლის როლსაც ძალიან სიმპატიური პაატა ინაური ასრულებს.


image


ასევე სახასიათო როლს ქმნის ბაია დვალიშვილი, ისიც ნაცნობი სერიალის პერსონაჟის მსგავსად აქაც ძალიან საყვარელი, ჰაეროვანი, ემოციური და კეთილია... საბოლოოდ მისი პერსონაჟიც პოულობს ნამდვილ სიყვარულს.


image


ეკა ჩხეიძის გმირი ზედმეტად სენტიმენტალურია, წარსული გულის ტკენის გამო ხელი აქვს ჩაქნეული სიყვარულზე, მაგრამ როცა ნამდვილ სიყვარულს იპოვი ვერსად გაექცევი... ბოლოს მაინც ამას მიხვდა ეკას მგრძნობიარე გმირი...


კაფე "მთვრალ ალუბალში" თავიდან მარტოსული ადამიანების ერთიანობაა, სადაც საბოლოოდ ყველა პოულობს მეორე ნახევარს და ბედნიერად სრულდება...


თუ გიყვართ ისეთი სახასითო სპექტაკლები, სადაც ჩანს ადამიანური გრძნობები, სევდა, სიყვარული... ისიამოვნებთ ბევრი სასაცილო მომენტით, რამაც ცრემლიან სიცილამდე შეიძლება მიგიყვანოთ. აქ ერთგვარი ზღვარგადასული კონტაქტია მსახიობებსა და მაყურებლეს შორის, ასევე უშუალო დიალოგი ყოველგვარი პათოსის გარეშე... თუ ამ ყველაფრის ერთიანობით, ასეთი გარემოთი, სიამოვნებას მიიღებთ, მაშინ ეს სპექტაკლი რომანტიულ განწყობაზე დაგაყენებთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - სიყვარული არასოდეს არის გვიან...




0
64
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0