x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთ
თავის ძალიან ხშირი დაბანით შეიძლება ზიანი მიაყენოთ თქვენს თმას და არა სარგებელი– ამბობს ბოსტონში არსებული თმის სამედიცინო კლინიკის დირექტორი Lynne Goldberg–ი. ადამიანებს, რომლებიც თავს იბანენ ყოველდღე იმ მოტივით, რომ თმა ძალიან მალე უცხიმიანდებათ, უფრო ცხიმიანი უხდებათ, ვინაიდან ცხიმოვანი ჯირკვლები ამ დროს უფრო მეტი ცხიმის გამომუშავებას იწყებენ. როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას და რა ხრიკები გავითვალისწინოთ, რათა თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგვიწიოს? ფაქტორები, რომლებიც დოქტორი Lynne Goldberg-ის რჩევით ნამდვილად გასათვალისწინებელია.



1. წყლის ტემპერატურა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

image

ადევნეთ თვალი წყლის ტემპერატურას. ის უნდა იყოს თბილი ან გრილი, რადგან ცხელი წყალი ხელს უწყობს ფორების გაფართოვებას და შედეგად ცხიმის გამომუშავებაც უფრო ჭარბად ხდება. თუ თავს დაიბანთ თბილი წყლით და გაიშრობთ ბუნებრივი გზით, თმა მალე აღარ გაცხიმიანდება.






2. იზრუნეთ სავარცხლის სისუფთავეზე.

image

აუცილებლად იზრუნეთ თქვენი თმის ხელსაწყოების სისუფთავეზე. თმის ცხიმიანი ნაშთები სავარცხლის კბილებს შორის აუცილებლად დარჩება, რომელიც შემდგომ დავარცხნაზე ისევ მოხვდება თქვენს თმაზე, ამიტომ კვირაში ერთხელ მაინც საპნით ან შამპუნით გარეცხეთ ისინი.





3. აუცილებლად დაივარცხნეთ თმა ძილის წინ. imageსაღამოს ძილის წინ აუცილებლად დაივარცხნეთ და აიკეცეთ თმები ისე, რომ ის მხოლოდ ბალიშს ედებოდეს. თუ თმის სიგრძე ძალიან გრძელია, თხელი ლენტებით ან სამაგრებით- დავარცხნის შემდეგ მსუბუქად შეიკარით.





4. გამოიყენეთ აქსესუარები. imageთუ მოკლე ჩოლკას ატარებთ და ის როგორც წესი უფრო მალე ცხიმიანდება, ვიდრე თმის დანარჩენი ნაწილი, ნუ დაგავიწყდებათ მისი სპეციალური ხელსახოცებითა და გრებენებით შენიღბვა.





5. გამოიყენეთ მშრალი (ფხვიერი) შამპუნი. imageცხიმიანი თმისთვის რეკომენდებულია ფხვიერი შამპუნის გამოყენება. თუ ის ტალკის სახითაა, მაშინ შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ კარგად ჩამოივარცხნეთ. ის თმაზე სისუფთავის ასოციაციას ტოვებს.




6. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. imageიმისათვის, რომ თქვენი თმა დიდხანს დარჩეს სუფთა, უნდა მიმართოთ დიეტას. გამორიცხეთ რაციონიდან ცხიმიანი, შემწვარი და დაკონსერვებული პროდუქტები, შაქარი, თეთრი პური. შეცვალეთ ისინი ხილითა და ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით, დიეტური ხორცითა და კაკლით, რაც ხელს შეუწყობს ცხიმოვან ჯირკვლებს მუშაობის შემცირებაში.



იხილეთ გარეთვე:


"გასახდომად, კანის გასაწმენდად და თმის აღსადგენად" გამოიყენეთ მხოლოდ ბრინჯიანი წყალი

როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება)

აღარასოდეს გამოიყენოთ შამპუნი, რომელშიც ეს 5 კომპონენტია- სასწრაფოდ შეამოწმეთ!

როგორ შევამოწმოთ ჯანმრთელია თუ არა ჩვენი თმა? უმარტივესი მეთოდი

რატომ გვცვივა თმა?

ნახეთ რა მარტივია იქონიოთ ბზინვარე და ჯანმრთელი თმა

ამის ცოდნის შემდეგ ნაკლებად მიმართავთ სილამაზის სალონებს

იცოდით რაზე მეტყველებს თქვენი თმის სიგრძე?
ყველაზე საშინელი ვარცხნილობები მამაკაცების არსებობის ისტორიაში
20 სერიოზული დანაშაული საკუთარი თმის წინააღმდეგ
არაჩვეულებრივი ვარცხნილობები თქვენი ხელით სახლიდან გაუსვლელად (უამრავი ფოტოგაკვეთილი)


0
9592
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
9592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0