x
image
ფიქრია ჯიქია
ფრედი მერკურის სიკვდილის წინ გადაღებული ფოტო და სიმღერა, რომელიც მან გარდაცვალებამდე ჩაწერა

image

ბრიტანული ჯგუფის „QUEEN“ სოლისტის ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან 26 წელზე მეტია გასული, ხალხს კი ძველებურად უყვარს და ახსოვს ის და მისი სიმღერები.

ლეგენდარული მუსიკოსის ტალანტმა, ნათელმა ხასიათმა და დასამახსოვრებელმა სასცენო სახემ დამსახურებული ადგილი მიანიჭა მას მსოფლიოს ცნობილ შემოქმედ ადამიანებს შორის. ითვლება, რომ ფრედის ქონდა ერთ-ერთი საუკეთესო ხმა როკ-მუსიკის ისტორიაში. ასევე აღსანიშნავია მომღერლის გასაოცარი გამძლეობა.

image

ფრედი მერკური იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი კაცობრიობის ისტორიაში. 1991 წელს მისი ამ ქვეყნიდან წასვლის მიზეზი გახდა - შიდსი. იმ დროს, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიდან, მომღერალი თითქმის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც ამ საშიში ვირუსით გარდაიცვალა.

image

მაგრამ გაიგო რა ექიმებისაგან საშინელი დიაგნოზი, ფრედი არ მიეცა სასოწარკვეთილობას და კარიერა არ მიატოვა. მის ადგილზე ალბათ ბევრი ასე მოიქცეოდა და დანებდებოდა მდგომარეობას. მაგრამ მან პირიქით, დაიწყო მუშაობა შეშლილი ტემპით.

იცოდა რა, რომ დარჩენილი ქონდა ცოტა დრო, სიცოცხლის ბოლო წლები მუსიკოსმა მთლიანად დაახარჯა შემოქმედებას. ის შრომობდა მაშინაც კი, როდესაც მას ავადმყოფობა უკვე უჭერდა სასიკვდილო მარწუხებს.

ასე გამოიყურებოდა თავისი კარიერის ბოლოს ადამიანი-ლეგენდა სცენაზე.

image

რთულია წარმოდგენა, თუ რა ძალებს იკრებდა მუსიკოსი, რომ გაეგრძელებია შემოქმედება მიუხედავად ავადმყოფობისა, მაშინ, როცა თანამედროვე ვარსკვლავებს შეუძლიათ უბრალო გაცივების გამო გადადონ დაგეგმილი კონცერტები. მან გამოიჩინა საქმისადმი ფანტასტიური ერთგულება.

მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და კოლეგა ბრაიან მეი ჯგუფ „Queen“-ს გიტარისტი იხსენებს: „ფრედიმ მითხრა მე: „დამიწერე სიმღერა, დამიწერე რამე, რაც გინდა. მე ვიცი, რომ დამრჩა ცოტა დრო. დამიწერე სიტყვები, დამიწერე მუსიკა. მე ყველაფერს ვიმღერებ, ხოლო შემდეგ რაც გინდათ ის ქენით. მთავარია - დაამთავრეთ...“

ფრედის პროდუსერი დენის რიჩარდსი იხსენებს, რომ მუსიკოსი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, თითქმის სიკვდილის პირას, მაგრამ მაინც მოდიოდა სტუდიაში, რათა ჩაეწერა გამოსამშვიდობებელი სიმღერა - “Mother love“ (“დედობრივი სიყვარული“). რადგან დრო ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, გადაწყვიტეს ჰიტი ჩაეწერათ არანჟირების გარეშე.

ამ სიმღერაში ფრედიმ შეძლო წარმოუდგენელი ნოტის აღება, ხოლო სიმღერა ფრედიმ იმღერა ბოლო კუპლეტამდე და შემდეგ თქვა: „მე მეტი არ შემიძლია, ეხლა ცოტას დავისვენებ და ჩვენ დავამთავრებთ“. ამის შემდეგ ფრედი მერკური ხმის ჩამწერ სტუდიაში არ მისულა...

სიმღერის “Mother love“-ს ბოლო კუპლეტი დაასრულა ბრაიან მეიმ. ამ სახით ეს სიმღერა შევიდა Queen – ს ალბომში “Made in Heaven” 1995 წელს.

მის საფლავზე დღემდე ჩანს ეპიტაფი: „ფრედი მერკური. ის, ვისაც უყვარდა სიცოცხლე. ის, ვინც მღეროდა სიმღერებს“.

image

image


იხილეთ ვიდეო: ფრედი მერკურის გამოსამშვიდობებელი სიმღერა.

0
408
2-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0