x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

image
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულები ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი. როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა. მაშინ დაკავებული ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან
გაათავისუფლა. თითოეულმა მათგანმა 5 დღის ვადაში 150 000 ლარი გადაიხადა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომში მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 42, 9524 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. გამოძიების ინფორმაციით, ლაშა კურტანიძემ ასევე გამოძიებით
დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0, 0857 გრამი
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა. ისინი წინასწარ პატიმრობაში
იმყოფებოდნენ.

დღეს კი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ლაშა კურტანიძეც და ლევან როსტოშვილიც დაპატიმრებულები არიან.image
ნანუკა ჟორჟოლიანი: "ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი! ხაზს ვუსვამ, შეძენა- შენახვისთვის და არა გასაღებისთვის! ლაშა კურტანიძეს 5 წელი! ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა ბარიგები და მკვლელები. არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას,
მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი
ბატონებო! მეტი არაფერი!"

image

იგი ასევე ბერა ივანიშვილს მიმართავს :"BERA -შენი აზრი მაინტერესებს, ადამიანი MDM-თვის 8 წელი უნდა იჯდეს ციხეში?! როგორ არის შენ სიმღერაში? რომ ნამდვილი ხარ და არამოგონილი, ხოდა გამოდი და მითხარი, ადამიანი მკვლელზე და სადისტზე მეტი უნდა იჯდეს კლუბური ნარკოტიკის გამო?!"


0
605
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
605
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0