x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ახალი რეკორდი მუსიკალურ ინდუსტრიაში-ბითლზის რეკორდი მოხსნილია?
imageგაზაფხულმა ახალი მუსიკალური მსოფლიო რეკორდი მოგვიტანა.ბრიტანელი 26 წლის ფოლკ-როკ მომღერალ Ed SHEERAN DIVIDE-ის 17 სიმღერა ტოპ-30 ში მოხვდა, ხოლო ორ კვირაში მისი ალბომი 1 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი გაიყიდა.


ახალგაზრდა მუსიკოსის ახალი ალბომს თითქმის მთელი პლანეტის ჩარტებში მოწინავე პოზიცია უკავია, რითაც აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.


ედის ახალი ალბობი "÷"3 მარტს გამოვიდა, რომელსაც წინ უძღოდა ჰიტ-სინგლი "Castle on the Hill" და "Shape of You".ალბომი Spotify-ზე განთავსდა და 24 საათში ჰქონდა 13 მილიონი მოსმენა.ამასთანავე ერთ დღეში 1, 5 მილიონი ნახვა დააგროვა YouTube-ზე.


ხოლო ერთი კვირის შემდეგ მისი ალბომი პირველი პოზიციით თავს იწონებს უკვე დიდი სამეულის ჩარტებში(UK, US, CA), პლიუს გერმანია და ავსტრალია.



დღეისთვის Ed SHEERAN DIVIDE-ის ახალი ალბომი 24 ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა!!!


მაინც რის ხარჯზე დაიპყრო ასე ფოლკ-როკ მომღერლმა მთელი მსოფლიო? მოდით მოვუსმინოთ შირანის ნებისმიერი ბალადურ ხასიათის კომპოზიციას, თუნდაც "Perfect"-ს, "Supermarket Flowers" ან "Save Myself"-მოასმენინეთ იგი ნებისმიერი ასაკის სუსტი სქესის წარმომადგენელს:ბავშვიდან დაწყებული ბებიებით დამთავრებული, რეაქცია ერთგვარი იქნება.თვალებს დახუჭავენ და იტყვიან:"ოჰ რა თბილი სიმღერაა და რა ტკბილად მღერის".




ეს კი მისი სინგლია ბოლო ალბომიდან, "Shape of You", რომელსაც უკვე ნახევარ მილიარდამდე ნახვა აქვს YouTube-ზე.





იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
74
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0