x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო როკ-სიმღერა
პორტალი TOP WATCH-მა შეადგინა მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო როკ-სიმღერის რეიტინგი, საკულტო კომპოზიციები რომლებზეც თაობები გაიზარდნენ და განსაკუთრებული როლი შეასრულეს მსმენელთა გემოვნების თუ მიმართულების ჩამოყალიბებაში.


10-Doors-light my fire-სიმღერის ავტორია რობი კრიგერი.გამოვიდა 1967 წელს და "ბილბორდის" ჩარტებში სამი კვირა იყო პირველ ადგილზე, სინგლი 1 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა.ბრიტანეთის ჩარტებში სიმღერა მხოლოდ 49-ე ადგილზე მოხვდა, მაგრამ ხელმეორე გამოცემისას(1987) მე-7 ადგილს მიაღწია.


სიმღერას #35 ადგილი უკავია მსოფლიოს ყველა დროის 500 სიმღერის რეიტინგში(Rolling Stone's 500 Greatest Songs of All Time), ხოლო VH1-მა მე-7 ადგილი მიაკუთვნა.

image






9)KISS - I Was Made For Lovin' You-ამერიკული ჰარდ-როკ ჯგუფის კომპოზიცია ალბომიდან Dynasty-1979, ცოტა მოგვიანებით სიმღერა გამოვიდა სინგლის სახით, რომელმაც ოქროს სტატუსი შეიძინა და გაიყიდა 1 მლნ. ტირაჟით.მშობლიურ აშშ-ში დაიკავა #11 ადგილი, ბრიტანეთში #50, კანადაში, ბელგიაში და ნიდერლანდებში #1 ადგილი.ამ სიმღერის ქავერ ვერსია შესრულებული აქვს 50-მდე სხვადასხვა შემსრულებელს.


image





8)Black Sabbath - "Paranoid"-ბრიტანული ჰევი-მეტალ ჯგუფის სინგლი ამავე სახელწოდების ალბომიდან, რომელმაც მშობლიურ ბრიტანეთში #1 ადგილი დაიკავა, ხოლო სინგლი UK Singles Chart-ში მე-4 აგილზე მოხვდა.აშშ-ს Billboard Hot 100 — #61 იყო.


რეიტინგები:VH1: 40 საუკეთესო მეტალ სიმღერა ისტორიაში (# 34)
VH1: ყველა დროის საუკეთესო ჰარდ როკ სიმღერა (# 4)
Q: ასი საუკეთესო საგიტარო სიმღერა (# 11)
Rolling Stone: ყველა დროის 500 Greatest სიმღერა (# 250)


image






7)Aerosmith-Dream On-ამერიკული ჰარდ-როკ ჯგუფის სიმღერა სადებიუტო ალბომიდან, სიმღერის ავტორი სტივენ ტეილორი. მშობლიურ ბოსტონში WBZ-FM-ზე კომპოზიციამ პირველი ადგილი დაიკავა, Billboard Hot 100-#59, 1975 წელს Columbia Records-მა სიმღერა ხელმეორედ გამოსცა და U.S. Billboard Hot 100-ში #6 პოზიცია დაიკავა, ხოლო კანადაში #10 ადგილი.კომპოზიცია ვერ მოხვდა ევროპულ ჩარტებში.

image





6)Eagles - Hotel California - ამერიკული როკ-ჯგუფ Eagles-ის სიმღერა ამავე სახელწოდების ალბომიდან (1976), ასევე გამოიცა სინგლის სახით 1977 წლის დასაწყისში.1978 წელს გადაეცა "გრემის" პრემია, როგორც წლის საუკეთესო სიმღერა, მშობლიურ აშშ-ში და კანადაში #1 ადგილი დაიკავა, აგრეთვე მოხვდა თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ტოპ-10-ში, Rolling Stone-მა 500 საუკეთესო სიმღერაში #49 პოზიცია მიანიჭა.არსებობს ამ სიმღერის უამრავი ქავერ ვერსია.


image



5)Queen - We Will Rock You-ბრაიან მეის სიმღერა ალბომიდან News of the World-1977.მიუხედავად იმისა, რომ სინგლი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გამოიცა, მაინც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, სიმღერა მშობლიურ ბრიტანეთის და საფრანგეთის ჩარტებს მოექცა სათავეში, US Billboard Hot 100-ში კი #52 ადგილი დაიკავა 1992 წელს.


ამერიკის ხმის ჩამწერმა ასოციაციამ "საუკუნის სიმღერათა" რეიტინგში მას #146 ადგილი მიანიჭა, ხოლო Rolling Stone-ს 500 სიმღერის რეიტინგში #330 ადგილი დაიკავა.


image






4)The Rolling Stones - (I Can't Get No) Satisfaction- იგი სინგლის სახით 1965 წელს გამოიცა. პირველად შეტანილი იქნა ალბომის Out of Our Heads ამერიკულ გამოცემაში.


აშშ-ში და მშობლიურ ბრიტანეთში #1 ადგილი დაიკავა.


რეიტინგები:

Rolling Stone ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა-#2


VH1-100 Greatest Songs of Rock & Roll-#1


2006 წელს იგი შეტანილი იქნა კონგრესის ბიბლიოთეკის ჩანაწერების ეროვნულ რეესტრში.


image






3)The Beatles-Come Together-ალბომიდან Abbey Road, (1969) რომელიც გამოვიდა 1969 წელს. სიმღერა ჯონ ლენონის მიერ დაიწერა, თუმცა ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკარტნი.
სიმღერა გამოიცა სინგლის სახით. ბრიტანეთში #4 ადგილი დაიკავა, ხოლო აშშ-ში #1.


#202 ადგილი Rolling Stone-ს მსოფლიოს 500 საუკეთესო სიმღერის რეიტინგში.ქავერ ვერსია შეასრულა უამრავმა მუსიკოსმა, მათ შორისაა:მაიკლ ჯექსონი, ტინა ტერნეტი, მერლინ მენსონი, ჯო კოკერი, «Guns N' Roses», «Godsmack», «Soundgarden», «Nazareth», «Aerosmith», «Arctic Monkeys», «Oasis» და სხვა.


image




2)Led Zeppelin - Stairway to Heaven-კომპოზიცია ალბომიდან Led Zeppelin IV. აშშ-ს FM-რადიოების რეკორდსმენი, -სიმღერა, რომელიც ყველაზე ხშირად გადის ეთერში.თავის დროზე სინგლის სახით არ გამოცემულა, მხოლოდ 2007 წელს გამოიცა და ბრიტანეთში #37 ადგილი დაიკავა.


რეიტინგები:


1) #1 Ten of the Best Songs Ever! Classic Rock


2)#3 "The 100 Greatest Rock Songs of All Time -VH1


3)#31 The 500 Greatest Songs of All Time-Rolling Stone


4)#47-100 Songs That Changed the World-Q


5)#8-100 Greatest Songs of All Time-Q


6)#1-100 Greatest Guitar Solos-Guitar World

image




1)Deep Purple - Smoke On The Water- სინგლი, შეტანილი 1972 წლის სტუდიურ ალბომში Machine Head.


US Billboard Hot 100-ში #4 ადგილი დაიკავა, კანადაში #2, ხოლო მშობლიურ ბრიტანეთში #21 (1977 წელს).არსებობს კომპოზიციის უამრავი ქავერ ვერსია, განსაკუთრებით გამოსაყოფია 1989 წელს ჩაწერილი საქველმოქმედო სინგლი(მიწისძვრა-როკი სომხეთს) მსოფლიო როკ-ვარსკვლავების შესრულებით (UK chart #30)



რეიტინგები:

1)#434 on Rolling Stone magazine's The 500 Greatest Songs of All Time


2)#37 in VH1's 40 Greatest Metal Songs


3)#12 Q magazine's 100 Greatest Guitar Tracks (March 2005)


4)#11 in VH1's "100 Greatest Hard Rock Songs" (January 2009)


5) #4- in Total Guitar magazine's "Top 20 Greatest Guitar Riffs Ever"


6)#2 -Greatest guitar riffs of all time-planet rock.


image




0
322
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0