x
image
ნინო დვალაშვილი
ყველაზე გავრცელებული და "სახალისო" ფობიები
image
ფსიქოანალიტიკოსები ფობიას სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: 1.ზოგადი ფობიები, როდესაც ადამიანს ეშინია გარკვეული ობიექტის ან რაიმე საგნის; 2. ე.წ. ლოკომოტორული ფობიები, ანუ ფობიები სიტუაციის მიმართ. 3.სოციალური ფობია ანუ მოქმედების ფობია- საჯაროდ რაიმეს კეთების შიში. ფობიების კლასიფიკაცია სხვადასხვა სახით ხდება. მაგალითად, არსებობს ფობიების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება მისთვის დამახასიათებელი შიშები. მაგ: ბავშვებისათვის ნიშანდობლივია სიბნელის შიში, მოზარდებისთვის - პარტნიორისადმი დამოკიდებულების შიში, ნაადრევი სიკვდილის შიში, და ა.შ.imageარსებობს ყველაზე გავრცელებული შიშები: აკროფობია – სიმაღლის შიში;
კლაუსტროფობია – შეზღუდული სივრცის შიში; ნიკტოფობია – სიბნელის შიში;
აეროფობია – თვითმფრინავით ფრენის შიში; არახნოფობია – ობობების შიში;
ოფიდოფობია – გველების შიში; ბაცილოფობია – პათოგენური მიკროორგანიზმების
შიში; გემატოფობია – სისხლის დანახვის შიში; ოდონტოფობია – სტომატოლოგიური
მკურნალობის შიში; აუტოფობია – მარტო დარჩენის შიში; აკვაფობია – წყლის
შიში; ფობოფობია – საკუთარი შიშების შიში, ტრისკაიდეკაფობია- რიცხვი 13-ის შიში, ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია- გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში, ჰომოფობია- ჰომოსექსუალების ზიზღი ან შიში, ქსენოფობია- უცხო ეროვნების ხალხის მიმართ შიში, ფილოფობია- სიყვარულის შიში, ტაფოფობია — საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში, მუსიფობია — ვირთხებისა და თაგვების შიში.


image

არსებობს ასევე "სახალისო" შიშები: პენტერაფობია — სიდედრის შიში, ოსმოფობია, ოლფაცტოფობია — შიში სუნის მიმართ. ლეუკოფობია — თეთრი ფერის შიში, კიბერფობია — კომპიუტერების შიში, ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ, ესოფობია — სახლში ყოფნის შიში, გინოფობია — შიში ქალების მიმართ,
არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში, ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ, ალექტოროფობია — ქათმების შიში, სქოლიოფობია — სკოლის შიში.

ცნობილ მსახიობს – ნაომი უოთს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ლიფტების ეშინია. ადრიანო ჩელენტანოს აეროფობია აქვს და თვითმფრინავით ფრენა უკანასკნელად მან 1987 წელს გაბედა. ფობიებს შორის პირველობას არავის უთმობს აგორაფობია- მას ახასიათებს საჯარო ადგილების, ადამიანთა თავშეყრის, შეუზღუდავი სივრცის, ქუჩის, ტრანსპორტის შიში. ამ ფობიით შეპყრობილ ადამიანებს უჭირთ თანმხლები პირის გარეშე ქუჩაში გასვლა, ეშინიათ, რომ რაღაც დაემართებათ და ვერავინ ვერ უშველით. ამის გამო, მათი სოციალური ცხოვრება კარგავს აზრს, ისინი იტანჯებიან დეპრესიისგან. აგორაფობიის სენით იყო შეპყრობილი რუსეთის მეფე პეტრე პირველი, ამიტომაც მისი სიმაღლის მიუხედავად, მეფის ყველა რეზიდენცია მცირე ზომის, დაბალჭერიანი იყო და პატარა ოთახებად იყოფოდა, ჰოლანდიაში ყოფნის დროს კი კარადაში ეძინა.

შიშის დაძლევის სხვადასხვა ხერხები არსებობს. პირველ რიგში, ეს ადამიანის ქვეცნობიერსა და შთაგონებაზეა დამოკიდებული. თუ თქვენ თავს დაარწმუნებთ, რომ შიშის გამომწვევი თქვენ არაფერს გავნებთ, არანაირ ზიანს არ მოგიტანთ, ამ შიშს აუცილებლად დაძლევთ.







იხილეთ აგრეთვე:


6 რამ, რაც არასოდეს არ უნდა გაუკეთოთ ან უთხრათ მამაკაცს!


10 ნიშანი იმისა, რომ იდეალური ქმარი გყავთ!


0
257
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0