x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მან თითქმის ათასი ცალი,ანუ 5 კილოგრამი მონეტა შეჭამა

image
ტაილანდის ზოოპარკის ბინადარი ზღვის კუ, სახელად ომსინი, რაც ქართულად “ყულაბას" ნიშნავს, მძიმე ოპერაციიდან ორ კვირაში გარდაიცვალა.25 წლის რეპტილიას ქირურგიული ჩარევის შედეგად ორგანიზმიდან 5 კილოგრამი მონეტა ამოუღეს, რაც 915 მონეტას შეადგენს.ოპერაციის შემდეგ ომსინი გამოჯანმრთელების გზას ადგა, თუმცა მისი მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და გარდაიცვალა.ის ტაილანდის პროვინცია ჩონბურის პატარა პარკში ბინადრობდა და ყველა სტუმრისათვის საყვარელი არსება იყო.ტრადიციის თანახმად, მნახველები რეპტილიის გალიაში მონეტებს ყრიდნენ და საკუთარ ბედნიერებასა და სიმდიდრეს სთხოვდნენ.

2017 წლის მარტის დასაწყისში შვიდ–საათიანი ოპერაციის შედეგად ომსინს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 5 კილოგრამი მონეტა ამოუღეს.ერთი კვირის შემდეგ იგი უკვე ვარჯიშობდა მცირე აუზში, რათა კვლავ დაბრუნებოდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას.ზღვის კუს ვეტერინარები ყოველდღიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას მის შესახებ და ისურვებდნენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველა მედია საშუალებას გაევრცელებინა მომხდარი ფაქტი, რათა ყველას გაეთვალისწინებინა, რომ ცხოველებისათვის სახიფათოა მსგავსი საგნების გალიაში შეგდება და ამასთან აუცილებლად უნდა დაიდგას ამკრძალავი აბრები. ექიმები იმედოვნებდნენ, რომ ომსინი კვლავ დაუბრუნდებოდა ზღვას და კიდევ 60 წელიწადი იცოცხლებდა, თუმცა, სამწუხაროდ, იმედები არ გამართლდა.

0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0