x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველა დროის და ხალხის 100 საუკეთესო წიგნი
ამერიკულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ჟურნალმა Newsweek-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველა დროის და ხალხის 100 საუკეთესო წიგნი.


Newsweek-ის რეიტინგი გაითვალისწინებულია ყველა კატეგორიის და გემოვნების მკითხველისთვის, ამასთანავე Newsweek-ი დაეყრდნო 50 ყველაზე რჩეულ გამოცემების რეიტინგებს, მათ შორის:


1)"საუკუნის წიგნები", ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა(Books of the Century).


2)გამომცემლობა Modern Library-ის 100 საუკეთესო წიგნი.( (100 Best Novels).



3)110 საუკეთსო წიგნი The Telegraph-ის ვერსიით (110 Best Books: The Perfect Library).


4)საკითხავი წიგნების სია წმინდა იოანეს სახელობის კოლეჯიდან( (Academic Program: The Reading List).)


5)ბლოგბასტერების სია ინგლისური ვიკიპედიიდან(List of Best-selling Books).


რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო:წიგნის ზეგავლენა ისტორიაზე, კულტურაზე და მსოფლიო კულტურის ინტელექტუალურ განვითარებაზე.კონკრეტული ნაწარმოების აქტუალობა და პოპულარობა თანამედროვე მკითხველში.


წიგნების დასახელება შეტანილი იქნა კომპიუტერულ მონაცემებში, რომელიც ქულებით ფასდებოდა.თუ ორი რომელიმე წიგნი თანაბარ ქულებს დააგროვებდა, პრობლემის გადაჭრა ხდებოდა Google-ის საძიებოს სიტემით, უპირატესობა ენიჭებოდა იმ წიგნს, რომელიც უფრო ბევრ შედეგს იძლეოდა.


ახლა კი გავეცნოთ მსოფლიოს ყველა დროის ყველა დროის ტოპ-20 წიგნს.



1 ლევ ტოლსტო- ომი და მშვიდობა (1869)


image


2 ჯორჯ ორუელი- 1984 -(1949)

image



3 ჯეიმს ჯოისი -ულისე (1922)


image



4 ვლადიმერ ნაბოკოვი -ლოლიტა (1955)
5 უილიამ ფოლკნერი - ხმაური და მძვინვარება( 1929)
6 რალფ ელისონი -უჩინარი კაცი (1952)
7 ვირჯინია ვუფი -შუქურისაკენ(1927)
8 ჰომეროსი- ილიადა და ოდისეა (VIII საუკუნეში.ჩ ე.)
9 ჯეინ ოსტინი- სიამაყე და ცრურწმენა (1813)
10 დანტე ალიგიერი- ღვთაებრივი კომედია(1321)
11 ჯოფრი ჩოსერი-კენტერბერული მოთხრობები (XV საუკუნე)
12 ჯონათან სვიფტი- გულივერის მოგზაურობა(1726)
13 ჯორჯ ელიოტი - შუა მარტი (1874)
14 ჩინუა აჩებე- დაშლა (1958)
15 ჯერომ სელინჯერი- თამაში ჭვავის ყანაში(1951)

16 მარგარეტ მიტჩელი -ქარწაღებულნში (1936)
17 გაბრიელ გარსია მარკესი -მარტოობის ასი წელიწადი( 1967)
18 ფრენსის სკოტ ფიჯერალდი-დიდი გეტსბი(1925)
19 ჯოზეფ ჰელერი-ხაფანგი-22 (1961)
20 ტონი მორისონი -საყვარელი (1987)




100 საუკეთესო წიგნის სიაში მოხვდა აგრეთვე სამეცნიერო, პოლიტიკური, ისტორიული თუ რელიგიური ხასიათის წიგნები.მათ შორის ჩარლზ დარვინის სახეობათა წარმოშობა, (#27), ჰეროდოტე-ისტორია(#28), კარლ მარქსი-კაპიტალი(#30), ბიბლია(#41), უისტონ ჩერჩილი -მეორე მსოფლიო ომი(#100), საბავშვო ლიტერატურა-ალან ალექსანდრე მილნი-ვინი პუხი(#36) და მარკ ტვენი-ჰეკბლერი ფინის თავგადასავალი(#54)


ტოპ 100-ში უილიამ შექსპირია წარმოდგენილი ყველაზე მეტჯერ(ჰამლეტი, მეფე ლირი, ოტელო და სონეტები-#49-52), რეიტინგის ლიდერი ლევ ტოლსტოი სიაში კიდევ ერთი რომანით მოხვდა-ანა კარენინა(#48).




იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

1
3292
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3292
  
2017, 22 მარტი, 18:20
ერიჰ მარია რემარკის სამ მეგობარსაც ველოდი.
მომეწონა და გავაზიარე
0 1 1