x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
გათავისუფლდით თავის ტკივილისგან 5 წუთში!
imageთავის ტკივილი 21-ე საუკუნეში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი წარმოიქმნება სტრესის, დაღლილობის, სიცივისა და სხვადასხვა დაავადებების ფონზე. ხშირი თავის ტკივილის მიზეზს ძირითადად, სისხლძარღვების დაავადებები (ჰიპერტენზია, საფეთქლის არტერიტი, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი), ხერხემლის ოსტეოქონდროზი, თვალის (გლაუკომა), კბილების, დაავადებები და შაკიკი წარმოადგენს. ღამით ან გათენებისას აღმოცენებული თავის ქალაშიდა წნევის მატებას ახასიათებს, თავის ერთი ნახევრის ტკივილი კი შაკიკს. თავისა და სახის ერთ-ერთი ნახევრის განმეორებითი ტკივილი, რომელიც ძლიერი და შეტევითია, სამწვერა ნერვის ერთ-ერთი ტოტის ანთებას ახასიათებს. როდესაც ადამიანს თავის ტკივილი აწუხებს, ხშირად მიმართავს ტკივილგამაყუჩებლებს. თუმცა, არსებობს ბუნებრივი მედიკამენტები, რომლებიც თავის ტკივილს სწრაფად განმუხტავენ. ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხები, თავის ტკივილს სწრაფად გაგიქრობთ


I ხერხი: გაიკეთეთ ძლიერი ყავა, ესპრესო და ცოტაოდენი ლიმონის წვენი დაუმატეთ;


II ხერხი: 1 ს/კ პიტნის ფოთლებს დაასხით 500 მლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით და დღეში 3-ჯერ დალიეთ;


III ხერხი: გამოწურეთ 3 მჟავე ვაშლისგან წვენი და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ, მიიღეთ დილით, უზმოზე;



IV ხერხი: თავის ტკივილს ეფექტურად კურნავს გინკო ბილობას ფოთლები. მის 3-4 ცალ ფოთოლს ასხამენ ადუღებულ წყალს, აჩერებენ 30 წუთით და დღეში 3-ჯერ სვამენ. იგი აუმჯობესებს ტვინში ჟანგბადის მიწოდებას და სწრაფად ხსნის თავის ტკივილს;






image

V ხერხი: ეს მეთოდი ჩინურ მედიცინაში საკამოდ ხშირად გამოიყენება. დააკვირდით ფოტოს, თქვენ ცერა და საჩვენებელ თითს შორის წერტილს უნდა შეეხოთ. 30 წამის განმავლობაში, მაგრად დააჭირეთ ამ ადგილს. სტრესი და დაძაბულობა მომენტალურად მოგეხსნებათ და თავის ტკივილიც სწრაფად გაქრება.



თავის ტკივილისგან სრულად განთავისუფლებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სრულფასოვანი ძილი. ასევე ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე გასეირნება ან აუზზე სიარული, თავის ტკივილის დამარცხებაში დაგეხმარებათ. რადგან, ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას, ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას. უარი თქვით ალკოჰოლსა და ნიკოტინზე. ეცადეთ რთულ სიტუაციებშიც სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თქვენი სიმშვიდე თქვენივე ჯანმრთელობის საწინდარია!






იხილეთ აგრეთვე:


ეს მძლავრი სასმელი კიბოს უჯრედებს აქრობს! (+რეცეპტი)


დალიეთ ეს სითხე და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს!


კიბოს უჯრედები გაქრება, თუ თქვენ ამ 7 პროდუქტს მიირთმევთ!


ეს საშუალება სიმსივნეს, არითმიას, ჰეპერტონიას და კიდევ 17 დაავადებას კურნავს!


ამ სიროფს "ღმერთის საჩუქარს" ეძახიან, რადგან იგი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს!


ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის!

0
2260
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
2260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0