x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რუბრიკა:წარმატებული მოსწავლეების/სტუდენტების დღიურებიდან

image
გამარჯობა ლაშა, რამდენად ხარ ჩართული საგანმანათლებლო აქტივობებში და რას აძლევს ეს რეალურად აბიტურიენტს/სტუდენტს?


-შეიძლება ითქვას, რომ არცერთ შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რომელიც ჩემთვის საინტერესო აქტივობასთან არის ასოცირებული.ვფიქრობ, ნებისმიერი წამახალისებელილ კონკურსში, ან სერიოზულ გამოწვევაში, რომელიც საგანმანათლებლო პლატფორმაზე გამოჩნდება მოსწავლეებმა და მათშორის აბიტურიენტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.შეიძლება რაიმე უმნიშვნელო კონკურსმა უმნიშვნწლოვანესი წარმატება მოუტანოთ


თავად რომელ კონკურსმა მოგიტანა წარმატება?და რომელ საგანმანათლებლო პროგრამას გამოარჩევდი?


-გასულ წელს ჟურნალისტიკური წერის კონკურსის მეორე ადგილის ლაორიანტი გავხდი.ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე ვიყავი, რომელსაც საქართველოს უზენაეს სასამართლო აწარმოებდა: "მოქალაქე და სამართალი".
ასევე წელს, მიუხედავად იმ მძიმე რეჟიმისა რომელიც აბიტურიენტობას თან ახლავს, მივიღე ბლოგერთა კონკურსში მონაწილეობა, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორის რჩეული გავხდი და "ესსების კრებულის" წიგნად გამოცემა სრულად დამიფინანსა.



დასრულების შემდეგ თუ აპირებ წიგნის პრეზენტაციას და რა ჟანრს მიეკუთვნება?


-კი.წიგნების ფესტივალზე იქნება წარდგენილი გამოცემის შემდეგ.ჟანრი არ აქვს ვინაიდან ესსეების კრებულია, სოციალური პლატფორმა მინდა რომ იყოს, ხალხივით ჭრელი და უშინაარსო, მაგრამ საინტერესო .


რომელ საგანმანათლებლო პროგრამას გაუწევდი რეკომენდაციას და როგორ უნდა მიიღონ აბიტურინტებმა მონაწილეობა ამა თუ იმ კონკურსებში?


-მარტივად.გაიარონ მათთვის სასურველმლ საუნივერსიტეტო ან იმ კომპანიის ბმულზე რეგისტრაცია რაც მათთვის პრიორიტეტულია.რეკომენდაციას გავუწევდი, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტს, რომელიც გამოირჩევა საინტერესო წამოწყებებით, მათი ყოველი კონკურსის უკან კრიტიკული აზრივნების და იმ უნარების გამომუშავების მთავარი ფორმულა დევს, რაც გამარჯვების და დამარცხების შემთხვევაში ცსოვრებაში აუცილებლად გამოგადგება.ასევე გამოვარჩევდი ილიას და საქართველოს უნივერსიტეტებს.


რას ურჩევდი საკუთარ თავს და აბიტურიენტებს წინასაგამოცდოდ?

-ვურჩევდი დაუზარელ შრომას და მუშაობას საკუთარ უნარებზე.პირველ რიგში, დროის რაციონალურ გამოყენებას და თავისუფალად აზროვნევას, რადგან, როგორც
ჯორჯ ორუელი იტყოდა: თავისუფლება თავისუფლებაა ისევე როგგორც 2+2=4 მთავარია ეს გავიაზროთ და მერე ყველაფერი თავისით მოვა.


მადლობა, წარმატებებს გისურვებ ყველა სხვა აბიტურიენტთან ერთად .






ავტორი:ნინო.ჯავახიშვილი




0
22
შეფასება არ არის
ავტორი:Repirtiori
Repirtiori
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0