x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლენინის ორეული მზადაა იბრძოლოს რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის

image

ვლადიმერ ლენინის ორეულმა - ალექსანდრ ემელიანოვმა მიიღო გადაწყვეტილება, კენჭი იყაროს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე 2018 წელს. მომავალი კანდიდატი მუშაობს წითელ მოედნაზე „რევოლუციის ბელადი“-ს როლში. მსახიობს იმედი აქვს, რომ მისი განსაკუთრებული მსგავსება ისტორიულ პიროვნებასთან გარეგნულად და ხმით, მოიზიდავს იმ ხალხს, რომლებსაც აქვთ საბჭოთა წარსულის ნოსტალგია, მათ შორის რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ელექტორატს და მიიღებს საკმაო რაოდენობის ხმებს. მას არ უნდა კომპარტიასთან კონკურენცია, მაგრამ მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი არაფორმალური დასახელებით „უკან სსრკ-ში“ ამზადებს საბუთებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის. უკვე შედგენილია განცხადება ლენინის ორეულის წარდგენისათვის პრეზიდენტის თანამდებობაზე. თვითონ „ლენინი“ ემზადება დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება თავისი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

თეატრის ნაცვლად მსახიობისთვის, რომელიც იქცა ლენინად, მხოლოდ წითელ მოედანზე მოიძებნა ადგილი. ყველაზე გასაკვირი არის ის, რომ რუსები დღემდე არა მარტო სურათების გადასაღებად მიდიან მასთან, არამედ რჩევების მისაღებად, იმის გასაგებად, თუ რა იქნება შემდეგში. „ლენინი“ უკვე გამოდის როგორც მოძღვარი, როგორც ფსიქოანალიტიკოსი.

ცნობილია, რომ წითელ მოედანზე მუშაობს ხუთი „ლენინი“ (ზოგიერთ მათგანს განმასხვავებელი ზედმეტსახელი აქვს - „მსუქანი ლენინი“, „მთვრალი ლენინი“ და სხვა) მათ გარდა არის ვლადიემრ პუტინის, იოსებ სტალინის, ლეონიდ ბრეჟნევის და ნიკოლოზ II-ს ორეულები. იყო ასევე „კარლ მარქსი“, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მსახიობი გარდაიცვალა.

პოლიტოლოგმა სერგეი აქსიონოვმა მხარი დაუჭირა ლენინის პრეზიდენტობის კანდიდატურას - მოკრძალებულად ჩაცმული წვერებიანი, ტანმორჩილი მამაკაცი, ლენინის კეპით, შეიძლება ბევრ პროფესიონალ პოლიტიკოსთან შედარებით მიმზიდველი აღმოჩნდეს, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ ახლანდელ კომუნისტ პოლიტიკოსზე პატიოსანი - თვლის აქსიონოვი.

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი ფიოდორ ბირიუკოვი კი თვლის, რომ არჩევნები, განსაკუთრებით საპრეზიდენტო, უნდა იყოს ორიგინალების კონკურენცია და არა ორეულების.

„თუკი ლენინი პრეზიდენტი გახდება, ეს მინიმუმ სულიერ სიმშვიდეს მოუტანს რუს ხალხს“ - ასე ფიქრობს თვითონ „ვლადიმერ ილიას ძე“ - ალექსანდრ ემელიანოვი.

0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0