x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შავი – საშიში, ამოუცნობი, ელეგანტური...

image


ადამიანების უმრავლესობას შავი ფერისადმი არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, ის მწუხარების სიმბოლოა და მას ნეგატიურ მოვლენებთან აკავშირებენ. მაგ., ავიღოთ ყველასთვის ცნობილი გამოთქმები: შავი დღე, შავი მაგია, შავი კატა... ჩამოთვლილთაგან, არც ერთს არა აქვს პოზიტიური მნიშვნელობა. უფრო პირიქით, ხალხში «შავს» ყოველივე უსიხარულოს და უარყოფითს უწოდებენ. როგორც მეცნიერები განმარტავენ, შესაძლებელია, ეს ფაქტი ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას უკავშირდებოდეს, რადგან შავი ასოცირდება სიბნელესთან, რომელშიც ჩვენი მხედველობის შესაძლებლობა იზღუდება, რაც თავის მხრივ დისკომფორტს გვიქმნის იმ იდუმალების გამო, რომელსაც უკუნითი სიბნელე შეიძლება მალავდეს. ეს ფერი ხშირად არის მიწიერი სიამოვნებისგან განდეგილობის, სიკვდილის და გლოვის სიმბოლო, თუმცა, ყოველთვის არა...imageშავი ფერის ცხოველებს, ხშირად, ზებუნებრივი ძალების ფლობას მიაწერენ და მათდამი უარყოფით დამოკიდებულებას დაუფარავად გამოხატავენ. მაგ., შუა საუკუნეებში შავი კატა კუდიანობის ერთ-ერთ ატრიბუტად ითვლებოდა. დღეს კუდიანები აღარ არიან, მაგრამ ცრუმორწმუნე ადამიანები დღემდე თვლიან, რომ თუ შავი კატა გზაზე გადაურბენთ, უბედურება შეემთხვევათ.imageimageimage«ადამიანები შავებში» — აშშ-ში ქალაქური ლეგენდაა. მასში სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორიებზეა მოთხრობილი, რომლებიც ამო-ს და უცხოპლანეტელების მიერ ადამიანების გატაცებას უკავშირდება.

imageშავი ფერი ფაშიზმთანაც ასოცირდება, იტალიაში ფაშისტური რაზმების – შავპერანგიანების და გერმანელი «სს» ოფიცრების შავი ფერის ფორმის გამო.

imageშავი ფერი ანარქიის სიმბოლოც არის. მათი დროშის ფერი, ტრადიციულად, შავი ფერის არის.

image
შავი დროშის ისტორია ლიონის აჯანყებას უკვშირდება (1831 და 1834 წლები), რომლის დროსაც, საფეიქრო მანუფაქტურების მუშები, ახალი გადასახადების გამო, ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. სწორედ მაშინ ააფრიალეს აჯანყებულებმა შავი დროშა, მონარქიის დროშის ფერების საპირისპიროდ, რომელიც ერთ-ერთი ფერი თეთრი იყო.

imageეგვიპტეში და აღმოსავლეთის ბევრ კულტურაში, დადებითი დამოკიდებულება აქვთ შავი ფერისადმი. ამ ხალხებში შავი ფერი აღდგომასთან, რეიკარნაციასთან და ახალი ცხოვრების დაწყებასთან ასოცირდება.

imageშავი — ქალურობის ფერად (ახალი სიცოცხლის წყარო, ისევ როგორც დედამიწა) ითვლება აფრიკულ ტომებში და ზოგიერთ მათგანში, რაც უდრო შავი კანი აქვს ქალს, მით უფრო ლამაზად ითვლება.imageimageimageიაპონურ კულტურაში ეს ფერი ასაკის და გამოცდილების სიმბოლოა, – თეთრი ფერის საპირისპიროდ, რომელიც სწავლებასთან და ახალგაზრდობასთან ასოცირდება. მაგ., შავი ქამარი – სპორტის სხვადასხვა სახეობებში, უმაღლეს რანგს ნიშნავს.

imageგანას დროშაზე შავი ფერის ხუთქიმიანი ვარსკვლავი, აფრიკის თავისუფლებისკენ მიმავალი გზის მანათობელი ვარსკვლავია.imageimageimageბევრ ქვეყანაში ავტომობილები, რომლითაც სახელმწიფო დონის ოფიციალური და წარმომადგენლობითი ფუნქციები სრულდება, აუცილებლად შავი უნდა იყოს.

image

შავი ფერი არ დარჩენილა არც თანამედროვე მოდის ყურადღების მიღმა. დიზაინერებისთვის შავი ფერი ტილოს ფუნქციას ასრულებს, რომლითაც ისინი შედევრებს ქმნიან. შავი ყოველთვის იყო და რჩება მოდურ კონსტანტად, – ყოველ ჯერზე, როდესაც შავი კაბა პოდიუმზე ჩდება, მოდის ექსპერტები ამბობენ, რომ «ეს ახალი შავია», რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე კლასიკაა და მოდიდან არ გამოვა.imageimage

image«ქალბატონები, რომლებიც შავს ატარებენ, სიცოცხლით სავსე ცხოვრებით ცხოვრობენ».

ნეიმან მარკუსი


«შავს იმიტომ ვატარებ, რომ ის თვალთმაქცობის წინააღმდეგ, ჩემი აჯანყების სიმბოლოა».

ჯონი კეში


«შავი ფერის ტარება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. შეგიძლიათ ის ნებისმიერ ასაკში ატაროთ. ხოლო, პატარა შავი კაბა ქალის გარდერობის ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტია».

კრისტიან დიორი


«შავი ფერის ტარება ყველაზე რთულია… თუ არ ჩავთვლით ნაცრისფერს».

დიანა ვრილანდი (მოდის ექსპერტი)


«შავ და თეთრ ფერებში იდეალური ჰარმონიაა. მათი სილამაზე აბსოლუტურია».

კოკო შანელი


«შავი — ყველაზე ელეგანტური ფერია, ფერებს შორის. ის ფერთა პალიტრაში ყველაზე გაჯერებული ფერია».

რიკარდო ტიში


«შავი ფერი ერთდროულად მოკრძალებული და ამპარტავანია, – მშვიდი და იდუმალია. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, თუ რას ეუბნება ირგვლივმყოფთ: «არ შემაწუხოთ, მე კი, თქვენ არ შეგაწუხებთ».

იოჯი იამამატო


«შავი ფერი მისი სიმკაცრის და სექსუალურობისთვის მიყვარს. ხოლო ქალბატონი შავი ფერის ქვედაბოლო-ფანქარში, ნამდვილად რომ იდეალურად გამოიყურება».

ივ სენ ლორანი


«პატარა შავ კაბაში შეუძლებელია მეტისმეტად ან ნაკლებად გამოწყობილი იყო».

კარლ ლაგერფერდი


«მე შავ ფერში ვფიქრობ».

ჰარეტ პიუ

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageშავი - ფერი, თუ ფერის არ არსებობა?
რატომ ატარებენ გოგონები ვარდისფერს, ხოლო ბიჭები – ცისფერს?

ვარდისფერის საიდუმლო

0
61
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0