x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
სილამაზის 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
image

ამქვეყნად ყველა ქალს სურს ლამაზი და მიმზიდველი იყოს. სილამაზეს კი თავისი საიდუმლო აქვს. გთავაზობთ, 10 ძალიან მნიშვნელოვან რჩევას, თუ როგორ გახდეთ უფრო მეტად მომხივლელი და მიმზიდველები, შეინარჩუნოთ ჯანმრთელი სხეული და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მინიმალური ფულადი დანახარჯით გააკეთოთ.


1. როგორ დავფაროთ დაღლილი და ჩაწითლებული თვალები

შეშუპებული ქუთუთოები, ჩაწითლებული თვალები - აი, რა გასცემს თქვენს დაღლილობას. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დაფაროთ და მაინც შესანიშნავად გამოიყურებოდეთ, წაისვით თვალის რბილი, თეთრი ფანქარიქვედა ქუთუთოს შიდა ხაზზე. ეს ვიზუალურად ბუნებრიობას და ჯანსაღ იერს მოგანიჭებთ.



2. გაღიავებულ თმას მომწვანო ელფერი რომ არ დაჰკრავდეს

გაღიავებულმა თმამ საცურაო აუზში ბანაობის შემდეგ, ქლორიანი წყლის გავლენით, შესაძლოა მომწვანო ელფერი მიიღოს. ამიტომ, მის აღმოსაფხვრელად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გთავაზობთ პომიდვრის კეტჩუბის ნიღაბს. დაიტანეთ იგი თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნის დახმარებით. მომწვანო შეფერილობა თმას უმალვე მოშორდება.

ცნობილია, რომ პომიდორი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. პრობლემური, ცხიმიანი და ცუდი კანის ფერის ადამიანებისთვის პომიდვრის ნიღბები ძალიან სასარგებლოა.


3. დაიწყეთ დილა ლიმონიანი თბილი წყლის დალევით

დაიწეთ დილა ლიმონიანი თბილი წყლის დალევით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

თუ უზმოზე ყავის დალევას ხართ მიჩვეული, მანამდე აუცილებლად მიიღეთ წყალი მოზრდილი ჭიქით. ამასთანავე, ეცადეთ დილის ყავა ჩაანაცვლოთ თაფლიანი და ლიმონიანი წყლით, რაც გაცილებით გაგიადვილებთ გამოფხიზლებას.

(ერთ ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი.)


4. ხშირად გარეცხეთ ბალიში

დაივიწყეთ ბალიშის გარეცხვა თვეში ხოლოდ ერთხელ, რადგან იგი წარმოადგენს იდეალურ ადგილს უამრავი პარაზიტის და ბაქტერიისათვის. ბალიშის ერთი მესამედი ცოტა ხანში იფარება კანის მიკროსკოპული ნაწილების, მიკრობებისა და მტვრისაგან, რაც დიდ ზიანს აყენებს თქვენი სახის კანს.


5. ბუნებრივი ნიღაბი თმისთვის

რა თქმა უნდა, გეცოდინებათ უამრავი ნიღბის რეცეპტი, რომელიც სხვადასხვა ინგრედიენტისაგან მზადდება, მაგრამ თუ გსმენიათ რაიმე ავოკადოს ნიღაბზე?

დაჭერით და კარგად დასრისეთ ავოკადოს რბილობი და მიღებული მასა შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, ჩამოიბანეთ ჩვეული წესით. ცნობილია, რომ ავოკადოს ნაყოფი შეიცავს 30%-მდე ცხიმებს, 1, 6-2, 1% პროტეინს, ვიტამინებს B1, B2, С, D, K და სხვა. ისარგებლეთ ამ უმარტივესი და საოცრად ეფექტური თმის ნიღბით, რომელიც აღადგენს თმას ძირიდან ბოლომდე და დაუჯერებელ ბზინვარებასა და სილამაზეს შესძენს მას.


6. ივარჯიშეთ ყოველ დღე

დღეში მინიმუმ 30 წუთიანი ვარჯიში, არა მხოლოდ ლამაზ სხეულს გაჩუქებთ, არამედ მთელი დღის განმავლობაში დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ, გაგიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს. ცოტახანში მიხვდებით, რომ ვარჯიში უკვე ჩვევად ჩამოგიყალიბდათ და მის გარეშე ვეღარც წარმოიდგენთ თქვენს დღეს.


7. ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ რუჯი მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე. კრემები, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისაგან იცავენ კანს, დამზადებულია ბუნებრივი კომპონენტებისგან, ამიტომ ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოშობას. ამას გარდა, იცავს კანს გაღიზიანებისგან, ანოტივებს, კვებავს და ვიტამინებით ამდიდრებს მას, აჩერებს დაბერების პროცესს. მხოლოდ, საჭიროა კრემის სწორი შერჩევა.

ნუ მოგატყუებთ ღრუბლიანი ამინდი, რადგან ულტრაიისფერი სხივები მასშიც აღწევს.


8. თმა გაიშრეთ ფენის გარეშე

იმისთვის, რომ ზედმიწევნით კარგად გაიშროთ თმა, ქსოვილის პირსახოცი ჩაანაცვლეთ კარგი შეწოვის უნარი მქონე ქაღალდის პირსახოცით და შეიმშრალეთ თმა ძირებიდან თმის წვერამდე. ნუ გაიმშრალებთ უხეშად, რადგან ამ დროს თმა ადვილად ტყდება და იწყებს დაყოფას.


9. აჩუქეთ საკუთარ თავს ლამაზი დღე კვირაში ერთხელ მაინც

თქვენ ნამდვილად იმსახურებთ კვირაში ერთი დღე მაინც მიუძღვნათ საკუთარ თავს. ალბათ ფიქრობთ, რომ ამისათვის საკმარისი დრო არ გაქვთ, ან სულაც ფინანსური მდგომარეობა არ გიწყობთ ხელს, მაგრამ ამ რჩევის გათვალისწინება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თუ ვერ ახერხებთ გაისეირნოთ ლამაზ ადგილას საყვარელ ადამიანთან ერთად, წახვიდეთ კინოში, ან თეატრში, ან თუნდაც მიანიჭოთ საკუთარ თავს ბედნიერება სასურველი ნივთის შეძენით, შეგიძლიათ უბრალოდ ფინჯანი ყავა დალიოთ მეგობართან ერთად, მოუსმინოთ მუსიკას, ან სულაც უყუროთ საინტერესო ფილმს. აგრეთვე, საოცრად დაგამშვიდებთ და ახალი ენერგიით აგავსებთ თუ მოუსმენთ სპეციალურ, მედიტაციისათვის განკუთვნილ მუსიკას, ბუნების ხმებს, რომელთა მოძიება ინტერნეტის საშუალებით ძალიან მარტივია.

დაიმახსოვრეთ, სრულყოფილი სილამაზის და ჯანმრთელობისათვის, სულიერი დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური.


10. გქონდეთ მადლიერების გრძნობა და რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ

ხშირად, სკეპტიკურად ვუყურებთ ჩვენი აზრებისა და შინაგანი განწყობის ძალას და დიდ შეცდომასაც ვუშვებთ, რადგან მასშტაბურმა სტატისტიკურმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ მადლიერების გრძნობა და ცხოვრებისადმი ოპტიმისტური მიდგომა, სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ფსიქიკური და ფიზიკური სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ასე რომ, ყოველ დილას შეხვდით ღიმილით, თუნდაც სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე სულაც არ გეღიმებოდეთ.



გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!

0
164
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0