x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბიოლოგიური ინდიკატორები
საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები ბუნებასთან მჭიდრო კავშირში ცხოვრობდნენ. ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ გარემოში მომხდარ მოვლენებს და ცვლილებებს. ეს ცნობები კი მათ დაგვიტოვეს მითებით, ხალხური თქმულებებით და სიმღერებით.


1. წყლის სურო და სალვინია

წყლის სურო და სალვინია ტბის ზედაპირზე მოტივტივე მცენარეებია. მათი ფესვები წყალშია ჩაძირული და მათი დახმარებით მცენარე წყლიდან საჭირო საკვებ ნივთიერებებს იღებს. ისინი კარგად მრავლდებიან სუფთა წყალსატევებში, ხოლო თუ ტბა ან წყალსატევი დაბინძურებულია, სალვინია და წყლის სურო ლპობას იწყებენ და იღუპებიან. წყლის სურო და სალვინია წყლის სისუფთავის მანიშნებელი ინდიკატორები არიან.

imageimage



2. მდინარის კიბო


imageმდინარის კიბო მხოლოდ სუფთა მდინარეებში ბინადრობს. მცირედი დაჭუჭყიანებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ კიბომ თავისი საარსებო გარემო დატოვოს. ასე რომ, თუ მდინარეში ამ ორგანიზმს დაინახავ, შეგიძლია უშიშრად იბანაო, რადგან მდინარეში არ იქნება წყლის დამაბინძურებელი მინარევები.



3. ტბის ბაყაყი

imageტბის ბაყაყი ისეთ ტბებში ბინადრობს, რომლებშიც არანაირი ჭუჭყი არ არის. ასევე ტბის ბაყაყიც დატოვებს თავის საარსებო გარემოს მაშინვე, როცა ტბაში აღმოჩნდება წყლის დამაბინძურებელი მინარევები.




4. ანწლი

imageანწლი მიწისქვეშა წყლების არსებობაზე მიუთითებს. თუ მის სიახლოვეს მიწას ამოთხრი, აუცილებლად მიაგნებ მიწისქვეშა წყლების მარაგს.



5. რქაფოთოლა

image


რქაფოთოლა მთლიანად წყალში ჩაძირული იზრდება. ეს მცენარე ყველანაირ წყალში ცხოვრებას ეგუება. წყალსატევში ან ტბაში თუ ამ მცენარეს შევამჩნევთ, აუცილებლად უნდა გადამოწმდეს წყლის სისუფთავე, რადგანაც ეს მცენარე დაჭუჭყიანებულ წყლებშიც ძალიან კაარგად მრავლდება.

0
606
1-ს მოსწონს
ავტორი:King Kong
King Kong
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0