x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არ ,,მუშაობს" სახის კრემი-10 შეცდომა,რომელსაც ყველა ქალი უშვებს
image

სახის კრემისგან სასწაულის მოხდენას არავინ ელის, მაგრამ თავისი ფუნქცია კი უნდა შეასრულოს:დაატენიანოს კანი, კვებოს, დაიცვას და ა.შ.

ხშირია შემთხვევა, როცა ძვირადღირებული, ხარისხიანი კრემი მოლოდინს ვერ ამართლებს და იმედგაცრუებულნი ვრჩებით, მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ჩვენს მიერ კრემის არასწორად გამოყენებას უკავშირდებოდეს?

ამ შეცდომებს ყველა ქალი უშვებს.გაეცანით მათ, რომ სწორად იმოქმედოთ და მაშინ სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.



1.კრემის წასმის წინ სახეს არასათანადოდ იწმენდთ

image

ეჭვიც არ გვეპარება, ყველა ქალმა იცის, რომ კრემი გაწმენდილ კანზე უნდა წაისვას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი კანი ისე ჭუჭყიანდება დღის განმავლობაში, რომ მხოლოდ წყლით დაბანა ან ლოსიონით გაწმენდა არ კმარა. სახის დაბანის შემდეგ გაიწმინდეთ სახე მიცერალურ წყალში დასველებული ბამბით და თავადაც გაოცდებით, თუ როგორ გააჭუჭყიანებს ბამბას “გასუფთავებული" კანი.კრემმა რომ ეფექტურად იმოქმედოს უნდა წაისვათ გულმოდგინედ გაწმენდილ და მსუბუქად დაორთქლილ კანზე.


2.ისვამთ კრემს, რომელსაც მაცივარში ინახავთ

image

კრემის მაცივარში შენახვაში, შეიძლება ითქვას ცუდი არაფერია, მაგრამ სახეზე ცივი კრემის წასმა ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. მაცივარში სასარგებლო კომპონენტები იყინებიან და მათი ეფექტურობა სუსტდება.სანამ სახეზე წაისვამთ, 1 საათით ადრე გამოიღეთ კრემი მაცივრიდან, რომ გათბეს და ფორმულა გააქტიურდეს.


3.კრემს ხელით იღებთ ქილიდან

image

არავითარ შემთხვევაში, მით უფრო როცა ორგანულ კოსმეტიკას იყენებთ, არ ჩაყოთ თითები ქილაში. ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს ხელზეა, ქიმიურ რეაქციაში შედიან კრემის კომპონენტებთან და ცვლიან მის ძირითად შემადგენლობას.


4.კრემს უწესრიგო მოძრაობებით ისვამთ

image

ის, თუ როგორ მოქმედებს თქვენი კრემი, დამოკიდებულია არა მხოლოდ მის შემადგენლობაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ისვამთ.

თუ კრემს აქტიური, ქაოსური მოძრაობებით ისვამთ-შედეგს ნუ ელით. არსებობენ სამასაჟე ხაზები, რომლებზეც კრემი მსუბუქად, თითის წვერებით უნდა დაიტანოთ.მოძრაობა მიმართული უნდა იყოს ცენტრიდან პერიფერიებისკენ

იხ.სურათი

image


5.ღამის კრემს უშუალოდ ძილის წინ ისვამთ

image

ნაცნობი სურათია, ხომ? რათქმაუნდა, ქილაზე ხომ წერია “ღამის", მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კრემი წაისვათ და მაშინვე ბალიშში ჩარგოთ თავი.ასე მთელი კრემი თეთრეულზე გადადის. წაისვით ღამის კრემი დაძინებამდე მინიმუმ 40წთ-ით ადრე.


6.დილით ღამის კრემს არ იშორებთ კანიდან

image

დილით, სახეზე ღამის კრემს აღარ უნდა გრძნობდეთ. კანმა ის სრულად უნდა შეიწოვოს ღამის განმავლობაში, მაგრამ თუ დილით სახეზე ღამის კრემის ნარჩენები გაქვთ, ე.ი. კრემი უნდა შეცვალოთ, ან უფრო თხლად წაისვათ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დილით სახეზე ღამის კრემი ისევ გისვიათ, აუცილებლად გაიწმინდეთ სახე.


7.ისვამთ დღის კრემს უშუალოდ ქუჩაში გასვლის წინ

image

კიდე ერთი გავრცელებული შეცდომა. ამ დროს კანი ვერ ასწრებს კანის შეწოვას, ისევ ცხიმიანია და მაგნიტივით იზიდავს მტვერს. წაისვით კრემი ქუჩაში გასვლამდე 1 სთ-ით ადრე.ამ დროის გასვლის შემდეგ კი კრემის ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ.


8. ხშირად ხმარობთ მკვებავ კრემს

image

მკვებავი კრემი ყველა ქალისთვის აუცილებელია, მაგრამ ყველაზე ძვირმა და ხარისხიანმა მკვებავმაც კი, შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს, თუ ძალზე ხშირად გამოიყენებთ.

წაისვით კვირაში 2-3ჯერ, სხვა დროს კი დამატენიანებელი იხმარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანი გაძლიერებულ კვებას და დაცვას შეეჩვევა, “განებივრდება", გაზარმაცდება და შეწყვეტს აუცილებელი ნივთიერებების თავად გამომუშავებას, რითიც ბუნებრივ იმუნიტეტს დაკარგავს.


9.ისვამთ კრემს სქელ ფენად

image

კიდევ ერთი შეცდომაა კრემის სქლად წასმა. ამ შემთხვევაში თქვენი გულუხვობა უადგილოა. თქვენს კანს მთელი კრემის შეწოვა არ ძალუძს. კრემის ზედმეტი ფენა ფორებს ახშობს და ჟანგბადის მიწოდებას უშლის ხელს, რაც ნაადრევ სიბერეს იწვევს.


10.წლობით ხმარობთ ერთსა და იგივე სახის კრემს

image

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი კანისთვის იდეალური კრემი აღმოაჩინეთ, არ ნიშნავს, რომ წლობით იხმაროთ. ჩვენი კანი ძალიან მალე ეჩვევა კოსმეტიკურ საშუალებას და დროთა განმავლობაში, კრემში შემავალი აქტიური კომპონენტები ეფექტურობას კარგავენ, რაც კანზეც აისახება.

2-3 თვეში ერთხელ თქვენს კანსაც ჭირდება დიეტა, არავითარი ჰიალურონი, ვიტამინები და აქტიური კომპონენტები! კანმაც უნდა დაისვენოს, რომ ისევ აღიქვას სასარგებლო ნივთიერებები.

0
13775
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
13775
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0