x
image
მოზამბიკელი
პროდუქტები, რომელთან ერთად ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება!-აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ!

ყველამ იცის, რომ უზმოზე ალკოჰოლის მიღება ცუდი იდეაა, მაგრამ არსებობს ისეთი საკვები პროდუქტები, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება ისეთივე და შესაძლოა უარესს შედეგებსაც იწვევდეს, როგორც უზმოზე დალევა.


image


წარმოგიდგენთ საკვებ პროდუქტებს, რომლებთან ერთად ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება:

სწრაფი კვება
image

ზოგადად ასეთი საკვები თავადვე საზიანოა ადამიანისთვის, მუთუმეტეს თუ ხშირად მივირთმევთ, მაგრამ მასთან ერთად ალკოჰოლის დალევა კიდევ უფრო საზიანოა.
ასეთი საკვები დიდ დატვირთვას აკეთებს ღვიძლზე, ალკოჰოლი კი ამ დატვირთვას აორმაგებს.

გაზიანი სასმელები
image

2013 წელს ამერიკელი მეცნიერების კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელების კომბინაცია ძლიერ ინტოქსიკაციას იწვევს. მიზეზი, შეიძლება იყოს, ის რომ გაზიანი სასმელი შეიცავს შაქარს, ალკოჰოლი კი სისხლის მიმოქცევის პროცესს ანელებს.

მარილიანი საჭმელი
image

ალბათ დაკვირვებული ხართ, რომ ყველა ბარში თუ კლუბში გვხდება ლუდზე მისაყოლებელი მარილიანი საჭმელი, როგორიცაა ჩიფსი, თხილი ან კარტოფილი ფრი.
მიზეზი მარტივია: მარილიანი საკვები გვიჩენს წყურვილის გრძნობას, ამიტომ უფრო მეტ სასმელს ვსვამთ.

ყავა და ენერგეტიკული სასმელები
image

ალკოჰოლი ცუდ ზეგავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ყავა და ენერგეტიკული სასმელები კი დიდი კოფეინს შეიცავენ, ალკოჰოლთან ერთად მათი მიღება ალკოჰოლის ზემოქმედებას ამცირებენ, რის გამოც გვგონია, რომ არ ვთვრებით და ალკოჰოლის მიღებას ისევ ვაგრძელებთ, ამ ყველაფერს კი შეუძლია სერიოზული ზიანი მოუტანოს ჩვენს ჯანმრთელობას.

შარდმდენი პროდუქტები

image

ცნობილია, რომ ალკოჰოლის მიღების დროს უფრო მეტი სითხე გამოყოფა ორგანიზმიდან, ვიდრე ჩვეულებრივად, ამიტომ მისი მიღება ისეთ პროდუქტებთან, როგორიცაა ოხრახუში, ქინძი, კოჭა და სხვა ბოსტნეული. ამ პროდუქტებისა და ალკოჰოლის ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიტრატაცია (გაუწყლოვება).

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0