x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მოზამბიკელი ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა
image


ახალგაზრდა მოზამბიკელი ფეხბურთელი ესტავაო ალბერტო ჟინო ნიანგის მსხვერპლი გახდა.


ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბ "ატლეტიკო მინეიტო დე ტეტე"-ს "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.


"ჩვენ დავტირით, ჩვენს მოთამაშეს, მეგობარს, ძმას, შვილს და მარად ცენტრალურ მცველს ესტევაო ალბერტო ჟინოს, ის სულ რაღაც 19 წლის იყო და კარგი პერსპექტივა ელოდა ფეხბურთში, გუშინ ის ნიანგის მსხვერპლი შეიქმნა მდინარე ზამბეზის სანაპიროზე"-აღნიშნულია განცხადებაში.


imageროგორც კლუბის მენეჯერმა, ედი კორვალომ პორტალ 101greatgoals.com-ს განუცხადა, ესტევაო ორ მეგობართან ერთად ზიმბაზვეს სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც ნაპირიდან მოულოდნელად ამოხტა ნიანგი და ფეხბურთელი წყალში ჩაითრია, მისი მეგობრები ძალიან შეშინდნენ და ესტევაოს განწირული ყვირილის მიუხედავად, ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს.ნიანგი დაახლოებით ხუთი მეტრის სიგრძის იქნებოდა.


იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე


0
405
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0