x
მეტი
  • 26.06.2017
  • სტატია:67185
  • ვიდეო:319911
  • სურათი:419119
რა თაობა მოდის ... (?!)-აუცილებლად წასაკითხი

image


მინდა დავწერო, ალბათ, ყველასთვის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ პატარა ნიუანსზე. "რა თაობა მოდის...", ვფიქრობ, ყველა დროის აქტუალური ფრაზაა ხანშიშესული ადამიანებისთვის. პირველ რიგში, საინტერესოა, მათზეც თუ იმავეს ამბობდნენ ძველად, ან როგორი ახალგაზრდები იყვნენ თავად?

სტუდენტი ვარ და, რასაკვირველია, ავტობუსით ხშირად მიწევს მგზავრობა. არაერთხელ შევსწრებივარ, თუ როგორ აიძულებენ უფროსები ბავშვებს, რომ ადგილი დაუთმონ (საკვირველი ისაა, რომ ამ დროს ცარიელი ადგილები არის). შემდეგი მომენტი: ერთხელ სავსებით ჯანმრთელმა და საშუალო ასაკის ქალბატონმა 16-17 წლის გოგონა აიძულა ადგილი დაეთმო და მის ადგილას ყოველგვარი მადლობის გარეშე დაბრძანდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხზე დგომა (გაუგებარი მიზეზებით) არ ეკადრებოდა, ხოლო 10 წუთის შემდეგ, ის გოგონა, რომელიც თურმე, ავად იყო, დგომისგან დაქანცული ძირს უგონოდ დაეცა.

ყოფილა შემთხვევები, როცა ხელმოტეხილი ან სხვა მხრივ დაშავებული ბავშვებიც გამხდარან იძულებული მთელი გზა ფეხზე დგომით დატანჯულიყვნენ.

ამ ყველაფრის შემდეგ მიჩნდება კითხვა: მერე რა, რომ უფროსები ბრძანდებით და "ჩვენზე მეტი გინახავთ ამ ცხოვრებაში"? იქნებ რა მიზეზით არ ვდგებით ფეხზე? ხანდახან მაინც, უბრალოდ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენც გვჭირდება დასვენება, ჩვენც შეიძლება ავად ვიყოთ, მიუხედავად ასაკისა...

26
186
10-ს მოსწონს
ავტორი:მაგდა თავგაზაშვილი
მაგდა თავგაზაშვილი
186
  
ჰო, გლობალიზაციაზე არც მე ვამბობ, უბრალოდ, უსამართლობაა ასეთი დაუფიქრებელი მოპყრობა ადამიანისადმი, მხოლოდ იმიტომ, რომ უმცროსია ://
7 აპრილი, 23:19
მე არ მითქვამს მაგდა, რომ გლობალიზაცია ცუდია ან კარგია, ეს უბრალოდ გარდაუვალია... თაობები იცვლებიან...
ჰო, მაგრამ ვინც არაფერს ვაშავებთ? :(( აიი გუშინ გადამხდა ზუსტად მსგავსი... :/// ისეთი უსამართლობა ვიგრძენი...
21 მარტი, 23:29
ნამდვილად მაკა, თუმცა ყოველი შემდეგი თაობა ხომ წინაზე შედარებით უკომპლექსო და თამამია. გლობალიზაცია თავისას შვრება, ეს გარდაუვალია...
21 მარტი, 20:23
ხოო აჩი, სამწუხაროდ ასეა, ადამიანს თუ ზნე, სულიერი კულტურა არ გააჩნია, ის რომელ დროშიც გინდა ქი დასვი. თუმცა დღეს უფრო უკომპლექსო და თამამი თაობაა.
21 მარტი, 19:34
მთავარი ადამიანური ზნეობაა. სამწუხაროდ ეგეთი არაკაცები ყველა დროში იყვნენ და ალბათ იქნებიან კიდეც, საბედნიეროდ დიდ უმცირესობაში... მთავარია შენ კარგად ხარ მაკა :-*
21 მარტი, 19:25
რა კუთხით აყალიბებს ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია? ყველას კარგად გვახსოვს 90-იანი წლები და ეკონომიკურ-პოლიტიკური დაღმასვლა, მაგრამ არ ყოფილა ასეთი ზიზღი, სიძულვილი, შური და ფარისევლობა... ყველაფერი შედარებითია... მთავარი ადამიანური ზნეობაა... ეს ჩემი აზრია!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10