x
მეტი
  • 01.05.2017
  • სტატია:65936
  • ვიდეო:318511
  • სურათი:417322
12 რამ რასაც თავმოყვარე მამაკაცი არ ჩაიცვამს

image
საერთოდ კაცები იმას იცვამენ, რაც ხელში მოჰყვებათ და მოდასაც არც მაინცდამაინც მისდევენ. ისე კი, აჯობებდა სცოდნოდათ, რომ გარკვეული ასაკიდან ზოგიერთი სამოსის ჩაცმა აღარ შეიძლება. ალბათ გაგიკვირდათ, მაგრამ ასეა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

1. ფართო, მოფუშფუშებული პერანგი. ეს შეიძლება გეცვათ, როცა ძალიან ახალგაზრდა ხართ, ან უფროსი ძმის დაპატარავებული პერანგი მოგცეს, მაგრამ სრულწლოვანისთვის მიუღებელია.

2. დიდი ზომის (სხვის ტანზე შეკერილი) პიჯაკი და შარვალი. ასეთი სამოსი მამაკაცებს ცუდ ხასიათზე აყენებთ.

3. ძალიან ფართე და ჭყეტელა ფერის საბანაო ტრუსი.

4. ეს საშინელი ნასვრეტებიანი რეზინის ფეხსაცმელი (ე. წ. კალოშები). ისინი მხოლოდ საბავშვოა. დაუტოვეთ მათ.

5. ღრმად ამოღებული სპორტული მაისური. თუ ასე ძალიან გინდათ იკეკლუცოთ და მკერდი გამოაჩინოთ, უბრალოდ იარეთ წელსზემოთ შიშველმა, ვიდრე ასეთი ბლუზა ჩაიცვათ.

6. მაისურები მხიარული წარწერებით, რომლებზეც არავის არ ეცინება.

7. ფართე თათებიანი (ფოხანო) ტრუსები, რომლებიც არც "შორტია" და არც ტრუსი. თუ შორტი გსურთ, ჩაიცვით ის.

8. ანტიკური ხანის სანდლები, ქვეშ თეთრი წინდებით. ისინი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაიცვათ თუ დროში მოგზაურობთ.

9.საშინელებაა ასეთი შარვალი, რომელიც არც გრძელია, არც მოკლე, უბრალოდ მუხლს ქვემოთაა.

10. ქამრები ლითონის დეტალებით. ამას არსად, არანაირ სიტუაციაში აღარ ატარებენ.

11. ქამარზე დასამაგრებელი ტელეფონის ჩასადებები, რადგან უკვე ორი ათეული წელია მათ ჯიბით ვატარებთ.

12. ფეხსაცმელი წვეტიანი ცხვირით. მისი ტარება უკვე დიდი ხანია სირცხვილია.imageimageimageimageimageimageimageimage






იპოვით 9 ადამიანს? არც ისე ადვილია როგორც გეჩვენებათ


- 7 კგ. ერთ დღეში - ეს რეალურია, მაგრამ სახიფათოა


დაივიწყე ცელულიტი. მალამო, რომელიც სამზარეულოში ყველას მოეპოვება

0
538
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
538
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0